x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138651
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
გოგონა 3 წლის განმავლობაში არავინ მოიკითხა... სამწუხაროდ არც ბედისწერამ დაინდო ის!

როდესაც არავისთვის არაფერი დაგიშავებია და მაინც არასოდეს არავის ახსენდები... - ასე დასრულდა 38 წლიანი ცხოვრება ჯოის ვინსენტისთვის, რომელიც 3 წლის განმავლობაში თავის სახლში გარდაცვლილი იყო, მაგრამ ის ამ პერიოდში არავის მოუკითხავს. ნუთუ ასეთები გავხდით ადამიანები???


სტატიის გამზადებისთვის გამოყენებულია შემდეგი წყაროები - All That Interesting, The Guardian, Ranker და onedio.com


image








ცხოვრებაში უამრავი სირთულე გექნებათ გადატანილი, ზოგჯერ ბედისწერასაც გაუწყრებით, მაგრამ როდესაც ჯოის ვინსენტის ისტორიას წაიკითხავთ, ალბათ თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევთ.

image


ჯოის ვინსენტის ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა. ის 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს ეს უკვე არ წარმოადგენს იშვიათ მოვლენას, თუმცა საწყენია ის ფაქტი, რომ გოგონას სიკვდილის შესახებ საუკეთესო მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა და ახლო ნათესავებმა მხოლოდ 3 წლის შემდეგ გაიგეს. წარმოდგენაც კი რთულია.







უიღბლო ქალბატონი, ჯოის ვინსენტი 2006 წლის 25 იანვარს გარდაცვლილ მდგომარეობაში აღმოაჩინეს, მაგრამ ეს მისი გარდაცვალების თარიღი არ იყო, რადგან სინამდვილეში გოგონა ჯერ კიდევ 2003 წლიდან მოყოლებული ოთახში გარდაცვლილიყო, თუმცა ეს ფაქტი 3 წლის მანძილზე არავის შეუმჩნევია. რატომ? - პასუხი მარტივია ის არავინ მოიკითხა!!!

image


ტელევიზორი ჩართული დარჩენოდა, ბოლოს BBC -ის არხზე გადაცემას უყურებდა. ძირს სასაჩუქრე ბარათები იყო განლაგებული, ხოლო გვამი ამოუცნობ მდგომარეობაში ყოფილა, რისთვისაც პოლიციამ სასაჩუქრე ბარათები გამოიყენა რათა გვამის ამოცნობა ფოტოების საშუალებით მაინც შეეძლო. კბილებზე დაკვირვებით გოგონას გვამის ამოცნობა მოხერხდა.







მაცივარში ძველი საკვები, უამრავი წერილი და ალბათ უფრო ბუნებრივი სიკვდილი, თუმცა საიდანაც არ უნდა შევხედოთ ეს უფრო ტრაგიკულ სიკვდილს გავს, უარესს თუ მოიფიქრებთ მაშინ დაარქვით რაც გინდათ! გოგონა 3 წლის განმავლობაში საერთოდ არავინ მოიკითხა... როგორ არის შესაძლებელი? ეს წარმოუდგენელია!

image






ჯოის ვინსენტი ხშირად ხდებოდა მეგობარი ბიჭისგან ძალადობის მსხვერპლი. მან თავის გადასარჩენად ქალთა თავშესაფარს შეაფარა თავი, საიდანაც მოახერხა პატარა სტუდიოს ტიპის ბინის ქირაობა, რომლის ქირის გადასახადის ნახევარს სახელმწიფო გადაიხდიდა.


image


ასე გრძელდებოდა მისი ცხოვრება. სახელმწიფო ქირის გადასახადის ნახევარს უფინანსებდა, ხოლო ნახევარს თავად იხდიდა. ქირის მეპატრონე დააეჭვა იმ ფაქტმა, როდესაც მხოლოდ სახელმწიფოსგან ერიცხებოდა ქირის გადასახადის ნახევარი, მაგრამ ქალი იმდენად კეთილი იყო, რომ არც კი უფიქრია ერთხელ მაინც მიაკითხოს დამქირავებელს, რეალურად მან ეს თანხა მას აჩუქა...







ერთ დღეს სახლის მეპატრონემ გადაწყვიტა ჯოის ვინსენტთან დაკონტაქტება, თუმცა ვერ შეძლო, ქალბატონი დაეჭვდა და დამფინანსებელ კომპანიასთან ერთად გადაწყვიტა ჯოისის პატარა ბინაში სტუმრობა. ზუსტად მაშინ მოხერხდა გარდაცვლილი ჯოისის პოვნა. თუმცა მისი გარდაცვალებიდან უკვე 3 წელი გასულიყო...

image








ასე დასრულდა ქალბატონის, ჯოის ვინსენტის ცხოვრება, რომელსაც ცხოვრებაში ცუდი არავისთვის ჰქონდა გაკეთებული. სიცოცხლის ბოლო წამებშიც კი ახლობლებზე ზრუნავდა და მათ სასაჩუქრე ბარათებს უმზადებდა... თუმცა აზრი? 3 წელი ისე გავიდა, რომ არავინ მოიკითხა ის! ესაა სამართლიანობა? ესაა ადამიანობა?

image













სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!






















<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



17 ფოტო, რომელიც გულს კლავს - ნასას და ფოტოგრაფების კადრები ამაზონიდან

image





"ყველაზე ბინძური პორნო" - პორნოსაიტმა ოკეანეების დაბინძურებისგან დასაცავად ფილმი გადაიღო

image





ზრდასრულების ფილმების ვარსკვლავი მია ხალიფა პორნოსამყაროს შესახებ: "გამანადგურეს"

image





2019 წლის ზაფხულის ყველაზე ცხელი და ხმაურიანი ტრანსფერების ჩამონათვალი (დასრულებული)

image





გადარჩენილი კაცობრიობა: მინოსის აფეთქება!

image




0
2179
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
2179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0