საზოგადოებრივი რომი დაარსეს და გაქრნენ... 14 თებერვალი, 11:29
რომის იმპერიის აღმოცენებამდე, ასობით წლით ადრე, აპენინის ნახევარკუნძულზე სხვა კულტურა დომინირებდა — ეს ეტრუსკები იყვნენ. მისი ცენტრი თანამედროვე ტოსკანაში და მის შემოგარენში მდებარეობდა. ეტრუსკები შესანიშნავი ფერმერები და ხელოსნები იყვნენ და ასევე, ლითონთან მუშაობის უნარით იყვნენ განთქმულები. გარდა ამისა, ისინი აქტიურად ვაჭრობდნენ მეზობელი, ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციებთან. ამასთან, მათი კულტურა ძალიან განსხვავდებოდა მათი კულტურისგან. ხელოვნება უფრო იმპრესიონისტული იყო და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის გავლენას ასახავდა. ქალებს მამაკაცებთან თანაბარი უფლებები ჰქონდათ, რაც იმ დროს, იშვიათობა იყო. ეტრუსკულ ენას, რომელიც დღემდე, სამარხებზე, ფრაგმენტული სახით არის შემორჩენილი, არაფერი ჰქონდა საერთო იმ ენებთან, რომელზეც მათი მეზობლები საუბრობენ. მათი კულტურის შესწავლისას, შეიძლება, იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ ეს სრულიად სხვა ხალხი იყო, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო მეზობლებთან. თუმცა, ეტრუსკული დნმ-ის კვლევამ აჩვენა, რომ გენეტიკურად, ისინი არ განსხვავდებოდნენ სხვა ადგილობრივი მოსახლეობისგან. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კულტურა და ენა მათ კიდევ უფრო ადრეული ცივილიზაციისგან მემკვიდრეობა მიიღეს.
როგორც ეტრუსკების ისტორიის მკვლევარი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ისტორიკოსი მაიკლ მაკკორმიკი (Michael McCormick) ამბობს, რომის პირველი მმართველები ეტრუსკები იყვნენ. შესაძლოა, რომ თვით, რომიც კი, ეტრუსკებმა დააარსეს... ახალმა ქვეყანამ და შემდგომ იმპერიამ, მრავალი დაწესებულება და კულტურული ჩვევები, სწორედ მათგან მიიღო ან მისთვის იყო ადაპტირებული ეტრუსკების მიერ.
რომმა თანდათანობით, ეტრუსკების ქალაქები დაიპყრო ან მთლიანად გაანადგურა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს გამუდმებით არ ებრძვოდნენ და ხან, მშვიდობიანად თანაარსებობდნენ – ერთმანეთთან ვაჭრობდნენ და უფრო მეტიც, ეტრუსკები რომის სამხედრო კამპანიების დროს, მათი მოკავშირეებიც კი იყვნენ. მაგ., გალების წინააღმდეგ ომში. ისინი რომაელების მხარეს იბრძვოდნენ, ჰანიბალის (ძვ. წ. აღრ. 275 – 187 წწ.) არმიასთან დაპირისპირების დროს.
არხის სხვა სიახლეები:* უძველესი ცივილიზაციების საფრენი აპარატები* ჰიდრავლიკური ტელეგრაფი – როგორ გზავნიდნენ მესიჯებს ძველ მსოფლიოში* უდიდესი კატასტროფა დედამიწაზე, რომელმაც ძველი ცივილიზაციები გაანადგურა* 5 საინტერესო კრიმინალური ფაქტი* 6 ნიშანი, რომ კორონავირუსი უკვე გქონდათ* მამაკაცის 12 სექსუალური ფანტაზია – მოლოდინი და რეალობა* გინდათ, რომ ასაკთან შედარებით, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ? – 8 ხრიკი1307 6-ს მოსწონს |
ითალ, მერიდა, უამბო, ურბინო, ბოლ ცანო,..
იხილეთ სრულად:
https://www.facebook.com/notes/353826745950873/