x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
კომპლექსების გარეშე: 10 საუკეთესო ნუდისტური პლაჟი მსოფლიოში

image


შემდეგ ჯერზე როცა შვებულებაში წასვლას გადაწყვეტთ, შეეცადეთ ამ საუცხოო ადგილების მონახულება თუკი გამბედაობას მოიკრებთ. ვინ იცის, იქნებ არაჩვეულებრივი "რამის" მომსწრეც კი გახდეთ...



10. Wreck Beach - ი ვანკუვერი, კანადა


image


კანადა პირველ რიგში, ცნობილი თავისი თავაზიანი განწყობით, ლამაზი ქალებითა და შესანიშნავი კერძებით არის. ამ ქვეყანაში თავმოყრილია მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ნუდისტური პლაჟები. Wreck Beach-ი კანადის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლაჟია, განსაკუთრებული მოწონებით კი ის ახალგაზრდებში სარგებლობს. Wreck Beach -ი ვანკუვერის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე მდებარეობს, ასე რომ იქამდე მისვლა საკმაოდ მარტივია. პლაჟი თითქმის 8 კმ-ს მოიცავს და ის "კანადის შვიდ საოცრებათაგან" ერთ - ერთია.




9. Playa Las Suecas - ი კუნძული კონტადორა, პანამა


image


ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პანამა ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მიმზიდველ ადგილად იქცა. ცოცხალი კულტურა ბრწყინვალე პეიზაჟებთან ერთად შერწყმული დამსვენებლებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. კუნძულ კონტადორაზე მდებარე Playa Las Suecas- ის პლაჟი ერთადერთი ადგილია პანამაში, სადაც შესაძლებელია შიშველი ყოფნა, და ასეთი ექსკლუზიურობა ბევრ რამეზე მეტყველებს! Playa Las Suecas- ის პლაჟი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი ულამაზესი ნუდისტური პლაჟია.




8. Bellevue- ის პლაჟი - კოპენჰაგენი, დანია


image


კოპენჰაგენის ცენტრიდან დაახლოებით ათი კილომეტრის მოშორებით Bellevue- ის სანაპირო მდებარეობს. განსკუთრებულმა ადგილ - მდებარეობამ ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნუდისტურ პლაჟად აქცია. ზაფხულში ის ტურისტებითა და ადგილობრივებით არის გადაჭედილი. ამ 700 მეტრის სიგრძის პლაჟის ვიზიტორთა უმეტესობას ბანაობა საცურაო კოსტიუმების გარეშე ურჩევნია. მიუხედავად იმისა, რომ Bellevue - ის სანაპირო საკმაოდ პატარაა, ის საშხაპეებით, საპირფარეშოებითა და მაშველებით სრულად არის აღჭურვილი. მორცხვებს შეუძლიათ არ ინერვიულონ - თქვენ იქ გაშიშვლებას არავინ გაიძულებთ და Bellevue-ის სანაპიროზე საცურაო კოსტიუმების ტარებაც ჯერჯერობით არავის აუკრძალავს.



7. Haulover- ის პლაჟი - მაიამი, ფლორიდა


image


მაიამიში მდებარე ეს პლაჟი - აშშ-ში დიდი იშვიათობაა. სახელმწიფო პლაჟი, სადაც საცურაო კოსტუმების ტარება აუცილებლობას არ წარმოადგენს, ცნობილია როგორც მაიამის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა სანაპირო. ხელუხლებელი თეთრი ქვიშა, მშვიდი ატმოსფერო და შესანიშნავი ამინდი - მოკლედ Haulover Beach-ის მონახულება ერთმნიშვნელოვნად ღირს. პლაჟი სრულად არის აღჭურვილი, და ვიზიტორების უსაფრთხოებას თავად სამართალდამცველებიც კი იცავენ.




6. Es Cavallet - იბიცა, ესპანეთი


image


იბიცას ნუდისტური, "გეი - მეგობრული" პლაჟი ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია. თვალწარმტაცი ხედები და ტროპიკული ფლორის მრავალფეროვნება უბრალოდ სუნთქვას შეგიკრავთ. პლაჟი სან-ანტონიოდან 25 წუთის სავალზე მდებარეობს და მისი ვიზიტორების უმეტესობა კლუბების მოყვარული ახალგაზრდაა, რომელსაც გაშიშვლების საერთოდ არ ერიდება.



5. ლოკრუმის კუნძული - დუბროვნიკი, ხორვატია


image


ტურისტებს შორის პოპულარობა პანამის მსგავსად, ბოლო წლებში ხორვატიამაც მოიპოვა. დუბროვნიკიდან ლოკრუმის კუნძულამდე წყლის ტაქსით მისვლა სულ რაღაც თხუთმეტ წუთშია შესაძლებელი, ასე რომ იქ მოხვედრა პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. ხორვატიის ნუდისტური პლაჟი გაცილებით ქვიანია რაც იმას ნიშნავს რომ იქ დამსვენებელიც ნაკლებია და სხვა სანაპიროებთან შედარებით თავისუფლებაც მეტია.



4. Playa El Agua - კუნძული მარგარიტა, ვენესუელა


image


Playa El Agua - ყველაზე დიდი და ულამაზესი სანაპიროა კუნძულ მარგარიტაზე. ვენესუელაში ეს პალმებით მიმოფანტული პლაჟი, დამსვენებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, აქ შეგიძლიათ არა მხოლოდ სამოსის გარეშე სეირნობა, არამედ ყველაფერი იმის პოვნა რაც გჭირდებათ - რესტორნებით დაწყებული სასტუმროებით დამთავრებული. ვენესუელა ცნობილია თავისი ველური ენერგიითა და ლამაზი ქალებით, და უნდა აღინიშნოს რომ Playa El Agua-ას პლაჟზე ეს ყველაფერი იმაზე მეტია ვიდრე თქვენ წარმოგიდენიათ.




3. Grand Saline - სენტ - ბარტი


image


სენტ-ბარტი - მდიდარი და ცნობილი ადამიანების თავშეყრის საყვარელი ადგილია. ცხელ სეზონზე აქ არაერთ ცნობილ სელებრითს შეხვდებით. ეს ძვირადღირებული ადგილი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სამოგზაურო ადგილს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აქ ყველაფერი წარმოუდგენლად ლამაზია, სანაპიროზე საკმაოდ ძლიერი ქარი იცის, თუმცა ეს საცურაო კოსტუმების გარეშე მზის აბაზანების მიღების მსურველებს ხელს სულაც არ უშლის.



2. Plakias-ის სანაპირო - კრეტა, საბერძნეთი


image


მდიდარი ისტორიისა და კულტურის, შესანიშნავი სამზარეულოსა და თვალწარმტაცი ხედების წყალობით საბერძნეთი ტურისტების ნაკლებობას არ უჩივის. ბევრი მათგანი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნუდისტურ პლაჟს გვერდს ვერ უვლის. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის პლაჟების უმეტესობა დამსვენებლებს წელს ზემოთ შიშველი გარუჯვის უფლებას აძლევს, პლაკიასის სანაპირო ამ მხრივ ვიზიტორებს სრულ თავისუფლებას ანიჭებს. შესაბამისად, უმრავლესობაც ამ ზღაპრულ ადგილზე დასვენებას საცურაო კოსტიუმების გარეშე ირჩევს.



1. Le Centro Helio Marin - მონტალივიე, საფრანგეთი


image


გასაკვირი არ არის, რომ პირველი ადგილი სწორედ საფრანგეთში მდებარე ნუდისტურ სანაპიროს ერგო. Le Centro Helio 1950 წელს დაარსდა და ის ნუდისტური მოძრაობის დაბადების ადგილად ითვლება. Le Centro Helio - წარმოადგენს ნამდვილ კურორტს გასართობი პარკებითა და რაღა თქმა უნდა, განსაცვიფრებელი პლაჟებით. სრულყოფილი, თანაბარი რუჯის მისაღებად ამ ნუდისტურ სანაპიროს ადამიანები ხშირად ოჯახებითაც კი სტუმრობენ.



0
3672
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
3672