x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
უდიდესი კატასტროფა დედამიწაზე, რომელმაც ძველი ცივილიზაციები გაანადგურა

image


თუ აქამდე, დედამიწაზე მომხდარი ერთ-ერთ უდიდესი კატასტროფის და წარღვნის შესახებ მხოლოდ მითებზე და ლეგენდებზე დაყრდნობით ვსაუბრობდით, დღეს უკვე იმის მტკიცებულებაც არსებობს, რომ ბიბლიური წარღვნა, რეალურად მოხდა.

imageვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) მკვლევართა ჯგუფს აქვს მტკიცებულება, რომ 13 ათასი წლის წინ, დედამიწას კომეტა ან ასტეროიდი შეეჯახა. გლობალურმა კატასტროფამ წარღვნა და კლიმატის ცვლილება გამოიწვია, რომელიც დრიასული გამყინვარების (ძვ. წ. აღრ. 10730–9700 წწ.) სახელით არის ცნობილი.

მეცნიერებმა, ლიმპოპოს პროვინციაში, ტორფის საბადოებიდან ამოღებული ქანების ნიმუშები გაანალიზეს და მასში დიდი კონცენტრაციით, პლატინა (Pt) აღმოაჩინეს, რომელიც ციურ სხეულებშიც გვხვდება.

imageმათი აზრით, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა დედამიწასთან დიდი კოსმოსური ობიექტის შეჯახების ჰიპოთეზის სასარგებლოდ. ეს იყო კომეტა ან ასტეროიდი, რომელიც, სავარაუდოდ, ჩრდ. გრენლანდიაში ჩამოვარდა, სადაც ჰიავატას მყინვარის ქვეშ, 12800 წლის წინ გაჩენილი, 31 კმ. დიამეტრის კრატერი აღმოაჩინეს.

იმ დროს, კლიმატის ცვლილება პლანეტის ატმოსფეროში მტვრისა და ჭვარტლის გაფანტვამ გამოიწვია.


image


გარდა ამისა, მყინვარების კერნების (ქანის ნიმუშები) შესწავლის შედეგად, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პლანეტაზე ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ხმელეთის მასობრივმა დატბორვამ გამოიწვია. სავარაუდოდ, უძველესი პროტოცივილიზაციის განადგურება სწორედ მაშინ მოხდა. ვინც გადარჩენა მოახერხა, სიცოცხლისთვის დაიწყო ბრძოლა.

იმავე ასაკის ქანებში, პლატინა ასევე აღმოჩენილია გრენლანდიაში, ევრაზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, მექსიკასა და ჩილეში.

imageანატომიის თვალსაზრისით, ადამიანს თანამედროვე სახე 200 000 წლის წინ უკვე ჰქონდა. ხოლო, ზოგიერთი ანთროპოლოგი იმასაც ამტკიცებს, რომ ეს რიცხვი 100 000 წლით მაინც არის შემცირებული და რეალურად, თანამედროვე ადამიანი 300 000 წლის არის. სხვები კი, ამ საკითხთან დაკავშირებით, 120 000 წლით შემოიფარგლებიან...

რა იყო უფრო ადრე, ახლა რთული სათქმელია, მაგრამ შუმერული ჩანაწერების მიხედვით, 445 000 წლის წინ დედამიწაზე, როდესაც ატმოსფეროს შრის დარღვევის გამო, მათი პლანეტის მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, ანუნაკები ჩამოვიდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ანუს (ზევსი ბერძნულ მითოლოგიაში) მიერ დამხობილი, ნიბირუს მმართველი ალაუ (ალალუ), თავშესაფრის ძიებაში, დედამიწას ესტუმრა. აქ მან ოქროს დიდი მარაგი აღმოაჩინა და ნიბირუს ატმოსფეროს აღსადგენად (ატმოსფერო ოქროს იონებით უნდა გაემდიდრებინათ), მისი მოპოვება გადაწყვიტა.

ანუნაკები ჩამოვიდნენ და ანტიგრავიტაციული იარაღი ჩამოიტანეს, რომლის მეშვეობით, გარკვეულ ტერიტორიაზე, დედამიწის მიზიდულობის ძალის გათიშვა შეიძლებოდა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* აბსურდულად ჟღერს, მაგრამ სრული სიმართლეა – 15 დაუჯერებელი ფაქტი

* 10 რამ, რაზეც ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება

* ამას ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ წაიკითხავთ – 12 საინტერესო ფაქტი ჩვენი წარსულიდან

* როგორ გვაიძულებენ, რომ უფრო მეტი რამ შევიძინოთ – ჩვენთვის მოწყობილი ფარული შოუები

* ანეკდოტები ექიმებზე

* მეტროს უჩვეულო მგზავრები (20 ფოტო)

0
2325
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0