საზოგადოებრივი მაღალგანვითარებული ცივილიზაციების კვალი, ჩვენი პლანეტის შორეულ წარსულში 2021, 2 ივლისი, 9:41 მსოფლიოს მასშტაბით, პლანეტის შორეულ წარსულში, მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არსებობის უამრავი მტკიცებულების მოძიება შეიძლება. გარდა ამისა, არსებობს ვარაუდი, რომ ის ჩვენს პლანეტაზე არ განვითარებულა და დედამიწაზე, გარე სამყაროდან შემოვიდა.
გადმოცემის თანახმად, «ღმერთები» ჩამოფრინდნენ და პლანეტის მართვა დაიწყეს. თან, პარალელურად, მათ ადამიანებს სამყაროს შესახებ საბაზო ცოდნაც მისცეს. გააცნეს მათ სოფლის მეურნეობა, მეტალურგია, ასტრონომია და სოციალური მართვის ძირითადი ასპექტები გაუზიარეს. ქვის იდუმალი მეგალითები მთელს მსოფლიოში ალბათ ბევრს უფიქრია იმაზე, თუ რატომ არის, რომ ძველი მაღალგანვითარებული ცივილიზაციები, თითქმის ყველაფერს, ქვისგან აშენებდნენ. სინამდვილეში, პასუხი ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: რა საჭირო იყო სხვა ნედლეულის მოპოვება და ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, თუ ქვა, თითქმის, ყველგან იყო და მისგან, იმ დროს არსებული ტექნოლოგიების წყალობით, ნებისმიერი ფორმის და მასშტაბის სამშენებლო მასალის «გამოძერწვა» შეიძლებოდა? განვითარების კვალის არ არსებობა
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი ცივილიზაცია დედამიწაზე რომ განვითარებულიყო, მის შესახებ, უფრო მეტი ინფორმაცია გვექნებოდა, ვიდრე ახლა გვაქვს. კოსმოსური ცივილიზაცია? ჩვენი პლანეტის შორეულ წარსულში, კოსმოსური ცივილიზაციების არსებობის ფაქტს თუ დავუშვებთ, მაშინ ეს «უცნაური, ქვის ნაგებობები», უკვე გარკვეულ აზრს შეიძენს. მართალია, ასეთი რამ მეტად ფანტასტიურად ჟღერს, მაგრამ მეორეს მხრივ, ის ბევრ საკამათო საკითხს ხსნის. არსებობს იმის დიდი შანსიც, რომ ზოგიერთი მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, რომელიც ჩვენს პლანეტაზე არსებობდა, აქ კი არ ჩაისახა, – სხვა სხვა სამყაროდან მოვიდა. არხის სხვა სიახლეები:
6. ქვის უძველესი ჭურჭელი და წარუმატებელი ექსპერიმენტი
1024 9-ს მოსწონს
|