x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352492
  • სურათი:508412
ილიას ცხოვრების გზა 1900 წლიდან აღსასრულამდე ("ილია ჭავჭავაძეს სიცოცხლე მოუსწრაფეს იმათ, ვინც საქართველოსაც მოკლავდენენ რომ შესძლებოდათ".)

ილია ჭავჭავაძის ბრძოლამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის კულმინაციურ ეტაპს 1900-იანი წლებიდან მიაღწია. ეს წლები ილიასათვის ძალიან მძიმე, მტკივნეული და გაუსაძლისი გახლდა.

საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილია მისი ცხოვრების ბოლო პერიოდი, რადგან საბჭოეთში მისი ობიექტურად გაშუქება შეუძლებელი იყო; 1900-იანი წლები ილიას წინააღმდეგ ქართველ სოციალ-დემოკრატთა დაუნდობელი, სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლაა, რომელიც დასრულდა წიწამურის შემზარავი ტრაგედიით. რა თქმა უნდა, საბჭოეთი არ გაამხელდა სამარცხვინო ფურცელის ფაქტებს, თუმცა შემდეგში მკვლევართა დიდმა ნაწილმა ყურადღება მიაქცია ილიას მკვლელობის განხილვას...

image

კიტა აბაშიძე პირველი იყო, რომელმაც აღადგინა რეალური სურათი ილიასა და სოციალ-დემოკრატების დაპირისპირებისა, იგი წერდა, რომ: "წიწამურის ამბავი მთლიანი ტრაგედიაა"- პირველი დაიწყო 1900-იანი წლების დამდეგს, მეორე -1905 წელს, ხოლო ფინალური სცენა-1907 წელია.

წიწამურისაკენ მიმავალი გოლგოთის გზა ილიასათვის, სწორედ 1900 წელს დაიწყო.

1880-იანი წლების ბოლოს "ივერიის" რედაქციის გარშემო შემოკრებილმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება, რომელსაც ილია ჭავჭავაძის იდეების განხორციელებისათვის გამოიყენებდნენ. კატეგორიული წინააღმდეგი იყო იმ დროისათვის ერთადერთი პოლიტიკური პარტია სოციალ-დემოკრატები, ისინი შეგნებულად ცდილობდნენ ანტიეროვნული იდეოლოგიის დანერგვას, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ, მნიშვნელოვან წარმატებასაც აღწევდნენ...

image

ქართველ ნაციონალისტთა, პატრიოტ ახალგაზრდათა მიზნები სრულიად მიუღებელი იყო სოციალ-დემოკრატებისათვის, ამიტომ ყველანაირ ღონეს ხმარობდნენ აღნიშნული პარტიის ჩამოყალიბებაში ხელი შეეშალათ, უპირველეს სამიზნედ, რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძე იქნა არჩეული.

image

1900 წლის 16 იანვარს, გიორგი წერეთლის დაკრძალვის დღეს ილიასა და მისი "ივერიის" დაგმობა დაევალათ ვინმე ვასილ კირვალიძეს და "პოეტ-ხელოსანს" ნოშრევან მერკვილაძეს. ისინი ზიზღით იხსენიებდნენ გაზეთ "ივერიასა" და ქართველებში "გამორეულ მისთანა პირებს"...

"კვალის" ფურცლებიდან "დასელები" ყველანაირ საშუალებას იყენებდნენ დაპირისპირებოდნენ და დაემცირებინათ ილია.

წიწამურის ტრაგედიამდე ილიას გულში უკვე დატრიალდა სულიერი ტრაგედია. მის დასაცავად თითქმის არავის ამოუღია ხმა, ფილიპე მახარაძისა და მისი თანამოაზრეების ბრალდებები ყველას არ აღუქვამს ცილისწამებად...

image

"ჩვენი ქვეყნის სულიერი მოძღვრის გარშემო შავბნელი ძალები იყრიდა თავს, ხოლო 1907 წლის ზაფხულის მიწურულს ილია ჭავჭავაძეს სიცოცხლე მოუსწრაფეს იმათ, ვინც საქართველოსაც მოკლავდენენ რომ შესძლებოდათ". (ვაჟა-ფშაველა)

თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ გზაზე, წიწამურის ტყის პირას, 1907 წლის 30 აგვისტოს, მტრებმა საქართველოს მოუკლეს დიდი წინამძღოლი, ერის სულიერი მამა–ილია ჭავჭავაძე.

image

ასევე, დაგაინტერესებთ:

"თუ საქართველოს გაერთიანებას მსხვერპლი სჭირდება, დე, მე ვიყო იგი, ოღონდ უკანასკნელი"

სიცოცხლეშივე უსამართლოდ მივიწყებული მოღვაწე დაკრძალეს პატივით, ხალხმრავალი პროცესიით, გვირგვინებით, მგზნებარე გამოსათხოვარი სიტყვებით

ილია-მუდამ ჩვენი თანამედროვე (ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში)

"ვაი, დაგკარგეთ!.. უღმრთო იყო შენი სიკვდილი!"-როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი

ლაიქი თუ მოწონება?-არ შევილახოთ ღირსება, ვისაუბროთ ქართველებმა ქართულად!

1
319
7-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
319
  
2023, 25 მაისი, 10:46
კომენტარი
0 1 1