x
მეტი
  • 27.09.2022
  • სტატია:122542
  • ვიდეო:355064
  • სურათი:494813
წარსულის 3 საიდუმლო, რომლის ამოხსნა ვერავინ შეძლო
3. SS Ourang Medan–ის ჩაძირვის საიდუმლოimage


ეს ამბავი 1947 წელს მოხდა. მალაიზიაში მიმავალმა ორმა ამერიკულმა გემმა სიგნალი SOS მიიღო – ჰოლანდიური გემის ეკიპაჟის წევრი დახმარებას ითხოვდა... მამაკაცი ყვიროდა, რომ კაპიტანი, მისი თანაშემწეები და მთელი ეკიპაჟი დაღუპულები იყვნენ.

გემი SilverStar დასახმარებლად გაეშურა. ადგილზე მისულმა დამხმარე ეკიპაჟმა, ბორტზე ცოცხალი ვერავინ ნახა. ხოლო, გარდაცვლილებს სახეზე შიშის გრიმასი ჰქონდათ აღბეჭდილი. მკვდარი ძაღლიც კი, რაღაც უცნაურად “იკრიჭებოდა". შემდეგ, სატვირთო განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა და მაშველები იძულებულები გახდნენ გემი დაეტოვებინათ. სულ მალე, გემზე აფეთქება მოხდა და ის ჩაიძირა.


2. Aiud–ის ალუმინის სოლიimage


1973 წ. მუშებმა Aiud–ის (ქალაქი რუმინეთში) ალუმინის სოლი, მიწის ამოთხრის დროს, 10 მ. სიღრმეზე აღმოაჩინეს და ამ ნივთმა მთელი სამეცნიერო სამყაროს შეშფოთება გამოიწვია... როგორც დაადგინეს არტიფქტი 18 000 წლის წინ არის დამზადებული. უცნაური რკინის ნაკეთობა ტრანსილვანიის ისტორიის მუზეუმს გადაეცა და წლების მანძილზე, საცავში ინახებოდა იქამდე, ვიდრე მის შესახებ, ხელახლა არ ალაპარაკდნენ.

ცნობილმა ისტორიკოსმა ფლორინ გეორგიტამ არტიფაქტისთვის ანალიზის ჩატარება შეძლო და დაადგინა, რომ ლითონის შენადნობი, რომლიდანაც ის იყო ჩამოსხმული, მეტად რთული შემადგენლობით ხასიათდება და ის 12 სხვადასხვა ელემენტისგან შედგება. მათ შორის არის: 89% ალუმინი, 6, 2% სპილენძი, 2, 84% სილიციუმი, 1, 81% თუთია, 0, 41% ტყვია, 0, 2% ცირკონიუმი და მცირე რაოდენობით სხვა ლითონები. აღნიშნული არტიფაქტი უძველეს ქანში, მასტოდონტის ძვლების გვერდით არმოაჩინეს – ცხოველის ნეშთთან, რომელიც 10 000 წლის წინ გადაშენდა... აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებაში ალუმინი, სუფთა სახით, არ მოიპოვება და ჩვენმა ცივილიზაციამ მისი მიღების ტექნოლოგია მხოლოდ 1808 წ. შექმნა. ხოლო, წარმოებაში 1885 წ. დაინერგა.


1. მაკენზის პოლტერგეისტი image


მაკენზის პოლტერგეისტი – მსოფლიოში ერთ-ერთი დოკუმენტირებული პარანორმალური მოვლენაა. ის ედინბურგის (შოტლანდია) მახლობლად, გრეიფრარის სასაფლაოზე დამკვიდრდა და სასტიკი ადვოკატის, ჯორჯ მაკენზის სახელს უკავშირდება, რომელიც კოვენანტერის ციხეებში მყოფი პატიმრების მდგომარეობაზე იყო პასუხისმგებელი.

ბოლო 20 წლის მანძილზე, პოლტერგეისტი ადამიანებს რამდენიმე ასეულჯერ დაესხა თავს. ჩვეულებრივ, ის მათ სხეულებზე ჭრილობებს და სისხლჩაქცევებს ტოვებს. ბევრი კი, "სისხლიანი მაკენზის" საძვალესთან მიახლოვებისას, გონებას კარგავს.


image



imageimage
imageimage



1
2321
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2321
  
1 მარტი, 19:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1