x
მეტი
  • 12.08.2022
  • სტატია:121476
  • ვიდეო:354817
  • სურათი:493538
«პუტინის ოფიციალურ ბიოგრაფიაში სიმართლის მისხალიც არ არის...» – აცხადებს პოლონელი ჟურნალისტი

«პუტინის ოფიციალურ ბიოგრაფიაში სიმართლის მისხალიც კი არ არის» – განაცხადა პოლონელმა ჟურნალისტმა და «ვოვა, ვოლოდია, ვლადიმერი. პუტინის რუსეთის საიდუმლო»–ს წიგნის ავტორმა კრისტინა კურჩაბ-რედლიხმა.


image


«ყველაფერი რაც მის ბიოგრაფიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ, – სიცრუეა. იმიტომ, რომ არც დედაა, – ნამდვილი დედა, არც მამა და არც ლენინგრადში დაბადებულა, როგორც ეს ბიოგრაფიაში უწერია. სინამდვილეში, ის ოჩორში დაიბადა (პერმის მხარე, რუსეთი. რედ.). ხოლო, ლენინგრადელი მშობლები, სინამდვილეში, მისი ნათესავები იყვნენ».
imageჟურნალისტის თქმით, პუტინი მეტისმეტად სასტიკი ადამიანია და ამის მიზეზად, მის რთულ ბავშვობას ასახელებს: «პუტინი 1950 წ. დაიბადა, როდესაც მისმა ბიოლოგიურმა დედამ ტექნიკუმი დაამთავრა და პრაქტიკაზე წავიდა. იქ მამაკაცი შეუყვარდა და მან, მხოლოდ ბავშვის გაჩენის შემდეგ შეიტყო, რომ მას ცოლ-შვილი ჰყავდა. ქალმა ბავშვის მამა მიატოვა და მშობლებთან დაბრუნდა. ამის შემდეგ, შვილი ბებია-ბაბუას დაუტოვა და შუა აზიაში სამუშაოდ წავიდა. იქ ქართველი კაცი გაიცნო. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, დაქორწინდნენ და საცხოვრებლად საქართველოში გადავიდნენ.

დედის თხოვნით, ვოვა საქართველოში ჩაიყვანეს. ვიდრე ის პატარა იყო, ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ, როდესაც წამოიზარდა, მამინაცვალს ვერ შეეწყო, მუდამ ეურჩებოდა და კარგადაც ხვდებოდა... ამიტომ, დედამ ის თავის მშობლებთან გაგზავნა. ხოლო, ბებია-ბაბუამ, ვოვა ნათესავებს მიაშვილა, რომლებიც იმ დროს, ლენინგრადში ცხოვრობდნენ. მათ ერთი შვილი ომის დაწყებამდე დაეღუპათ, მეორე – ლენინგრადის ბლოკადის დროს.

imageპუტინი ბიოლოგიურ მამას არ იცნობდა, მაგრამ ჰყავდა ორი მამინაცვალი. ლენინგრადელ მამინაცვალს ბავშვი უყვარდა, მაგრამ არც ის აკლებდა ბიჭს ცემას. პრეზიდენტის ყოფილ მეზობლებს დღემდე ახსოვთ, თუ როგორ სასტიკად ექცეოდა მას მამა. ამ გამო, პუტინი ტყუილებს დაეჩვია. თავის გადასარჩენად, ის ხშირად ცრუობდა და თავს იმად ასაღებდა, ვინც სინამდვილეში არ იყო».

«1990 წ. პუტინი დრეზდენიდან (ყოფილი გდრ) დაბრუნდა, სადაც დაზვერვის თანამშრომელი იყო. სამხედრო სამსახური მან სუკ-ი (КГБ) პოდპოლკოვნიკის ჩინით დატოვა და ლენინგრადის მერიაში, საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელად დაიწყო მუშაობა.

გერმანიიდან პუტინი ძველი ავტომობილით ჩამოვიდა და რუსეთში დაბრუნებული, დაზვერვის ოფიცერი ისეთი ღარიბი იყო, რომ სახლში სხვისი ნაჩუქარი მაცივარი ედგა. ხოლო, 1993-94 წწ. ის ამერიკულმა ჟურნალმა «Global Finance»–მ, მსოფლიო ფინანსებზე, ყველაზე დიდი გავლენის მქონე ადამიანების სიაში შეიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ვოლოდია, უკვე მილიარდელი ვლადიმერი იყო...»


image

არხის სხვა სიახლეები:


* რა დაემართა ჰიროსიმას და ნაგასაკს ატომური დაბომბვის შემდეგ

* ვალერი მელაძე მიმართვას ავრცელებს

* 3 მოვლენა, რომლის დაჯერება მეცნიერებსაც კი უჭირთ

* წარსულის 3 საიდუმლო, რომლის ამოხსნა ვერავინ შეძლო

* უცხოპლანეტელების შთამომავალი 3 უძველესი ცივილიზაცია. ძველი ცოდნის და ტექნოლოგიების დაკარგვის მიზეზი

* გიზის პირამიდების მიწისქვეშა სამყარო

* 10 შოკისმომგვრელი ფაქტი ჩრდ. კორეის შესახებ

0
1078
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1078
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0