საზოგადოებრივი სტალინი ემიგრაციაში ძიძად მუშაობდა გუშინ, 14:22 ის რომ სტალინი 1913 წელს ვენაში ცხოვრობდა, ბევრმა იცის. მაგრამ, ცოტასთვის არის ცნობილი, რომ სსრ კავშირის მომავალი ლიდერი და ХХ ს. უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე, ემიგრაციაში, ძიძად მუშაობდა! უცხოეთში გადახვეწილი სტალინი, ასევე ემიგრაციაში მყოფი, ალექსანდრე ტროიანოვსკის ბინაში ცხოვრობდა. თავად ტროიანოვსკი და მისი მეუღლე, ასევე აქტიური რევოლუციონერები, თავს რეპეტიტორობით ირჩენდნენ და მთელი დღე სახლში არ იყვნენ. მათ პატარა გოგონა ჰყავდათ და ბევრი არც უფიქრიათ, ისე გადაწყვიტეს, რომ სხვა ადამიანის ძიძად დაქირავებაზე იაფი, ის იქნებოდა, თუ მათ მცირეწლოვან ქალიშვილთან, «მშვენიერი ქართველი» «იჯდებოდა», რომელსაც სტუმრობა, მეტისმეტად გაუგრძელდა. ასე რომ, ცნობილი ნაწარმოების – «მარქსიზმი და ეროვნული საკითხის» წერის პროცესში, ამხანაგი სტალინი, პარალელურად, ძიძად მუშაობდა. ტროიანოვსკები მას ფულს უტოვებდნენ და კავკასიელი ბოევიკების ორგანიზატორი, პატარა გალიას, ყოველდღიურად, ვენის ქუჩებში ასეირნებდა, ართობდა, მისთვის ტკბილეულს და საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში, წვრილმან საჩუქრებს ყიდულობდა. რამდენიმე დღეში, გოგონა სტალინს ისე მიეჩვია, რომ 2 კვირის შემდეგ, მომავალმა ბელადმა ბავშვის დედას ნაძლევი მოუგო. დათქმა კი ასეთი იყო: გამარჯვებული ის დარჩებოდა, ერთდროულად დაძახების შემდეგ, ბავშვი ვისთანაც მივიდოდა. გალია, რა თქმა უნდა, მორიგი საჩუქრის მოლოდინში, ისევ ძია იოსებისკენ გაიქცა… არაერთი მემუარის მიხედვით, ირკვევა, რომ სტალინს, მთელი თავისი დაკავებულობის, უხეშობის და სისასტიკის მიუხედავად, ბავშვები ძალიან უყვარდა. პატარა გალიას მიმართ კი, თბილი დამოკიდებულება, ათწლეულების შემდეგაც შეინარჩუნა... და უკვე 30–იან წლებში, როდესაც გოგონა გაიზარდა და ვალერიან კუიბიშევის ცოლი გახდა, ხოლო ამ უკანასკნელმა, ავადმყოფობის შემდეგ, ის ფაქტობრივად, მიატოვა, სტალინმა თავის ერთგულ თანამებრძოლი დაიბარა და ამ საკითხთან დაკავშირებით, დიდი სკანდალი მოაწყო. ახლა კი წარმოიდგინეთ სურათი: 1913 წელია და ჯერ კიდევ ახალგაზრდა სტალინი, პატარა გოგონასთან ერთად, ვენის ქუჩებში სეირნობს... მან ერთ კაფეში ბავშვს ნამცხვარი უყიდა და ვიდრე ის ჭამდა, მომავალმა ბელადმა, იქვე, ქუჩაში გამოფენილი ნახატების დათვალიერება დაიწყო. ამ ნახატების ავტორი კი, საკუთარი ნამუშევრების გვერდით იჯდა და მყიდველს ელოდა... სტალინმა მას ერთი კი შეხედა, მაგრამ ვერ იცნო... უცნობი მხატვრის სახელი, მთელი მსოფლიოსთვის, მოგვიანებით გახდა ცნობილი – ის გერმანიის მომავალი ფიურერი, ადოლფ ჰიტლერი იყო... არხის სხვა სიახლეები:* 12 ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა და გამოგონება კაცობრიობის ისტორიაში* აფრიკაში 200 000 წელზე მეტი ხნის ქალაქი აღმოაჩინეს* ამ ფოტოებზე რა ხდება? – სახალისო სურათები, კონტექსტის გარეშე – 4* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები225 2-ს მოსწონს
|