x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გიზის პირამიდების მიწისქვეშა სამყარო

არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ სფინქსი დიდი პირამიდის მთავარი შესასვლელია. შუმერული ჩანაწერების მიხედვით, ვარსკვლავებიდან ჩამოსული და მესოპოტამიური ცივილიზაციის შემქმნელი, ანუნაკების თავშესაფარი მიწისქვეშა ქალაქი იყო და მასში შესვლა იმ გვირაბით შეიძლებოდა, რომელიც ურჩხულთან იწყებოდა. აღწერილობის მიხედვით, ურჩხული სფინქსს ძალიან ჰგავს. გარდა ამისა, მიწისქვეშა ქალაქის არსებობას, რომელშიც აურაცხელი სიმდიდრე იყო დამალული, ხოლო მთავარი სიმდიდრე არამატერიალური – «ცოდნის დარბაზი» იყო, რომელშიც დედამიწის და ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაა დაცული, არაერთი ძველი წყარო ადასტურებს. ასე, რომ, გიზის პლატოს ქვეშ, მიწისქვეშა ქალაქის საპოვნელად, ჯერ სფინქსის ქვეშ ოთახის მოძებნა იყო საჭირო.


image


სფინქსის საფუძვლიანი კვლევა გასული საუკუნის 30–იან წლებში დაიწყო. ხოლო, 1935 წ. სფინქსისა და დიდ პირამიდას შორის, მიწისქვეშა კომუნიკაციის არსებობა, უკვე დადასტურებული იყო. გარდა ამისა, დადასტურდა, რომ გვირაბი სფინქსის ქანდაკებას, მის სამხრეთ მხარეს მდებარე უძველეს ტაძართანაც აკავშირებდა. იმავე წელს, ბეჭდურ მედიაში მ. რაით ჰამილტონის სტატია გამოჩნდა, რომელშიც გიზის პლატოს ქვიშაში, არაჩვეულებრივ აღმოჩენაზე იყო საუბარი. ამასთან, სტატია გამყარებული იყო ორიგინალური ფოტოებით, რომელიც აღმოჩენის ავტორმა და კაიროს უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელმა დოკ. სელიმ ჰასანმა გადაიღო.

imageსტატიაში ნათქვამი იყო:
«ჩვენ მიწისქვეშა გზა ვიპოვეთ, რომელსაც ძველი ეგვიპტელები 5000 წლის წინ იყენებდნენ. ის გადის იმ გზის ქვეშ, რომელიც მიწის ზემოთ მეორე პირამიდასა და სფინქსს აკავშირებს. ამ მიწისქვეშა გადასასვლელიდან, ჩვენ მოვახერხეთ და მიწისგან მთელი რიგის გვირაბები გათავისუფლეთ, რომლებიც უფრო მეტ სიღრმეში, დაახლოებით, 38 მ-ზე ჩადიოდა».

არქეოლოგებმა, ამავე დროს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს. სფინქსსა და ხაფრეს პირამიდას შორის, დაახლოებით შუა გზაზე, 4, დაახლოებით, 2, 50 მ. სიგანის ვერტიკალური გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც სიღრმეში მიდიოდა და ოთახებს უკავშირდებოდა. ზოგიერთ ოთახში უზარმაზარი, 5, 49 მ. სიმაღლის ბაზალტის და გრანიტის დახურული სარკოფაგები იდგა. ხოლო, ერთ–ერთ ოთახში, კიდევ ერთი ვერტიკალური გვირაბი იწყებოდა, რომელის ბოლოს ოთახი იყო, მასში კი, თეთრი სარკოფაგი იდგა. ამჟამად ეს ოთახი «ოსირისის სამარხის» სახელით არის ცნობილი.

1978 წელს მეცნიერებმა რუკაზე მასიური მიწისქვეშა კომპლექსის კონტურების დატანა დაიწყეს, რომელიც, პოტენციურად, შეიძლება უზარმაზარი მიწისქვეშა ქალაქი იყოს, რომელიც «ღმერთების ქალაქის» სახელით არის ცნობილი და ის დღემდე, იდუმალებით არის მოცული. ამის მიზეზი კი, მისი განლაგება არის – ის მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლის ქვეშ მდებარეობს, რომლის მღლიანობის დარღვევას არავინ დაუშვებს და ამიტომ, ახლო მომავალში, ამ საიდუმლოს გახსნას არ უნდა ველოდოთ! «ღმერთების ქალაქის» არსებობის თეორიის ოპონენტები კი დარწმუნებულები არია, რომ პირამიდების ქვეშ, არანაირი ქალაქი არ არსებობს, ხოლო ისტორია მის შესახებ, მხოლოდ ტურისტების მისაზიდად გამოიგონეს.


image


თუმცა, გასული საუკუნის 30–იან წლებში, ჩატარებული კვლევის მიხედვით, გიზის პლატოს ქვეშ, მინიმუმ, 10 – 12 დონის (სართული) მიწისქვეშა გვირაბების ქსელი არსებობს, რაც შემდგომმა კვლევებმაც დაადასტურა.

1989 წ. იაპონელმა მეცნიერებმა, პროფ. საკუჯი იოშიმურას ხელმძღვანელობით და რადეოლოგიური მოწყობილობის გამოყენებით, სფინქსის მარცხენა თათთან, ვიწრო გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც 2 მ. სიღრმიდან იწყებოდა და ხეფრენის პირამიდისკენ მიდიოდა. იმავე წელს, მიწა იგივე თათის ქვეშ, ამერიკელმა გეოფიზიკოსმა თომას დობეცკიმაც გააშუქა, რენდგენის მსგავსი სხივებით. ის ეგვიპტის მხარის მიერ დაგეგმილი ექსპედიციის მიწვეული წევრი იყო. მისმა აპარატმაც დაადასტურა იაპონელების კვლევის შედეგი და მიწის ქვეშ, 5 მ. სიღრმეზე, მართკუთხა ოთახიც აღმოაჩინა. ამის შემდეგ, ეგვიპტის ხელისუფლებამ ექსპედიცია შეწყვიტა და სფინქსის მიდამოებში, არქეოლოგიური კვლევა და სეისმოლოგიური მონიტორინგი აკრძალა.

imageაკრძალვა უცხოელებს ეხებოდათ, მაგრამ როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, ეგვიპტელმა მეცნიერებმა სფინქცის ქვეშ აღმოჩენილ ოთახში შეაღწიეს და იქ მხოლოდ დოქი და თოკი დახვდათ. სამაგიეროდ, იატაკში გასასვლელი ნახეს, რომლიდანაც შემდეგ, უკვე მრგვალ ოთახში მოხვდნენ, საიდანაც, გიზის 3 პირამიდისკენ მიმავალი, 3 გვირაბი იწყებოდა. ერთ-ერთ გასასვლელში, ექსპედიციის მონაწილეებმა სინათლის ველი აღმოაჩინეს, რომელმაც მათ გზის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა. მის სიახლოვეს ადამიანი ცუდად ხდებოდა, უჩნდებოდა გულის რევის შეგრძნება და გონებას კარგავდა. რადგან დამცავი ველი ვერ გადალახეს, მათ დახმარებისთვის, ისევ უცხოელ სპეციალისტებს მიმართეს. მეცნიერებმა დამცავი ეკრანი გათიშეს და ლაბირინთში შევიდნენ, რომელიც მიწისქვეშა ქალაქისკენ მიდიოდა. აღმოჩნდა, რომ ქალაქის ზედა სართულის ფართობი 130 კვ. კმ-იყო (10 კმ სიგანე და 13 კმ სიგრძე), ხოლო სიღრმეში, ხელსაწყომა 12 სართულიანი ნაგებობის არსებობა დააფიქსირა. ამის შემდეგ, ექსპედიცია ისევ დახურეს... ხოლო, ეგვიპტის ხელისუფლება დღესაც აცხადებს, რომ სფინქსის ქვეშ არანაირი ქალაქი არ არსებობს და აღმოჩენილი სიცარიელე, მხოლოდ ძველი მაღაროების ნაშთები არის.

ეგვიპტური «მიცვალებულთა წიგნი» (XXI დინასტია, დაახლოებით, ძვ. წ. აღრ. 1050 წ.) და სხვა ისტორიული წყაროები, ინფორმაციას შეიცავს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა პირამიდაში. გადმოცემის თანახმად, სარკოფაგში ფარაონი ან ქურუმი წვებოდა და სულის მისტერიის გამოცდას გადიოდა. ხოლო, მისი გადალახვის შემდეგ, ის ოსირისს უთანაბრდებოდა. ამის შემდეგ, ფარაონი (ქურუმი) განუსაზღვრელი უფლებით სარგებლობდა, რასაც ღმერთის ნების აღსრულებით ხსნიდა.

imageტექნიკური თვალსაზრისით, ამის ახსნა შემდეგნაირად შეიძლება: ფარაონს სარკოფაგში კეტავდნე და ის კლინიკური სიკვდილის მსგავს მდგომარეობას განიცდიდა, – მისი სული სხეულს სცილდებოდა და ზე სამყაროში მოგზაურობდა. იქ სული ცოდნას და გამოცდილებას იღებდა და ამის შემდეგ, ისევ მიწიერ ცხოვრებას უბრუნდებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სარკოფაგი ხელსაწყო იყო, რომელიც შიგნით მოხვედრილ ადამიანს ცოდნის მიღებაში ეხმარებოდა (ლეგენდის თანახმად, მსგავსი გამოცდა ალ. მაკედონელმა და ნაპოლეონ ბონაპარტემაც გაიარა. რედ.). სარკოფაგები კი, შემადგენლობის მიხედვით განსხვავებული იყო (ბაზალტი, გრანიტი, ოქრო) და ყველა, ყოველთვის, პირამიდის ცენტრში, მყარ საყრდენზე იდგა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სხვადასხვა შემადგენლობის სარკოფაგს განსხვავებული დანიშნულება ჰქონდა და სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენებოდა.

ეგვიპტის დიდ პირამიდებში არასდროს უპოვიათ არტიფაქტი, რომელიც მის, როგორც სამარხის ფუნქციაზე მიუთითებდა. მსგავსი არტიდაქტები მრავლადაა აღმოჩენილი ლუქსორში, – «მეფეთა ხეობაში».

ეგვიპტურ ქრონიკებში ნათქვამია, რომ ყოველი ახალი ფარაონი, უბრალოდ კი არ აშენებდა თავისთვის პირამიდას, არამედ ამას იმისთვის აკეთებდა, რომ ღმერთთან კონტაქტი დაემყარებინა და კიდევ იმისთვის, რომ მისი სული პირამიდაში დარჩენილიყო. არცერთი ფარაონი არ აპირებდა პირამიდაში სამარხის მოწყობას. ამისთვის კაიროს ნეკროპოლი – «მიცვალებულთა ქალაქი» არსებობდა...

imageხოლო, პირამიდების სამარხებად გამოყენება ძველი ეგვიპტის სახელმწიფოებრივობის გვიანდელ პერიოდში დაიწყეს. იმ დროს სარკოფაგი (ბერძ. σαρκοφάγος (ეგვიპტური სახელი შემორჩენილი არ არის) – «ხორცის მჭამელი») უკვე დაკრძალვის განუყოფელი ნაწილი იყო და მას ფარაონების, ქურუმების და სხვა დიდებულების გარდაცვალების დროს იყენებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ მიცვალებული სიცოცხლეში ძალიან ცნობილი და გავლენიანი პირი იყო, მის მუმიას, ერთდროულად, რამდენიმე სხვადასხვა ზომის სარკოფაგში ათავსებდნენ. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ოქრო, შემდეგ ვერცხლი ან სხვა ლითონი და ბოლოს ქვის სარკოფაგი. რაც იმას ნიშნავს, რომ სარკოფაგმა ძველი დანიშნულება დაკარგა და რიტუალის ნაწილად იქცა. ხოლო, ქურუმები ისე გაძლიერდნე, რომ მათ, ხალხის და თვით, ფარაონების სამართავად, «გამოცდის ჩაბარება» უკვე აღარ სჭირდებოდათ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 5 მითი, რომლისაც სკოლის მერხიდან გვჯერა

* წარსულის 3 საიდუმლო, რომლის ამოხსნა ვერავინ შეძლო

* უდიდესი კატასტროფა დედამიწაზე, რომელმაც ძველი ცივილიზაციები გაანადგურა

* ომი ატლანტებს და ლემურიელებს შორის

* ნეანდერტალელების ამოწყვეტის საიდუმლო გახსნილია...

* რომი დაარსეს და გაქრნენ...

* 10 შოკისმომგვრელი ფაქტი ჩრდ. კორეის შესახებ

0
1049
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1049
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0