საზოგადოებრივი გერმანიამ ომი ნარკოტიკების გამო წააგო. რატომ არ მოკლეს ჰიტლერი 1944 წელს 2018, 24 აგვისტო, 8:58 ადოლფ ჰიტლერი ისტორიაში ფანატიკოს დიქტატორად შევიდა, რომელიც ხშირად დაუფიქრებელ, სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებდა. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ ის ნარკომანი და მთელ რიგ პრეპარატებზე (კოკაინი, მორფინი, ამფეტამინი...) წამალდამოკიდებული იყო. ის რომ ჰიტლერს პრობლემა ჰქონდა ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც გერმანიაში ნორმან ოლერის (Norman Ohler) წიგნი «ნარკოტიკების გამოყენება ნაცისტურ გერმანიაში» გამოიცა. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ფიურერს კი არა, მთელი III რაიხი და ვერმახი ნარკოტიკებზე «იჯდა». გერმანიის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში გამუდმებით მოიხმარდნენ ნარკოტიკებს, განსაკუთრებით II მსოფლიო ომის წლებში. ის რომ ჰიტლერი ნარკომანი იყო, მტკიცებულებად მისი პირადი ექიმის თეოდორ მორელის (Theodor Gilbert Morell) ჩანაწერები გამოდგება, რომლის გაცნობა გერმანიის ფედერალურ და აშშ-ს ეროვნულ არქივებში შეიძლება. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჰიტლერის სამედიცინო ისტორია სამ პერიოდად იყოფა: I. 1936 – 1941 წწ. – ის ძრითადად ვიტამინებს და გლუკოზას იღებდა. მაგრამ, ვენური ინექციებით და დიდი დოზებით. იყო, თუ არა ეს ნარკომანია? ალბათ, არა. მაგრამ, როდესაც სსრ კავშირთან ომი გაჭიანურდა... II. 1941 წლის ოქტომბრიდან ჰიტლერი ჰორმონებზე და სტეროიდებზე გადავიდა. III. 1943 წლიდან ოპიატების მომხმარებელი გახდა. ხოლო, 1944 წლიდან – ყველაზე ხშირად, ფიურერი ოქსიკოდონს იღებდა, რომელიც ფარმაკოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე ახლოს, ჰეროინთან დგას. ახლა, როდესაც ჰიტლერის ნარკოდამოკიდებულების ფაქტი დადასტურებულია, უკვე გასაგებია, თუ რატომ იქცეოდა ის, ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით, 1944 წლის შემდეგ, უცნაურად და არაადეკვატურად. სწორედ მისი უცნაური ქცევა გახდა, ბრიტანული დაზვერვის, ჰიტლერზე თავდასხნის ოპერაციის «Foxley»-ს შეჩერების მიზეზი. ბრიტანეთის ხელისუფლება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მოკავშირეები გერმანიას უფრო მალე დაამარცხებდნენ, თუ ნაცისტური სამხედრო მანქანის სათავეში ჰიტლერი დარჩება.
ზოგადად, ნარკოტიკი, დიდ როლს თამაშობდა საომარი მოქმედებების დროს და II მსოფლიო ომამდე, ბევრად უფრო ადრე. ბრძოლის დროს, საჭირო იყო საშუალება, რომელიც მეომრებს შიშის დამარცხებაში და სიმხნევის მოკრებაში დაეხმარებოდათ. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, გერმანული არმიის მეომრები პერვიტინს (იგივე მეტანფეტამინი) იყენებდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ბოროტადაც კი. ნარკოტიკის ხშირი გამოყენება იმასთანაც იყო დაკავშირებული, რომ სხვის ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მეომრები იღლებოდნენ და მუდმივად გამოუძინებლები იყვნენ. ასე, რომ, გერმანიის ძირითადი მტერი, II მსოფლიო ომში, ფრანგები, ინგლისელები და საბჭოთა ხალხები კი არა, დაღლილობა, უძილობა და ნარკოტიკები იყო. და თავიდან, «ნარკოთერაპია» შესანიშნავად მუშაობდა: პოლონეთზე თავდასხმის და განსაკუთრებით, დასავლეთის ფრონტზე განხორციელებული ბლიცკრიგების დროს. მაგრამ, შემდეგ... მაგ., ცნობილია, რომ საფრანგეთზე გადამწყვეტი თავდასხმის (1940 წლის 10 მაისი) წინა დღეს, ვერმახტის ჯარისკაცებს 35 მლნ. დოზა პერვიტინი დაურიგეს და 15 დღეში საფრანგეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა.
P. S. გერმანელებისგან განსხვავებით, ბრიტანელ ჯარისკაცებს და მეზღვაურებს, გასამხნევებლად, ყოველდღიურად პორცია რომს ურიგებდნენ, საბჭოთა ჯარისკაცებს კი, – არაყს. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 7757 12-ს მოსწონს
|