x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჰიტლერის ტრიუმფი – როგორ გახდა ერთი უთვისტომო კაცი მსოფლიოს მბრძანებელი

12 წლის მანძილზე, მილიონობით გერმანელი საკუთარ იმედს და მისწრაფებას ადოლფ ჰიტლერის სახელს უკავშირებდა. ყოფილი კაპრალის თავბრუდამხვევი დაპირებები და დაუფიქრებელი თავგადასავლები, საბოლოოდ, გერმანიას სისხლის და სირცხვილის ფასად დაუჯდა, ხოლო მსოფლიოსთვის – XX საუკუნის უდიდეს ტრაგედიად იქცა. მაგრამ, რატომ მოხდა, რომ ერთ–ერთი ყველაზე კულტურული ევროპული ერი, პროვინციელ თვითნასწავლ დემაგოგს აჰყვა, რომელმაც თავი კაცობრიობის ბედის არბიტრად წარმოიდგინა?


image


ლიდერის მოლოდინი


პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, პოლიტიკურმა დუღილმა მხოლოდ ვაიმარის რესპუბლიკა (გერმანიის სახელი 1919–1933 წწ. რედ.) კი არ, მთელი ევროპა მოიცვა. კულუარული არისტოკრატია, რომელიც კარგა ხნის მანძილზე, დიდი სახელმწიფოების პოლიტიკას განსაზღვრავდა, დისკრედიტირებული იყო და ამიტომ, რადიკალური იდეოლოგიის და კერძო პირების მიერ, თავის გამოჩენის დრო დადგა. ხალხის გონება პოლიტიკურ მიტინგებზე გამოსულმა ლიდერებმა, ორატორებმა და რევოლუციონერებმა დაიპყრეს.

ჰიტლერის წინამორბედად, სავსებით სამართლიანად, იტალიური ფაშიზმის დამფუძნებელს ბენიტო მუსოლინის მიიჩნევენ. თუმცა, უფრო ადრე, თურქეთის ლიდერის ქემალ ათათურქის ვარსკვლავი ამობრწყინდა, რომელსაც თავად ჰიტლერი «პატრიოტიზმის და ეროვნული სიამაყის» მაგალითად მოიხსენიებდა.

imageევროპის ქვეყნებში, ერთმანეთის მიყოლებით, ხელისუფლებაში დიქტატორები მოვიდნენ: უნგრეთში – მიკლოშ ჰორტი, პოლონეთში – იუზეფ პილსუდსკი, პორტუგალიაში – ანტონიუ დი სალაზარი, სსრ კავშირში – სტალინი ა. შ.

პოლიტიკური ქაოსის გარდა, ომებს შორის ეპოქის სიტუაციამ ურბანიზაცია და შრომის მექანიზაცია გამოიწვია. გერმანელების ნაწილი, რომელიც საცხოვრებლად, სოფლიდან ქალაქში გადავიდა, საკუთარ თავს პროლეტარიატთან ასოცირებდა, მისი მარქსისტული გაგებით. თუმცა, სხვა ქალაქელებისთვის, გლეხური ცხოვრების წესი, თუნდაც გაუცნობიერებლად, მორალურ ღირებულებებს ინახავდა. მოსახლეობის ეს ნაწილი სოლიდარობას უცხადებდა სოფლელებს, მათ შორის, პოლიტიკურ სიმპათიებშიც, რომელიც ლიბერალური დემოკრატიისგან შორს იყო.

«ჰიტლერი დიდ ქალაქებში მორალური გახრწნის წინააღმდეგ გამოდიოდა. საზოგადოებას აფრთხილებდა იმ ზიანის შესახებ, რომლითაც ცივილიზაცია ადამიანთა მოდგმას ემუქრებოდა და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ჯანსაღი გლეხობის, როგორც სახელმწიფო ბირთვის, შენარჩუნება. მას კარგი ინტუიცია ჰქონდა და შეეძლო საზოგადოების განწყობის ინსტიქტის დონეზე გაცნობიერება და სიტუაციის საკუთარი მიზნებისთვის წარმართვა» – წერდა თავის მოგონებებში რაიხის შეიარაღების მინისტრი ალბერტ შპეერი.

რომ არ ყოფილიყო ჰიტლერი, დიქტატორი მემარჯვენეებიდან, შესაძლოა, სხვა ვინმე გამხდარიყო – მაგ., გენერალი ერიხ ლუდენდორფი. ხოლო, მათი კონკურენტი მემარცხენეებიდან, – პირველ რიგში, გერმანიის კომუნისტური პარტიის ლიდერი ერნსტ ტელმანი იყო.


ბიზნესის მხარდაჭერა


კომუნისტების და სოციალისტების პოპულარობის შესასუსტებლად, მსხვილი გერმანელი ბურჟუაზია მხარს მემარჯვენეებს და მათ შორის, ნაციონალ–სოციალისტებს უჭერდა. თუმცა, ჰიტლერმა ბიზნესის დაინტერესება, რეალურად, დიდი დეპრესიის წლებში მოახერხა, როდესაც ქვეყანას უმძიმესი პერიოდი ედგა. სხვადასხვა მონაცემით, იმ დროს, ქვეყანაში, 4–დან – 9 მილიონამდე უმუშევარი იყო. ხოლო, ეკონომიკურმა კრიზისმა ხელისუფლების სტრუქტურების კოლაფსი გამოიწვია – არჩევნებს, არჩევნები მოჰყვებოდა, მაგრამ, რეალურად, არაფერი იცვლებოდა...

და ამ ფონზე, გამოჩნდა ნაციზმის ეკონომიკური პროგრამა, რომელიც «ეროვნული ეკონომიკის აყვავების» იდეას ემყარებოდა და რომლის მიღწევა მუშების და დამსაქმებლების გაერთიანების წყალობით შეიძლებოდა. ამასთან, ბევრი ეკონომიკური გეგმა პირდაპირ ანტისემიტურ იდეოლოგიას ემყარებოდა. მაგ., საუბარი კორუფციასთან ბრძოლაზე იყო, ხოლო ებრაელებში მევახშეებს და ქრთამისტებს ხედავდნე. თუმცა, გერმანელი ბიზნესმენები, კონკურენტი–ებრაელების შევიწროვების მიზნით, აქტიურად იყენებდნენ საქმიან კავშირებს თანამემამულეებთან, ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში. ამასთან, ჰიტლერის მიერ სპეკულაციურ კაპიტალთან და სააქციონერო საზოგადოებებთან გამოცხადებული ბრძოლა, საფრთხეს არ უქმნიდა გერმანიის უდიდეს სამრეწველო დინასტიებს, რომლის წევრები ბიზნესს თავადვე მართავდნენ.

მთავარი მოვლენა, რომელმაც ნსდაპ–ს (ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია) ფინანსური მხარდაჭერა განსაზღვრა, ჰიტლერის ბიზნესმენებთან შეხვედრა გახდა, რომელის 1932 წლის იანვარში დიუსელდორფის სამრეწველო კლუბში შედგა.


მგზნებარე ფანატიზმი


ადოლფ ჰიტლერი გერმანულ მუშათა პარტიაში 1919 წლის სექტემბერში გაწევრიანდა და სულ მოკლე ხანში, მის ხელმძღვანელობას, პარტიის დამფუძნებლები: ანტონ დრაქსლერი და კარლ ჰარერი, ფაქტიურად, ჩამოაშორა. ერთ–ერთ მათგანს ჰიტლერი, თავის წიგნში – Mein Kampf, როგორც «ფიზიკურად სუსტს» და «არასაკმარისად გამბედავ» ადამიანად მოიხსენიებს, ხოლო მეორეს, – იმის გამო აკრიტიკებს, რომ ის «მასების ორატორი არ იყო».

«ამრიგად, არცერთი მათგანი, იმისთვის არ არის დაბადებულები, რომ ადამიანებს ჩვენი მოძრაობის ფანატური რწმენა ჩაუნერგოს და თუ საჭირო გახდება, უხეში გადაწყვეტილება მიიღოს, გზიდან ყველა დაბრკოლების მოსაცილებლად, რომელიც ახალი იდეების ზრდას უშლის ხელს», – ამტკიცებდა ჰიტლერი და ლიდერის პოზიციაზე, აშკარად საკუთარ თავს მოიაზრებდა.

imageჰიტლერის აზრით, «იდეა» – იმდენად ეკლეკტური უნდა ყოფილიყო, რომ მისი ყველას ბრმად დაეჯერებინა და განიხილვა–ჩაღრმავება არ დაეწყო... და ნაციონალ–სოციალისტებმა რევანშისტულ რიტორიკას მიმართეს, რომელიც ერთდროულად ანტისემიტურიც იყო და მიზნად, მუშათა უფლებები დაცვისთვის ბრძოლასაც ისახავდა. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რთული პრობლემებისადმი მარტივი მიდგომა, სწორედ ის აღმოჩნდა, რაც 20–30–იან წლებში, გერმანელ ახალგაზრდობას აინტერესებდა. ხოლო, უფრო მეტად, მათ ლიდერი ესაჭიროებოდათ, ვისაც ამ პრობლემების მოგვარებას ანდობდნენ. ზოგიერთი ისტორიკოსი ამას გერმანული მენტალიტეტის თავისებურებებს უკავშირებს, რომელიც ხისტ იერარქიულ წესებზე არის «აწყობილი».

ჰიტლერის ადრეული თანამებრძოლის, ისტორიის დოქტორის ერნსტ ჰანფსტაენგერის აზრით, «ნსდაპ»–ის ლიდერის ძირითადი იდეები სტაბილურობით გამოირჩევოდა. მაგ., ჯერ კიდევ 1923 წელს, მომავალმა ფიურერმა გამოთქვა აზრი აღმ. რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შესახებ, შესაძლო ომის შემთხვევისთვის. გარდა ამისა, მის გეგმაში «შკოდის» ქარხნის ხელში ჩაგდებაც შედიოდა, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში მდებარეობდა.

პოლიტიკურმა წარმატებამ კი, ჰიტლერის ურყეობა გაამყარა, მის იდეებში. ამასთან, ჰანფსტაენგერის თქმით, რაიხის კანცელარიაში მოხვედრის შემდეგ, ნაცისტების ბელადმა შეწყვიტა მისი დიდი ხნის კერპის – ფრიდრიხ II დიდის მიბაძვა და პოლიტიკურ იდეალად ნაპოლეონ ბონაპარტი გაიხადა.



მოსეს მოლოდინში


ჰიტლერმა თავისი პოლიტიკური კარიერის ადრეულ ეტაპებზევე გააცნობიერა, რომ მემარჯვენე წრეებში «რაიხის განახლების» სურვილი სუფევდა. თავდაპირველად, ის საკუთარ თავს «წინამორბედად», მომავალ «მესიად» მიიჩნევდა. მაგრამ, ორატორობაში მიღწეული წარმატების შემდეგ, დარწმუნდა, რომ სხვა ვინმეს მოძებნა საჭირო არ იყო...

ჰიტლერის მჭერმეტყველების წყალობით, ნაციონალ-სოციალისტების პარტია, ხალხის მასებს მხარდაჭერას, ყველაზე ირაციონალურ ასპექტებშიც კი იღებდა. პარტიის ლიდერის ყოველი ფრაზა, როგორც ალბერტ შპეერი თავის მოგონებებში წერდა, ხალხის მასებში «ფიზიკურად შესაგრძნობ აღფრთოვანებას იწვევდა». სწორედ ბუნებრივი მაგნიტიზმა გახდა, მოგვიანებით, ჰიტლერისთვის, «ფიურერ–ვერფიურერის» (Verfuhrer – «მაცდური») შერქმევის საფუძველი.

პარტიაში შესვლიდან რამდენიმე წელში, უფრო კონკრეტულად კი, 1923 წელის ნოემბერში, მიუნხენში მოპოვებული წარმატების შემდეგ (ჰიტლერი პარტიის ლიდერად აირჩიეს) ჰიტლერი უკვე საკუთარი მიღწევებით ტკბობას და მომავალზე ოცნებას მიეცა... ერნსტ ჰანფშტაენგლი, დიტრიხ ეკარტზე დაყრდნობით, ისტორიას გადმოსცემს, რომელიც ჰიტლერის «მესიანურ კომპლექსზე მიუთითებს». ირკვევა, რომ ბერხტესგადენში ჰიტლერი ერთ–ერთი სახლის უკანა ეზოში სეირნობისას, მათრახს ატყლაშუნებდა და თან ხმამაღლა გაიძახოდა: «მე ისე უნდა შევიდე ბერლინში, როგორც იესო იერუსალიმში, და მევახშეები გავამათრახო!». სხვა მოხსენებაში კი გამოაცხადა, რომ ბერლინში მდებარე «ბაბილონის ცოდვიან კოშკს» გაანადგურებდა...

ხოლო, «ლუდის პუტჩის» ჩავარდნის შემდეგ, მომავალმა ფიურერმა «წამებულის» მანტია მოირგი, რომელმაც ის და მისი თანამებრძოლები საბოლოოდ დაამკვიდრა «დიდ მისიაში». ლანდსბერგის ციხის მცველებიც კი, როდესაც მის საკანში შედიოდბენ, ჰიტლეს, «ჰაი ჰიტლერ!»–ის შეძახილით ესალმებოდნენ (ჰიტლერს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო, 5 წელი ჰქონდა მისჯილი. თუმცა, ციხიდან 8 თვეში გამოვიდა.

სწორედ პატიმრობის დროს დაიწყო ნაცისტური პარტიის ლიდერმა Mein Kampf–ის წერა. «მისი წიგნის ტენდენცია, ისტორიული ჭეშმარიტება კი არა, მხოლოდ იმის ხაზგასმაა – რომ ის და მხოლოდ ის არის გერმანიის არჩეული ლიდერი», – ასეთი შეფასება მისცა მის ნაშრომს გერმანელმა მწერალმა ერნსტ ოტვალტმა.


ვერაგობა და სისასტიკე


ბოლოს, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სრული ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, ჰიტლერი ყველაფერზე იყო წამსვლელი, – ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მაგ., თუნდაც, თავისი პოლიტიკური შეხედულებების «კორექციაზე»: ნსდაპ–ის ისტორიის გარიჟრაჟზე, ჰიტლერი ბავარიელ სეპარატისტებს ჰპირდებოდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მონარქიას აღადგენდა... თუმცა, ამის გაკეთებას არ აპირებდა. ხოლო, 1929 წელს საქსონიაში, პარტია მზად იყო, რომ საძულველ სოციალ–დემოკრატებთან ერთად, კოალიციური მთავრობა ჩამოეყალიბებინა.

imageმაგრამ, ჰიტლერის ნამდვილი დანაშაულებების კასკადი, მისი რაიხსკანცლერის სავარძლის დაკავების პირველი დღიდან დაიწყო: რაიხსტაგის დაწვამ, ნაცისტებს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან, – კიმუნისტებთან და სოციალ–დემოკრატებთან ანგარიშის გასწორების საბაბი მისცა (ისტორიკოსების ერთი ნაწილის აზრით, საკანონმდებლო ორგანო მოიერიშე რაზმის გრუპენფიურმა კარლ ერნსტმა და მისმა ჯარისკაცებმა გადაწვეს, ხოლო ხელი ოპოზიციას შეახოცეს).

გაედა ამისა, 1933 წლის დასწყისში ახალმა რაიხსკანცლერმა პრესის თავისუფლება გააუქმა, მარტში პარლამენტს უფლებამოსილება შეუკვეცა, ხოლო აპრილში – ფედერალური მიწების ხელისუფლების რგოლები გააუქმა. ამის შემდეგ, თავისუფალი პროფკავშირები დაშალა და ნაციონალ–სოციალისტური პარტიის გარდა, ყველა პარტია კანონგარეშედ გამოაცხადა.

ფიურერის ბრძანებით დაიწყო ებრაელების კუთვნილი მაღაზიების ბოიკოტირება. გარდა ამისა, ებრაელებს აეკრძალათ ექიმებად, ადვოკატებად და მასწავლებლებად მუშაობა. და ამ სურათის დასასრულებლად, უნდა აღინიშნოს, რომ 1933 წლის გაზაფხულზე, პოლიტიკური პატიმრებისთვის, პირველი საკონცენტრაციო ბანაკიც შეიქმნა.


მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერებისთვის, ჰიტლერის მზაკვრობის შესახებ ყველაფერი ცნობილი იყო, ისინი მას «მოლაპარაკების უნარიან, სახელშეკრულებო პარტნიორად მიიჩნევდნენ». ხოლო, ამ პოლიტიკური სიბრმავის შედეგი, II მსოფლიო ომის დაწყება და ჰიტლერის, თუნდაც ცოტა ხნით, მსოფლიოს მბრძანებლობა გახდა.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. რაზე ოცნებობდა ფილმის – «სამი კაკალი კონკიასათვის» ვარსკვლავი და ვინ გახდა მისი ცხოვრების ნამდვილი პრინცი
2. ჰიტლერის უკანასკნელი ინტერვიუ — რას ფიქრობდა ის სტალინის შესახებ

3. ვისთვის და რატომ არ შეიძლება გარგარი. მისი დღიური ნორმა ჯანმრთელი ადამიანისთვის

4. აქ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს (15 ფოტო)

5. ამერიკაში ვეშაპმა მამაკაცი გადაყლაპა
6. 80 წლის შემდეგ – როგორი იქნება ჩვენი პლანეტა საუკუნის ბოლოს


1
933
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
933
  
2021, 21 ივნისი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1