x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
3 მოვლენა, რომლის დაჯერება მეცნიერებსაც კი უჭირთ

წყალქვეშა ქალაქი იონაგუნი



იაპონიის კუნძულის იონაგუნის მახლობლად, მყვინთავებმა ტერასული წარმონაქმნები 1986 წ. აღმოაჩინეს. წყალქვეშა წარმონაქმნებს შთამბეჭდავი ფორმები აქვს, რომელიც 5 სართულიანი სახლის სიმაღლეს აღწევს. ხოლო, ნაგებობის გვერდით, რამდენიმე არტეფაქტიც იპოვეს, რომელიც ამ ადგილთან, უძველესი ხალხის ახლოს ყოფნას ადასტურებს.

ამის მიუხედავად, პირამიდების წარმოშობის საკითხი ჯერ კიდევ საკამათოა, რადგან თუ დავიჯერებთ, რომ ეს ადამიანების მიერ არის შექმნილი, მაშინ ხელში ცივილიზაცია შეგვრჩება, რომელიც გამყინვარების ეპოქამდე არსებობდა.


ნათება მიწისძვრის დროს



ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ფენომენი ნათება არის, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში, მიწისძვრებს ახლავს. 1600 წლიდან – დღემდე, სეისმური აქტივობის ზონებში, 65 მსგავსი მოვლენა არის დაფიქსირებული. თუმცა, ნათების გავრცელების პროცენტული მაჩვენებელი მცირეა და ეს მოვლენა, მიწისძვრის საერთო რაოდენობის, მხოლოდ 0, 5 % ერთვის თან.

ფენომენის ამოსახსნელად, მეცნიერებმა არაერთი სამეცნიერო თეორია წამოაყენეს, თუმცა, ვერცერთი სიმართლესთან ახლოსაც ვერ მივიდა.


მიწისქვეშა ოკეანე


image


ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა, დედამიწის ზედაპირიდან, 660 კმ-ის სიღრმეზე, 2, 7 მლრდ წლის, წყლის უზარმაზარი რეზერვუარი აღმოაჩინეს, რომელიც მსოფლიო ოკეანეების მოცულობას რამდენჯერმე აღემატება. წყალი დაკონსერვებული, ჰიდრატირებულ მინერალების სახით არის – უმეტეს შემთხვევაში, ეს ბრუსიტია (მაგნიუმის ჰიდროქსიდი Mg(OH)2). გეოფიზიკოსები ამ დასკვნამდე, უამრავი კომპიუტერულ კვანტურ-მექანიკური გამოთვლების შედეგად მივიდნენ. ხოლო, კვლევის შედეგები PNAS (Proceedings of the National Academy of Sciences)–ში გამოაქვეყნეს.

ამ აღმოჩენის წყალობით, გაჩნდა თეორია, რომ მსოფლიო ოკეანე პლანეტაზე, დედამიწიდან წყლის დიდი მასის ამოხეთქვის შედეგად წარმოიქმნა და არა პირიქით, როგორც აქამდე თვლიდნენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* პუგაჩოვას “ბუნტი" – “ჩვენმა პრეზიდენტმა თავისი ყველა შესაძლებლობა ამოწურა"

* წარსულის 3 საიდუმლო, რომლის ამოხსნა ვერავინ შეძლო

* უცხოპლანეტელების შთამომავალი 3 უძველესი ცივილიზაცია. ძველი ცოდნის და ტექნოლოგიების დაკარგვის მიზეზი

* “კონკიას" ჩინური ფესვები

* გიზის პირამიდების მიწისქვეშა სამყარო

* 10 შოკისმომგვრელი ფაქტი ჩრდ. კორეის შესახებ

* საოცარი ფოტოები, რომლებსაც ყურადღების მისაქცევად, ფოტოშოპი არ სჭირდება

0
2338
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0