საზოგადოებრივი მსოფლიოს 10 უძველესი ქალაქი, რომელიც ჩვენი ცივილიზაციის განვითარების მოწმე გახდა 9 დეკემბერი, 8:41 მსოფლიოში უამრავი საიდუმლოა და შესაძლოა, ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო თემა, — ქალაქებია, რომლებიც მანამდე არსებობდნენ, ვიდრე ჩვენ ისტორიას ჩაწერას დავიწყებდით. ამ ქალაქებმა არაერთ ომს, შემოსევას და ბუნებრივ კატაკლიზმს გაუძლეს... და მიუხედავად ამისა, ცხოვრებას და განვითარებას აგრძელებდნენ. აქ 10, ყველაზე ძველ ქალაქზე ვისაუბრებთ, რომელიც, დროის არაერთი გამოცდის მიუხედავად, მხოლოდ კი არ გადარჩა, მსოფლიოს კულტურულ და ისტორიულ ცენტრებადაც იქცა. ეს ქალაქებია: 10. ბაღდადი, ერაყი (დაახლოებით, 1 200 წლის) ბაღდადი 762 წელს, როგორც აბასიანთა სახალიფოს დედაქალაქი დაარსდა. ეს ქალაქი შუა საუკუნეებში, ერთ–ერთი ყველაზე დიდი დასახლების პუნქტი და ცოდნის, მეცნიერების და კულტურის ყველაზე განვითარებული ცენტრი იყო. სწორედ ბაღდადში მდებარეობდა ცნობილი – "სიბრძნის სახლი", რომელშიც არაბული სამყაროს მეცნიერები, ასტრონომიას, მათემატიკას, მედიცინასა და ფილოსოფიას სწავლობდნენ. დღეს, მიუხედავად რთული განსაცდელისა, რომელიც ბაღდადმა გამოიარა, ის ერაყის მნიშვნელოვან კულტურულ და ისტორიულ ცენტრად რჩება. 9. რომი, იტალია (დაახლოებით, 2 700 წლის) რომი — მხოლოდ უძველესი ქალაქი კი არა, — მთელი დასავლური ცივილიზაციის სიმბოლო. დაახლოებით, 2 700 წლის წინ დაარსებული რომი, რომის იმპერიის დედაქალაქი და ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი გახდა. რომი დღემდე აგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას, მსოფლიო მოვლენებში და თავის უნიკალურ ატმოსფეროს ინარჩუნებს. მასში სიძველე და თანამედროვეობა, ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. 8. პეკინი, ჩინეთი (დაახლოებით, 3 000 წლის) პეკინი — ჩინეთის დედაქალაქი, 3000 წელზე მეტი ხნის ისტორიით, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე გავლენიანი ქალაქია. ის ფილოსოფიის და პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო წარსულშიც. დღეს კი პეკინი, ჩინეთის მხოლოდ პოლიტიკური ცენტრი კი არა, უმნიშვნელოვანესი კულტურული და ეკონომიკური ცენტრია. 7. ვარანასი, ინდოეთი (დაახლოებით, 3 000 წლის) ვარანასი — ინდოეთის ერთ-ერთი უძველესი და წმინდა ქალაქი, რომელიც 3000 წელზე მეტია არსებობს. ინდუსებისთვის ის მომლოცველების და სულიერი განწმენდის ადგილია. 6. ათენი, საბერძნეთი (დაახლოებით, 3 400 წლის) ათენი — ქალაქია, რომელიც უძველეს დროში, ფილოსოფიის, მეცნიერების, ხელოვნების და დემოკრატიის ცენტრად იქცა. 3 400 წლიანი ისტორიით, ათენი, დასავლური ცივილიზაციის აკვნად, სამართლიანად ითვლება. დღეს ათენი — საბერძნეთის, მხოლოდ ისტორიული გული კი არა, თანამედროვე მეტროპოლიაა, რომელშიც ძველი და ახალი ქალაქი, ერთმანეთთან ჰარმონიულად თანაარსებობს. 5. სუზა, ირანი (დაახლოებით, 4 000 წლის) სუზა — ირანის ერთ–ერთი ყველაზე ძველი ქალაქია, რომელიც ჯერ კიდევ ელამიტების ეპოქაში დააარსეს. ეს ქალაქი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი იყო და ასევე, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სპარსეთის ისტორიაში. სუზა ცნობილია თავისი არქეოლოგიური ძეგლებით, მათ შორის, სასახლეებით და ტაძრებით, რომლებიც მაღალგანვითარებულ კულტურაზე მიუთითებს. დღეს ქალაქი მნიშვნელოვანი ისტორიული ობიექტია და არქეოლოგებს და ტურისტებს, მთელი მსოფლიოდან იზიდავს. 4. ლუქსორი, ეგვიპტე (დაახლოებით 4 000 წლის) ლუქსორი, რომელიც მდინარე ნილოსის ნაპირებზე მდებარეობს, არა მხოლოდ ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში, არამედ, ნამდვილი მუზეუმი, ღია ცის ქვეშ. ეს ქალაქი, ახალი სამეფოს დროს, ეგვიპტის დედაქალაქი და მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი იყო. დღეს ლუქსორი — ტურიზმის ცენტრი და ერთ–ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქია მსოფლიოში. 3. იერუსალიმი, ისრაელი (დაახლოებით, 5 000 წლის) იერუსალიმი — მხოლოდ უძველესი ქალაქი კი არა, სამი მსოფლიო რელიგიის: იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი წმინდა ადგილი. მისი ისტორია, დაახლოებით, 5 000 წლის წინ დაიწყო და საკვანძო როლი შეასრულა მსოფლიო ცივილიზაციების ფორმირების საქმეში. ქალაქმა არა მხოლოდ ომები და ნგრევა გადაიტანა, არამედ, მრავალი კულტურული და რელიგიური ტრანსფორმაციაც განიცადა. იერუსალიმი მუდმივად იზიდავს მომლოცველებს და ტურისტებს, მთელი მსოფლიოდან... და პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებშიც კი, აგრძელებს უნიკალურობის და სულიერი მნიშვნელობის შენარჩუნებას. 2. დამასკო, სირია (დაახლოებით, 10 000 წლის) დამასკო — პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, რომლის ისტორია 10000 წელზე მეტს ითვლის. ეს ქალაქი უძველესი დროიდან, მნიშვნელოვანი კულტურული და კომერციული ცენტრი იყო და სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა იმპერიის დედაქალაქი იყო. მათ შორის, უმაიადების და არაბეთის ხალიფატის. დამასკო — მხოლოდ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქი კი არა, კულტურის ცენტრიც არის, სადაც ხელოსნობის ტრადიციები, ჯერ კიდევ შემორჩენილია. მათ შორის, ცნობილი დამასკის იარაღი და ქსოვილები. ომების და ნგრევის მიუხედავად, ეს ქალაქი სიმშვიდის და სულიერების სიმბოლოდ რჩება. 1. იერიქონი, პალესტინა (დაახლოებით, 11 000 წლის) იერიქონი, რომელიც მდ. იორდანეს ხეობაში მდებარეობს, სამართლიანად იკავებს ჩვენს რეიტინგში პირველ ადგილს. ეს ქალაქი ყველაზე უძველესად ითვლება დედამიწაზე და მისი ისტორია 11000 წელზე მეტს ითვლის. იერიქონი ნეოლითის ხანაში დაარსდა და ამ ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ აქ მოსახლეობა, ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე, VIII ათასწლეულში იყო. დღეს იერიქონი მხოლოდ არქეოლოგიური ძეგლი კი არა, დასახლების პუნქტიც არის, სადაც ადამიანები, როგორც ათასობით წლის წინ, ცხოვრებას აგრძელებს. ქალაქში და მის შემოგარენში, არაერთი ისტორიული ძეგლი და სალოცავია, რომელიც მომლოცველებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. არხის სხვა სიახლეები:* მინოსური ცივილიზაციის ყველაზე შთამბეჭდავი ტექნოლოგიები* კანადელი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ სტალინი 1959 წ. გარდაიცვალა* პენტაგონში არ უარყოფენ, ოკეანის ფსკერზე, უცხოპლანეტელების ბაზის არსებობის შესაძლებლობას* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები
293 2-ს მოსწონს
|