x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პოლიციამ ქალბატონის სახლი გაჩხრიკა, ხოლო როდესაც მაცივარი შეამოწმეს...

დღეს ვისაუბრებთ არაჩვეულებრივ მოვლენაზე, რომელიც აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მოხდა. განყოფილებაში შეტყობინება შევიდა მაღაზიიდან პროდუქტის მოპარვის შესახებ, პოლიციამ დაუყონებლივ მიიღო ზომები და გაემართა ქურდის დასაჭერად. დეტალებს წარმოგიდგენთ buzzfeed- დან.


image







ჩრდილოეთ კაროლინაში მომხდარმა ამბავმა, საკმაოდ დიდი პოპულარულობით ისარგებლა სოციალურ ქსელებში. სუპერმარკეტიდან პოლიციის განყოფილებაში ქურდობის შესახებ შეტყობინება გაიგზავნა. პოლიციის ოფიცრებმა კეიტ ბრედშოუმ და კენდეს სპრეგინსმა კიდევ ორი პოლიციელის დახმარებით ქურდის კვალს მიაგნეს.


სახლში ხელკეტებით და ცეცხლსასროლი იარაღებით შევარდნენ, თუმცა მათ წინ დახვდათ 50 წლამდე ქალბატონი, რომელიც 2 წლამდე ბავშვს ცრემლიანი თვალებით აჭმევდა. ქალს მაგიდაზე მარკეტიდან მოპარული მცირე თანხის საკვები ელაგა, ერთ-ერთ ოფიცერმა მის დაკავებამდე სახლი შეათვალიერა და შემდეგ მაცივრის კარი შეაღო... მაცივარი სრულიად ცარიელი იყო. ოფიცერმა კეიტმა ემოციების დამალვა ვერ მოახერხა და ქალბატონთან მარტოდ დარჩენა მოითხოვა.


დაახლოებით 1 საათის შემდეგ გაირკვა, რომ ქალბატონმა მარკეტიდან საჭმელი შვილის გამოსაკვებად მოიპარა, რადგან ის თავის პატარას 3 დღის მანძილზე მხოლოდ წყალს ასმევდა და აქედან გამომდინარე საკვების საშოვნელად სხვა გზა არ ჰქონდა... პოლიციამ ქალბატონი არ დააკავა, მარკეტს გადაუხადა პროდუქტის თანხა და ასევე ქალს 850 დოლარის ვაუჩერი გადასცეს, რომლის გამოყენება სუპერმარკეტებში შეეძლო.

image



როგორც ცნობილია, ამ ამბის შემდეგ, ამ განყოფილების ყველა პოლიციელმა ქალბატონს ყოველთვიურად საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის პირობა მისცა. გარდა ამისა, სოციალურ ქსელშიც ძალიან ბევრ მოქალაქემ დახმარება შესთავაზა ამ გაჭირვებულ ქალბატონს, რომელმაც შვილის გამოსაკვებად მარკეტიდან 20 დოლარის საკვები მოიპარა.


თქვენ როგორ შეაფასებდით ამ მოვლენას?




















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



რატომ არის ომანი ყველაზე განსაკუთრებული ქვეყანა მთელ მსოფლიოში?

image



გადარჩენილი კაცობრიობა: NORAD -ის კომპიუტერული ჩიპის ხარვეზი!

image



ტესტი - რამდენად კარგად იცით მეორე მსოფლიო ომის ისტორია?


image



აფრიკელმა მამაკაცმა ძველი საბურავების გამოყენებით სიმდიდრე მოიპოვა!

image



4 ადგილი დედამიწაზე, სადაც კაციშვილს ფეხი არ დაუდგამს! (II ნაწილი)

image



15 ფოტო, რომელიც პრინცესა დიანას არაჩვეულებრივობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს!

image



15 უძლიერესი სახელმწიფო მსოფლიო ისტორიაში (ნაწილი 1 - ტოპ 8 სახემწიფო)

image


2
14716
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
14716
  
2019, 30 ივნისი, 22:46
პირველ რიგში ადამიანს სახლი აქვს, მაცივარი და 20 დოლარის სააკვები არა?
მეორე რიგში 50 წლის ქალს 2 წლის ბავშვი საიდან?
მესამეც ამერიკაში 20 დოლარის საკვების მოპარვისათვის 4 პოლიციელი არ მიდის დასაკავებლად ასეთ სიტუაციებს მაღაზიის დაცვა აგვარებს.
მეოთხეც, ქართველი გაჭირვებულები იტირეთ და ნახეთ რამდენი პატარა ათევს ღამეს და მათხოვრობს თბილისის ქუჩებში
2019, 25 ივნისი, 14:53
ხშირად რა კარგ საქმეს აკეთებს ეს სოცქსელები, ფაქტია და...
0 1 2