საზოგადოებრივი უცნაური და საინტერესო ფაქტები წარსულიდან 5 თებერვალი, 8:44 ნაპოლეონ ბონაპარტს ჩვევა ჰქონდა – ის, სამი კვირის მანძილზე, არ ხსნიდა მის სახელზე მისულ კორესპონდენციას... ამ პერიოდში კი, წერილებში ხსენებული საკითხები, თავისთავად გვარდებოდა და მის ჩარევას უკვე არ საჭიროებდა. ოსმალეთის იმპერიის სულთნებს ტრადიცია ჰქონდათ, რომ ტახტზე ასვლისთანავე, საკუთარ ძმებს კლავდნენ. მაგ., მეჰმედ III-მ, გამეფების შემდეგ, 19 ძმის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა და ისინი მამასთან ერთად დაამარხვინა. 1939 წ. ლონდონის ზოოპარკის მომსახურე პერსონალმა, იქ მყოფი ყველა შხამიანი ცხოველი მოკლა, იმ შემთხვევისთვის, თუ ნაცისტები ზოოპარკში ბომბს ჩამოაგდებენ და ცხოველებს ქუჩაში გასვლის შესაძლებლობა მიეცემოდათ. კომპანია Volkswagen–ი ნაცისტურ გერმანიაში 1938 წ. ჰიტლერის პირადი მოთხოვნის საფუძველზე დაარსდა. მან ხელმისაწვდომი მანქანის შემუშავება ბრძანა, რომლის ღირებულება 1000 რაიხსმარკაზე მეტი არ იქნებოდა და მისი შეძენას, გერმანელების უმრავლესობა შეძლებდა. ბრენდსაც სწორედ ამიტომ ეწოდა: «Volks-Wagen»–ი («სახალხო მანქანა»). ძველ ეგვიპტეში არ იყვნენ ფარაონები. პირველად სიტყვა «ფარაონი» ძვ. წ. აღრ. XIV დოკუმენტებშია დაფიქსირებული და ის «მმართველს» კი არა, – «სასახლეს ნიშნავს». ეგვიპტელი მმართველების ტიტული 5 ნაწილისგან შედგებოდა და ფესვები შორეულ წარსულს უკავშირდებოდა. რაც შეეხება, ტერმინის დამკვიდრებას იმ შინაარსით, რომელიც მას ამჟამად აქვს, ეს ელინისტურ პერიოდში მოხდა – ბერძნებმა რთულად გამოსათქმელი სამეფო ტიტულები, ერთი სიტყვით ჩაანაცვლეს და იქიდან მოყოლებული, ეგვიპტის მმართველებს «ფარაონებს» ეძახიან. 1962 წ. სავაჭრო ემბარგოს ხელმოწერამდე, რომლითაც აშშ–ში, კუბის პროდუქციის იმპორტირება იკრძალებოდა, პრეზიდენტმა კენედიმ, მდივანს პიერ სელინჯერს მისთვის, Petit Upmanns მარკის 1200 კუბური სიგარის ყიდვა დაავალა. უძველესი ოლიმპიური თამაშები 393 წ. აიკრძალა, როგორც წარმართობის ერთ–ერთი მახასიათებელი. თეოდოსიუს I, რომელიც რომის იმპერიას 379 – 395 წლებში მართავდა, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და IV საუკუნის 80–იანი წლებიდან მოყოლებული, ზეწოლა დაიწყო მრავალღმერთიანების წინააღმდეგ: აკრძალა ცხოველების ღმერთებისთვის შეწირვა, მკითხაობა, დაანგრია ბევრი წარმართული ტაძარი და აკრძალა ყველა ზეიმი, რომელიც მრავალღმერთიანობას უკავშირდებოდა... და აკრძალა ოლიმპიური თამაშებიც, რომლებიც, როგორც ცნობილია, ღმერთების პატივსაცემად იმართებოდა. ომის დროს, დაცარიელებული ხაზინის შევსებაზე, ისტორიის მანძილზე, ალბათ ბევრ სახელმწიფოს მეთაურს უფიქრია. 1813 წ. ორიგინალური ხერხი მონახა პრუსიის პრინცესამ მარიანა ნიდერლანდელმა (1810–1883 წწ.). მან ნაპოლეონთან ომის დროს, გერმანელ ქალებს მოუწოდა, რომ ოქროს სამკაულები, რკინის ნაკეთობებში გადაეცვალათ, რომლებზეც შემდეგი სიტყვები იყო გრავირებული: «რკინაში ოქრო მივეცი» («Gold gab ich für Eisen»). მსგავსი სამკაული მოდური გახდა და ამასთან, მფლობელებისთვის ის, პატრიოტული სიამაყის საგნად იქცა.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |