x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ომი ატლანტებს და ლემურიელებს შორის

ჩვენი ცივილიზაცია არც პირველია და აშკარად, არაც უკანასკნელი, ამ ომებით დატანჯულ პლანეტაზე. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები ერთ რამეში დარწმუნებულნი არიან: დედამიწაზე არსებობდა მაღალგანვითარებული ცივილიზაციები, რომლებიც კაცობრიობას, განვითარების მხრივ, ბევრად უსწრებდნენ.


image


მარადიული დაპირისპირება


მრავალი ათეული ათასი წლის წინ, შედარებით მშვიდად თანაარსებობდა ორი ცივილიზაცია. ეს ატლანტები და ლემურიელები იყვნენ. მათი ტერიტორიული დავები და დიპლომატიური დაპირისპირება, საომარ დაპირისპირებამდე იშვიათად თუ მიდიოდა.

უძველესი ლეგენდების თანახმად, უძველეს დროში, დედამიწაზე, მხოლოდ სამი კონტინენტი არსებობდა: ნეიტრალური მუ და ლემურია, დღევანდელი ინდოეთის ოკეანის აკვატორიაში და ატლანტიდა, თანამედროვე ატლანტის ოკეანის რეგიონში.


image


ატლანტების ცივილიზაცია მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო: მოწინავე ტექნოლოგია, კოსმოსური მოგზაურობა, მარსი კი, მათი ერთ-ერთი კოსმოსური სადგური იყო. ატლანტები აგრესიულობით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ მტრების მიმართ, სასტიკები იყვნენ.

რაც შეეხება ლემურიელებს, არსებობს აზრი, რომ ისინი დედამიწის ერთ-ერთი პირველი მეპატრონეები იყვნენ და როგორც ატლანტები, მღალგანვითარებულ ცივილიზაციას წარმოადგენდნენ... მაგრამ, კოსმოსურ ფრენებს იშვიათად იყენებდნენ. მათ ბაზა ვენერაზე ჰქონდათ და იძულებულნი იყვნენ დედამიწა ატლანტებისთვის გაეყოთ.


ომი და მისი შედეგი


მუდმივი კამათი, პლანეტის მართვასთან დაკავშირებით, სიტუაციას ართულებდა და ორ მხარეს შორის, დაძაბულობის მიზეზი ხშირად ხდებოდა. ორივე ზესახელმწიფოს გააჩნდა უდიდესი ძალის დამანგრეველი იარაღი.
ლემურიელები თვლიდნენ, რომ დედამიწაზე არსებული, უფრო პრიმიტიული ცივილიზაციები დამოუკიდებლად უნდა განვითარებულიყვნენ. ხოლო, ატლანტებს ყველას დამონება და პლანეტის ერთპიროვნული მმართველობის დამყარება უნდოდათ.

ცივილიზაციათა შორის, მორიგი კონფლიქტი მაშინ გამწვავდა, როდესაც დედამიწის სიახლოვეს პლანეტა ნიბირუ გამოჩნდა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სწორედ ნიბირუელმა ანუნაკებმა მოახდინეს გავლენა ატლანტებზე და სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის დასაწყებად, მათი პროვოცირება მოახდინეს.

მაგრამ, ომი ხანმოკლე იყო... მხარეებმა ბირთვული დარტყმები სწრაფად გაცვალეს, რაც საბედისწერო მომენტად იქცა.



image


ატლანტებსა და ლემურიელებს შორის, ორმხრივი სარაკეტო სროლის შემდეგ, პლანეტაზე გლობალური კატაკლიზმების სერია დაიწყო: დედამიწის ზედაპირთან ახლოს მდებარე, დიდი გაზის საბადოების ნაწილი აფეთქდა, რამაც ბირთვული ქობინების აფეთქების შედეგი კიდევ უფრო გააძლიერა.

მდინარეები და ტბები ნაპირებიდან გადმოვიდა, ოკეანეები ცუნამმა მოიცვა, რომელმაც ლემურია და ატლანტიდა შთანთქა. უპრეცედენტო წარღვნამ და კლიმატის ცვლილებამ, თითქოს ბოლო მოუღო სიცოცხლეს დედამიწაზე.

არსებობდა თუ არა ცივილიზაციები და იყო თუ არა ომი? საკამათო საკითხია, მაგრამ ირიბი მტკიცებულებები არაერთ უძველეს წერილობით წყაროში გვხვდება. მათ შორის მაჰაბჰარატაში.

გარდა ამისა, დედამიწაზე მომხდარი კათასტროფის ფაქტი, რომელმაც მსოფლიო წარღვნა გამოიწვია, უკვე დადასტურებულია! მართალია, ტრადიციული მეცნიერების წაარმომადგენლები ამ მოვლენას პლანეტის კომეტასთან შეჯახებით ხსნიან. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ უდიდესი კატასტროფა ჩვენი პლანეტის ისტორიაში, ორი ცივილიზაციას შორის, სამხედრო დაპირისპირების შედეგი იყოს.


image

imageimageimageimage




2
1007
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1007
  
2022, 17 თებერვალი, 10:30
სრულიად გეთანხმებით, ომი ყველაზე დიდი ბოროტებაა ამ ქვეყანაზე
2022, 17 თებერვალი, 0:26
ომი უგუნურობისა და ქედმაღლობის შედეგია.
მა ჰა ბჰა რათა?!

...წარღვნა-წალეკა კაცთა ხელთქმნილი და მათი მავნე მედიდურობა,
თვით აღადგინა შიშით რწმენა და უქონელობით - თანასწორობა...
0 1 2