x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
10 შოკისმომგვრელი ფაქტი ჩრდ. კორეის შესახებ

ჩრდ. კორეა, თავისი დახურულობით, დიდი ხანია რაც ცნობილია. ხოლო, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, კვლავაც ბურუსით არის მოცული. ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ ჩრდ. კორეა — ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე... მაგრამ, რეალურად, ხელისუფლება მოსახლეობას მონებივით ექცევა...

ეს ფაქტებია, 21-ე საუკუნეში, რკინის ფარდის მიღმა მცხოვრებ ადამიანებზეა:


1. სამხრეთ კორეის მოქალაქეობაimage


ჩინეთისგან განსხვავებით, რომელიც ჩრდ. კორეიდან ლტოლვილებს სამშობლოში აბრუნებს, სამხ. კორეა მათ მიმართ შეწყალების პოლიტიკას ახორციელებს – ლტოლვილებს მოქალაქეობა, პროფესიული მომზადება და ფსიქოლოგიური კონსულტაცია ეძლევათ.


2. შრომითი საკონცენტრაციო ბანაკებიimage


ამჟამად, ქვეყანაში 16 უზარმაზარი საკონცენტრაციო ბანაკი ფუნქციონირებს, რომლის შედარება მხოლოდ ფაშისტურ გერმანიასთან შეიძლება. ისინი, ჩვეულებრივ, მთიან რაიონებშია განლაგებული და მავთულხლართებს მიღმა, 200 ათასამდე პატიმარი იხდის სასჯელს (უმრავლესობა პოლიტიკური დამნაშავეა).


3. სასჯელი მემკვიდრეობითimage


ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, დანაშაულისთვის სასჯელი „სამ თაობაზე“ ვრცელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რომელიმე მოქალაქე რამეს დააშავებს, პასუხი მხოლოდ მას კი არა, მის შვილებს და შვილიშვილებსაც კი მოეკითხებათ.


4. სადაზღვევო თაღლითობაimage


2009 წელს ჩრდ. კორეის მთავრობა გლობალურ თაღლითობაში დაადანაშაულეს. ქვეყანამ უზარმაზარი სადაზღვევო პოლისები მიიღო ქონებაზე და მოწყობილობაზე. ხოლო შემდეგ, ამტკიცებდა, რომ ეს ქონება განადგურებული იყო. შედეგად, მსოფლიოს რამდენიმე მსხვილმა სადაზღვევო კომპანიამ მას უჩივლა.



5. იარაღით ვაჭრობაimage


თაღლითობის გარდა, გაერომ ქვეყანის მთავრობა, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, იარაღის უკანონოდ ვაჭრობაშიც დაადანაშაულა, რომლიდანაც მიღებული მოგება, კიმ ჩენ ინის პირად ანგარიშებზე ირიცხებოდა. თუმცა, ქვეყნის ლიდერმა სანქციები უკანონოდ სცნო და განაცხადა, რომ ქვეყანას შეუძლია ის აკეთოს, რაც უნდა...


6. ელექტროენერგიის დეფიციტიimage


ფხენიანში — სამხ. კორეის დედაქალაქში, მოსახლეობის დაბალი კლასის წარმომადგენლებს შესვლა ეკრძალებათ. თუმცა, სამ მილიონ, მაღალი და საშუალო კლასის წარმომადგენლებსაც კი, ელექტროენერგია დღეში მხოლოდ ერთი ან ორი საათით მიეწოდებათ. ხოლო, ფხენიანის ფარგლებს გარეთ, ბევრი ქალაქი ელექტროენერგიის ქსელთან არც კი არის მიერთებული. ეს კარგად ჩანს კოსმოსიდან გადაღებულ ღამის ფოტოზე, რომელზეც ჩრდ. კორეა — მხოლოდ მუქი ლაქაა.


7. სამი კასტის სისტემაimage


კიმ ირ სენმა, ჩრდ. კორეაზე კონტროლის დაწესების მიზნით, ქვეყანაში სპეციალური სოციალური სისტემა შემოიღო, რომლის მიხედვით, ქვეყნის მთელი მოსახლეობა სამ კლასად იყოფა: "მტრები", "მერყევები" და "საფუძველი". ამასთან, ასეთი დაყოფა არა თავად პიროვნებას, არამედ, მის ოჯახურ ისტორიას ეფუძნება. "საფუძველს", როგორც წესი, ხელისუფლებისადმი ლოიალური და მასთან დაახლოებული ოჯახები ქმნიან. "მერყევები" — ნეიტრალური კასტაა, რომელიც ხელისუფლებას მხარს არ უჭერს, მაგრამ არც ეწინააღმდეგება. ხოლო, "მტრები" სახელმწიფოს წინააღმდეგ, ასეთ საშინელ დანაშაულებებში არიან შემჩნეულები, როგორც ქრისტიანობა ან მიწის საკუთრებაა.


8. სასუქი ადამიანის ფეკალიებიდანimage


იმის გამო, რომ ქვეყნის ტერიტორიის, დაახლოებით, 80% მთების ფერდობებზე მდებარეობს, სასოფლო-სამეურნეო მიწების უმეტესობა უნაყოფოა. ადრე კორეას სასუქებით სსრკ ამარაგებდა. მაგრამ ახლა, ქვეყანამ ფეკალიების ჩაბარებაზე კვოტა შემოიღო — დაახლოებით, 2000 ტ. წელიწადში.


9. კანიბალიზმიimage


წყალდიდობის გამო, ჩრდ. კორეაში 1994 – 1998 წწ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დიდი ნაწილი განადგურდა. ამ ხნის მანძილზე, შიმშილით 3, 5 მლნ. ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 10% შეადგენდა. გადარჩენისთვის, ადამიანებმა შინაური ცხოველების ჭამა დაიწყეს, შემდეგ კალიებზე, ხის ფესვებზე და ბოლოს... ბავშვებზეც გადავიდნენ! სწორედ იმ დროს გახდა პოპულარული გამოთქმა: "არ ჭამოთ ხორცი, თუ არ იცი საიდან არის ის".


10. ციხეები და წამებაimage


ის, რაც ჩრდ. კორეის ციხეებში ხდება, კარგად არის აღწერილი შინ დონგ–ჰეკის წიგნში — «14-ე ბანაკიდან გაქცევა: ჩრდ. კორეის ერთი ადამიანის შესანიშნავი ოდისეა დასავლეთში, თავისუფლებისკენ», რომელიც შეიცავს ხელისუფლების მიერ ჩადენილ, ყველაზე საშიშ, პოლიტიკურ დანაშაულებებს. ავტორის თქმით, ის ჭერზე ფეხებით დაკიდეს, რომ საკუთარი დედის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* უძველესი ცივილიზაციების საფრენი აპარატები

* ჰიდრავლიკური ტელეგრაფი – როგორ გზავნიდნენ მესიჯებს ძველ მსოფლიოში

* უდიდესი კატასტროფა დედამიწაზე, რომელმაც ძველი ცივილიზაციები გაანადგურა

* ომი ატლანტებს და ლემურიელებს შორის

* ნეანდერტალელების ამოწყვეტის საიდუმლო გახსნილია...

* რომი დაარსეს და გაქრნენ...

0
2313
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0