x
მეტი
  • 02.12.2022
  • სტატია:124066
  • ვიდეო:355504
  • სურათი:496661
რას მალავდა მთელი ცხოვრების მანძილზე ფიურერი – ადოლფ ჰიტლერის საიდუმლო

image


ვენის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით, ას კილომეტრში, ჩრდილოეთ ავსტრიაში, პატარა სოფელი დოლერშაიმი მდებარეობს. ჰიტლერის ბრძანებით, ოთხმოცი წლის წინ, ეს პატარა ავსტრიული სოფელი მიწასთან გაასწორეს...

დიქტატორი ცდილობდა დაემალა და მთლიანად გაენადგურებინა ყველაფერი, რასაც მისი ოჯახის ისტორიისთვის, შეეძლო ნათელი მოჰინა. ყველაფერი, რაც მის, ვითომ და, არიულ წარმომავლობას ეჭვქვეშ დააყენებდა (როგორც ჩანს, ჰიტლერი, როგორც პუტინი, საკუთარ წარმომავლობას მალავდა. რედ.)

imageსწორედ იქ დოლერშაიმში, 1837 წელს, მარია შიკლრუბერს ვაჟი – ალოისი შეეძინა, რომელიც შემდეგში, ადოლფ ჰიტლერის მამა გახდა. თუმცა, თავად მომავალი დიქტატორი ჰიდლერის გვარით დაიბადა, რადგან მარია, ბავშვის დაბადების მომენტისთვის, გათხოვილი არ იყო და იოჰან ჰიდლერს ცოლად რომ გაჰყვა, ბავშვი უკვე 5 წლის იყო. მამინაცვალმა ალოისს გვარი მისცა და სწორედ მის გვარს ატარებდა ადოლფიც. მოგვიანებით, როდესაც ადოლფი ცნობილი გახდა, თავს ამ გვარის მემკვიდრედ ასაღებდა და იმისთვის, რომ წმინდა არიული წარმომავლობა დაემტკიცებინა, თავის გენეალოგიურ ხეზე მიუთითებდა.

ის, თუ ვინ იყო ალოის ჰიდლერის ბიოლოგიური მამა უცნობია, რადგან სოფლის საეკლესიო წიგნში მამის ვინაობა მითითებული არ იყო.


imageადოლფ ჰიტლერის გენეალოგიური ხე


მას შემდეგ კი, რაც ადოლფ ჰიტლერი მხოლოდ ცნობილი კი არა, გავლენიანი პოლიტიკოსი გახდა, ისტორიკოსებმა მისი წარმომავლობის შესწავლა დაიწყეს, ეს კი ჰიტლერს ძალიან აღიზიანებდა.

გაჩნდა ეჭვი, რომ მისი ბიოლოგიური მამა არიელი კი არა, ებრაელი იყო და ამ ვარაუდმა ფიურერის აპოპლექტური რისხვა გამოიწვია. «ხალხმა არ უნდა იცოდეს, ვინ ვარ», «მათ არ უნდა გაიგონ, საიდან ვარ» – ყვიროდა ჰიტლერი.

image1931 წელს მან SS უბრძანა, რომ მის წარმომავლობასთან დაკავშირებით, ყველა ვარაუდი და ჭორი გამოეძიებინათ... ბრძანება შეასრულეს, მაგრამ მისი ებრაელი წინაპრების არსებობაზე, ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვეს. შემდეგ, მან გენეალოგს უბრძანა, რომ ილუსტრირებული საგვარეულო ხე შეექმნა, რომელიც მის წარმომავლობას აჩვენებდა. ეს ხე, მან 1937 წ. წიგნში «Die Ahnentafel des Fuehrers» («ფიურერის მემკვიდრეობა») გამოაქვეყნა და აჩვენა, რომ მას უზადო არიული ფესვები ჰქონდა.


imageსოფ. დოლერშაიმი – ფოტო ღია ბარათზე, რომელიც მის განადგურებამდე არის გადაღებული.


ახლა უკვე ძნელია ტყუილ–მართალის გარკვევა და სხვადასხვა ვარაუდების განხილვა. ფაქტი კი, მხოლოდ ის არის, რომ ფიურერი მეტად საფუძვლიანად მალავდა ყველაფერს რაც მისი ოჯახს და წარმომავლობას უკავშირდებოდა. გარდა ამისა, არც ის არის ცნობილი, როგორ გადაიქცა გვარი ჰილერი – ჰილერად. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ეს უბრალოდ, ფონეტიკური უზუსტობა, ან ნოტარიუსის შეცდომა იყო, რომელიც ჩანაწერს კარნახით აკეთებდა და გვარი სწორედ ვერ გაიგო.


imageმისი ოჯახის და წარმომავლობის ინფორმაციის დამალვის მიზნით, გერმანელმა დიქტატორმა მშობლიური სოფელი მიწასთან გაასწორა.


სწორედ ჰიტლერის წარმომავლობის საიდუმლოს დამალვას უკავშირებენ ისტორიკოსები, იმ სოფლის განადგურების ფაქტს, სადაც დიქტატორის მამა დაიბადა (თავდა ჰიტლერი ინის ბრაუნაუში, ზემო ავსტრიაში დაიბადა. რედ.). როგორც ამბობდნენ, სოფელში, ადგილობრივი მოსახლეობის გამოსაკითხად და ნაცისტების ფიურერზე ინფორმაციის შესაგროვებლად, მეტისმეტად ბევრი სკეპტიკოსი ჩადიოდა. ამიტომ, ვიდრე დოლერშაიმს მიწასთან გაასწორებდნენ, იქ მცხოვრები ადამიანები სხვადასხვა ადგილზე გადაასახლეს. სოფლის ადგილზე კი, სამხედრო პოლიგონი გააკეთეს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სასწავლო პოლიგონი მოკავშირეების არმიის ხელში გადავიდა და დღემდე, სამხედრო აკრძალულ ზონად რჩება. იქ ამჟამად, ავსტრიის სამხედრო ბაზა მდებარეობს. თუმცა, 1981 წელს სოფლის მთავარი მოედანი, ეკლესია, სასაფლაო და მისი მიმდებარე ტერიტორია აღადგინე. დღეს უკვე, იქ ჩასვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.


imageასე გამოიყურება დოლერშაიმი დღეს


image

არხის სხვა სიახლეები:


* “თებერვლის მიწა სისხლს შეერევა..." – ვანგამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იწინასწარმეტყველა

* უკრაინის თანამედროვე ტერიტორია ძველ რუკებზე

* "ეს ორი სიტყვა ისწავლეთ" - ზელენსკი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს...

* პუგაჩოვას “ბუნტი" – “ჩვენმა პრეზიდენტმა თავისი ყველა შესაძლებლობა ამოწურა"

* რა დაემართა ჰიროსიმას და ნაგასაკს ატომური დაბომბვის შემდეგ

* ვალერი მელაძე მიმართვას ავრცელებს

* სატირული ილუსტრაციები ჩვენი საზოგადოების მახინჯი მხარის შესახებ

0
3330
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0