საზოგადოებრივი ატლანტიდის მეტოქე — რამას იმპერია 2021, 26 ივლისი, 9:03 მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ინდოეთში არსებობდა მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, რომელმაც უდიდესი იმპერია შექმნა. არქეოლოგებმა, ამ ფაქტის მტკიცებულებად, არაერთი არტიფაქტი აღმოაჩინეს. მათ შორის, დამწერლობის ნიმუშები, ძველი ქალაქის ნანგრევები, ქანდაკებები და ა. შ. ინდოეთის ტერიტორიაზე რამას ცივილიზაცია, ატლანტიდის არსებობის დროს, 15 ათასი წლია წინ არსებობდა და ცნობილია, რომ მან ყველა სფეროში, უდიდეს წარმატებას მიაღწია. ხოლო, მისი ქურუმები, მოგვიანბით ჩაძირული ქვეყნის ლიდერებს, მსოფლიოს მართველობაში, მეტოქეობას უწევდნენ. ინდურ ეპოსებში აღწერილია საჰაერო ტრანსპორტი, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ძველ დროში. გარდა ამისა, წყაროებში ნათქვამია ისიც, რომ ამ აპარატებს, გადაადგილება როგირც ჰაერში, ისე წყალქვეშ შეეძლო. სამწუხაროდ, ყველა ძველი ქალაქი გაქრა და მათთან ერთად, უძველეს დროში, მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების არსებობის მტკიცებულებაც. მკვლევარებისთვის ასევე ცნობილია, რომ იმპერიის განადგურების მიზეზი ატომური იარაღი იყო, რაზეც ადამიანების ნაპოვნ ნეშთებზე, რადიაციის მაღალი დონე მიუთითებს. მათი სიკვდილის მიზეზი ბუნებრივი კატაკლიზმები არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენამდე არსებობდა ბირთვული იარაღის მფლობელი სხვა ცივილიზაცია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს, უძველეს დროში, ერთადერთი მსხვილმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი არ ყოფილა. შვეიცარიელმა მეცნიერებმა, ებერჰარდ ცანგერის ხელმძღვანელობით, წამოაყენეს ჰიპოთეზა «ნულოვანი» მსოფლიო ომის შესახებ. მათი აზრით, ჩვენთვის ცნობილი 2 მსოფლიო ომების წინ, კიდევ ერთი მსოფლიო ომი იყო. I და II მსოფლიო ომების გარდა, დედამიწაზე კიდევ ერთი მსხვილმასშტაბიანი შეტაკება მოხდა — ე. წ. «ნულოვანი ომი», წერს New Scientist, შვეიცარიელი მეცნიერების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ხსენებული კონფლიქტი, დაახლოებით, 3, 2 ათასი წლის წინ, ძვ. წ. აღრ. XII-XIII საუკუნეში უნდა დაწყებულიყო. მსოფლიო ისტორიაში, იმ დროის მოვლენები, ცნობილია როგორც «ზღვის ხალხების შემოსევა». დაპირისპირებაში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებთან მიმდინარეობდა, მონაწილეობდნენ ეგეოსის ზღვვის აუზში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ტომები ე. წ. «ზღვის ხალხები» (მათ შორის: გარამანტები, სიკულები, ფილისტიმელები, ფრიგიელები და ეტრუსკები - ვიკიპედია) და სამხრეთის ცივილიზაციები: ძველი ეგვიპტე და ხეთების იმპერია. «ნულოვანი ომის» საკვანძო მომენტი ტროას ომი იყო – ასე თვლის თანამედროვე ისტორიკოსების ერთი ნაწილი. მათი აზრით, სწორედ ტროას ომმა (ზუსტი თარიღი უცნობია. სახელდება: 1198 – 1188; 1194 – 1184 და 1240 – 1230 წლები), უფრო სწორედ, მისმა დასრულებამ, გამოიწვია «ზღვის ხალხების» მიგრაცია სამხრეთის რეგიონებში, რომლის მიზანი ხანგრძლივი ომით დასუსტებული რეგიონების დაპყრობა იყო. გაგრძელება >>> 607 5-ს მოსწონს
|