x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა ბედი ეწია სტალინის შვილს, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ? – რეალური ისტორია

იაკობ ჯუღაშვილის შესახებ, ჯერ კიდევ ბევრი ჭორი დადის. ზოგი ამბობს, რომ ის ფაშისტებთან თანამშრომლობდა. ხოლო შემდეგ, უბრალოდ, სხვა სახელით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა... იქ კი, დიდი ხნის მანძილზე, CIA-ში მუშაობდა. არსებობს ასევე აზრი იმის შესახებ, რომ ის სსრკ-ში, ასევე სხვა გვარ–სახელით დაბრუნდა.

ხალხში ასობით ასეთი ამბავია და მითია გავრცელებული და ამ ისტორიებს, ზოგჯერ, საკმაოდ ცნობილი და სერიოზული ისტორიკოსები კი ჰყვებიან, რაც განსაკუთრებით გასაკვირია. სინამდვილეში, ეს ჭორებია, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ყველაფერი ბევრად უფრო გამჭვირვალე იყო. იაკობ ჯუღაშვილი უბრალოდ კი არ თანამშრომლობდა ფაშისტებთან, – მათთან საუბარზეც კი უარი თქვა...


image


ეს ისტორია კი, ასე დაიწყო: იაკობ ჯუღაშვილმა, რომელიც საარტილერიო პოლკის ბატარეის მეთაური იყო, 1941 წ. 13 ივლისს მტრის ბატარეა, დაახლოებით, ასამდე ჯარისკაცით და ორი ტანკსაწინააღმდეგო მოწყობილობა გაანადგურა და ამისთვის, სხვა მეომრებთან ერთად, ის "წითელი დროშის ორდენზე" იყო წარდგენილი. თუმცა, მისი დაჯილდოება ვერ მოხერხდა, რადგან ამ ბრძოლიდან, 3 დღის შემდეგ, სსრ კავშირის ბელადის შვილი ტყვედ ჩავარდა. ის ფაშისტებმა იმ დროს დაიჭირეს, როდესაც მისი რაზმი ლიოზნოს (ბელორუსი) ალყიდან გამოდიოდა.

უკვე პირველივე დაკითხვებზე, იაკობმა არ დაიმალა და აღიარა, რომ ის სტალინის შვილი იყო. გასაგებია, რომ მას, მაშინვე არ დაუჯერეს და შემდგომში, არაერთხელ დაკითხეს. გერმანელები ფიქრობდნენ, რომ ტყვე, საბჭოთა ბელადის შვილად თავს იმიტომ ასაღებდა, რომ საკონცენტრაციო ბანაკის მცველები, მისადმი ლმობიერები და ლოიალურები ყოფილიყვნენ. მაგრამ, სინამდვილეში, იაკობი არანაირ ლოიალობას არ ელოდა – მან ამაყად განაცხადა, რომ სტალინის შვილი იყო და რომ ფაშისტები მას ვერ გატეხდნენ...


image


მას შემდეგ, რაც იაკობი ბრძოლის ველიდან გაუჩინარდა, მისი ძებნა, აქტიურად დაიწყო. შეუძლებელი იყო იმის დაშვებაც კი, რომ სტალინის შვილი ტყვედ ჩავარდა. ერთის მხრივ, – ის სტალინის შვილი იყო და მეორეც – მაშინ ტყვედ ჩავარდნა – თითქმის, ღალატად ფასდებოდა. ითვლებოდა, რომ თითოეულ წითელარმიელს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა ებრძოლა, ნებისმიერი მსხვერპლი გაეღო, მაგრამ, ტყვედ არ უნდა ჩავარდნილიყო. მოგვიანებით, მარშალი ჟუკოვი მემუარებში იხსენებდა, რომ სტალინი, იაკობის შესაძლო ტყვეობის ამბავს, ძალიან განიცდიდი რადგან კარგად იცოდა, რომ როგორც კი გერმანელები გაიგებდნენ, თუ ვინ იყო, მისთვის იქიდან გამოსვლა, უკიდურესად რთული იქნებოდა. სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი ვარაუდები დადასტურდა – 20 ივლისს, გერმანელებმა რადიოთი გამოაცხადეს, რომ სტალინის შვილი მათთან იყო და რომ მალე, მოსკოვსაც აიღებდნენ... და უფრო მეტიც, ისინი ჭორებს ავრცელებდნენ, რომ იაკობი ნაცისტებთან თანამშრომლობას დათანხმდა. მაგრამ, რეალურად რა ხდებოდა და სად ჰყავდათ ყველაზე სახელოვანი ტყვე?

imageთავდაპირველად, ბელადის შვილი აღმოსავლეთ პრუსიის სამხედრო ტყვეთა ბანაკში მოათავსეს. სწორედ იმ ბანაკში მოხდა ისეთი რამ, რის გამოც, იაკობმა ფაშისტებთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა.

საქმე იმაში იყო, რომ ბანაკში მისი გადაყვანის პირველივე დღეებიდან, მისდამი უფრო ლოიალური დამოკიდებულება არსებობდა, ვიდრე სხვების მიმართ – მას მძიმე ფიზიკურ სამუშაოებზე არ უშვებდნენ, არ აწამებდნენ და არ ჩაგრავდნენ. მასთან უბრალოდ, თანამშრომლობაზე "საუბრობდნენ". ერთ დღესაც, მან საუბარზე უარი თქვა, უარი თქვა მეორედაც, შემდეგ კიდევ... გაირკვა, რომ გერმანელები, მასთან საუბრებს იწერდნენ. შემდეგ, ამონტაჟებდნენ და ყალბ ჩანაწერებს ავრცელებდნენ, რომელშიც იაკობ ჯუღაშვილი, გერმანულ არმიაზე დადებით კონტექსტში საუბრობდა და წითელარმიელებს მათ მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებდა. აღნიშნული ჩანაწერები ელვის სისწრაფით გავრცელდა და ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, იაკობამდეც მივიდა... სწორედ მაშინ თქვა მან ფაშისტებთან ურთიერთობაზე და მათთან საუბარზე უარი.

როდესაც ფაშისტები მიხვდნენ, რომ მისგან ვერაფერს მიიღებდნენ, გესტაპოს ცენტრალურ ციხეში გადაიყვანეს. იქ ისევ აგრძელებდნენ მის თანამშრომლობაზე დაყოლიებას, მაგრამ უფრო უხეში ფორმებით, რადგან ეს მაინც გესტაპო იყო და სხვაგვარად არ შეეძლოთ.


image


გესტაპოში საუბრების შემდეგ, ფაშისტები საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მათი დაყოლიების მეთოდებს არანაირი შედეგი არ ექნებოდა და იაკობი მათთან თანამშრომლობას არ აპირებდა. ამიტომ, ის ჰამელბურგის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც მისადმი დამოკიდებულება ძალიან მკაცრი და სასტიკი იყო. მარტივად რომ ვთქვათ, გერმანელებს მისი შეშინება და მორალურად გატეხა სურდათ. იაკობი შიმშილობდა, მუდმივად განიცდიდა ბულინგის, საკონცენტრაციო ბანაკის დაცვის მხრიდან. ხშირად, მას სამუშაოზე, ძილის, სადილის და დასვენების გარეშე გზავნიდნენ. ამ რეჟიმში, რამდენიმე თვის მანძილზე ცხოვრების შემდეგ, 1942 წლის აპრილში, იაკობი ისევ გესტაპოს ცენტრალურ ციხეში გადაიყვანეს და მასთან საუბარი, ისევ თანამშრომლობიაზე დაიწყეს.

imageასეთი საუბრები 1943 წლის თებერვლამდე გრძელდებოდა... საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, გერმანელებს იმედი არ დაუკარგავთ და ცდილობდნენ, ხალხის ბელადის შვილი თავის მხარეს გადაეყვანათ. მაგრამ, ყველაფერი ამაო აღმოჩნდა. იაკობი ფაშისტებთან თანამშრომლობას არ დათანხმდა. შედეგად, ჰიმლერის პირადი ბრძანებით, ის საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკი გადაგზავნეს, სადაც მას ისევ ექცეოდნენ, როგორც სხვა ტყვეებს.

ამბობდნენ, რომ ბანაკში, იაკობი დეპრესიაში ხშირად ვარდებოდა. მასზე განსაკუთრებით დამთრგუნველად ბანაკის რადიოთი, ხშირ-ხშირად, გადმოცემული სტალინის შემდეგი სიტყვები მოქმედებდა: "ჩვენ არა გვყავს სამხედრო ტყვეები, გვყავს მხოლოდ სამშობლოს მოღალატეები", – ამბობდა ბელადი და აი, 1943 წლის 23 აპრილს, იაკობმა ბარაკში შესვლაზე უარი თქვა და "მკვდარი ზონისკენ" გაიქცა. ხოლო გუშაგმა, გაქცეულ ტყვეს ესროლა...

არის კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვით, იაკობ ჯუღაშვილი 1941 წლის 16 ივლისს ბრძოლის ველზე დაიღუპა. ამის შესახებ, მაშინვე გახდა ცნობილი გერმანელების გენშტაბისთვის (ალბათ იმიტომ, რომ მას ომის დროსაც უთვალთვალებდნენ). სტალინის შვილის გარდაცვალების ფაქტი ჰიტლერსაც აცნობეს. სწორედ მისი ბრძანებით შეიქმნა ლეგენდა იაკობის ტყვედ ჩავარდნის შესახებ. ჰიტლერს არ უნდოდა, რომ სტალინს შეეტყო შვილის სიკვდილის შესახებ, რადგან არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა მას. ერთი იყო მოწინააღმდეგესთან ომის წარმოება და სულ სხვა – შვილის სიკვდილით გამწარებული მამის შურისძიება.

ამრიგად, იაკობ ჯუღაშვილი გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე, რისთვისაც 1977 წლის 28 ოქტომბერს, გერმანელ–დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილის და გამოჩენილი თავდადებისთვის, ის საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, 35 წლის დაგვიანებით, ის "სამამულო ომის I ხარისხის ორდენით" დააჯილდოვეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰიტლერის ანდერძი და წინასწარმეტყველება, რომელიც უკვე ახდა

* რატომ არ ჰყავთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს შვილები? – საინტერესო ტენდენცია

* იგავი ბრძენზე და პროვოკატორზე - რჩევა, თუ როგორ გაუმკლავდე შეურაცხყოფას და სიძულვილს

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



8
1403
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1403
  
4 ივნისი, 18:17
გენიოსმა ადამიანმა ასევე თქვა: "დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტებაო".
თუ დისკუსია არ მოგწონს თქვი და დავამთავროთ!
შენ შენს აზრს გამოხატავ, მე ჩემსას, რა შუაშია აქ აზრის გამოტანა?
მერე როდის გითხარი გეკამათები მეთქი, მე საერთოდ არ მიყვარს კამათი, რასაც ვერ ვიტყვი ჯანსაღ დისკუსიაზე, სადაც სხვის აზრს ვუსმენ ბოლომდე.
რა მაქვს შენთან საკამათო, მტერი კი არა ხარ ჩემი. :)
4 ივნისი, 18:12
ჟიკოვის მემუარები და სერთოდ მემუარები ყველაფერი ნაგავია, იმიტომ რომ მემუარებში ადამიანები ფაქტებს აღწერენ ისე რამდენადაც თვითონ არიან გათახსირებულები. ესეც ერთმა გენიოსმა თქვა მე არ მითქვამს. ამოტომ არავის მემუარების დაჯერება არ შეიძლება, მხილოდ ფაქტები. თან ეს ფრაზა რაც მოიყვანე ჟუკოვის მემუარებიდან არაა ვირაცა წერს ჟუკოვის მემუარებიდანააო. ხო გეუბნები წაკითხულიდან აზრი ვერ გამოგაქ მეთქი. ხო კიდე რატომ უნდა სცოდნოდა ბანაკის უფროს რომ ოპერატიული თამაში მიმდინარეობდა. შენ ბანაკის უფროსი ვინ გგონია? ესენი იყვნენ უინტელექტი ყარაულების უფროსები. მაგას მიუყვანეს ტიპი და უთხრეს ეს იაკობიაო. რაო ეჭვი უნდა შეტანა? იცნობდა ადრე?. თუ ბავშვები მოუნათლა და პურმარილზე ერთად იჯდნენ? მწერ სსრკს ექსპერტებმა დაამტკიცეს ფოტოშოპი არ არისო. დაგიდე საწინააღმდეგო დასკვნა, მერე მწერ ფოტოშოპი დავწერე მაგრამ სხვარამე ვიგულისხმეო, თუ კამათობ გამართულად იკამათე. და თუ შენთვისაც ბევრი რამეა გაუგებარი სულ პირველ კომენტარში რატომ ამტკიცებ რომ იაკობი ცოცხალი იყო, თან ლოგიკას იშველიებ?
4 ივნისი, 17:39
ფაქტია, სტალინს არ უთქვამს "ჯარისკაცს ფელდმარშალზე არ ვცვლიო", მაგრამ თუ მარშალ ჟუკოვის მემუარული ჟანრის წიგნს რა ვუყოთ?
ცნობილი ფაქტია იაკობი ალყაში მოხვედრისას უგზოუკვლოდ დაიკარგა, "სმერშის" ელიტარული დანაყოფი უშედეგოდ ეძებდა. ისიც ფაქტია იაკობმა მამასთან უთანხმოების გამო მკერდში, რომ დაიხალა ტყვია. იაკობი, რომ ჰყოლოდათ ტყვედ კინოფირსაც აუცილებლად გადაუღებდნენ გერმანელები-ესეც აქსიომაა ჩემთვის.
ბურუსითაა ეს საკითხი მოცული და მტკიცებულებით ფორმაში ვერ ვიტყვით ზუსტად ასე იყოო. სადამ ჰუსეინი იაკობის შვილიაო, ესეც გაგონილი გექნება. ათასი ჭორ-მართალი აიზილა ერთმანეთში.
ამონაწერი მარშალ ჟუკოვის მემუარული წიგნიდან: "А вот что Сталин точно говорил, то хорошо известно. Жуков в своих "Воспоминаниях и размышлениях" пишет, что однажды во время прогулки с вождем он поинтересовался судьбой его старшего сына, на что Сталин задумчиво ответил: "Не выбраться Якову из плена. Расстреляют его фашисты. Нет, он предпочтет любую смерть измене Родине".
4 ივნისი, 17:28
წაკითხულიდან აზრი ვერ გამოგაქვსო მწერ და ეს არასწორია შეფასებაა.
როგორ წარმოგიდგენია შექმნილიყო "ლეგენდა" და ამ "ლეგენდაში" კომენდანტი არ ყოფილიყო ჩართული?
რა მტკიცება უნდა სსრკ-ს დროს ფოტოშოპი, რომ არ იყო, კი უნდა მიმხვდარიყავი წესით რას ვგულისხმობდი.
აპოკალიპტო, თუ დააკვირდი მე არაფერს ვამტკიცებ, ვამბობ იმას რაც იბეჭდებოდა და იბეჭდება დღემდე.
სოროკინის მემუარია "миф или реальность"-ეს წიგნი იშვიათობას წარმოადგენს, რადგან ხრუშჩოვმა აკრძალა მისი გამოცემა და ბიბლიოთეკებიდანაც კი ამოაღებინა.
იმ წიგნშია უამრავი სურათი, გამიჯნულია რომელია დამონტაჟებული და რომელია რეალური.
ეტყობა ბოლომდე არ წაგიკითხავს კომენტარი, თორემ ნახავდი, მე არ მითქვამს იქ წერია სურათები იაკობის ტყვეობას ამტკიცებს მეთქი.
იგივე სოროკინი და მისი ჯგუფი აღნიშნულ წიგნში წერენ, რომ იაკობის "როლს ბანაკებში" თამაშობს პოლონელი ებრაელი, როცა "ტყვე იაკობზე" საუბრობენ "ზაკსენჰაუზენის" ოფიცრები, არც ისინი ტყუიან, მაგრამ უდიდესი ალბათობით არც კი იცოდნენ, რომ ის იაკობი კი არა ორეული იყო.
4 ივნისი, 17:02
შენ ეტყობა წაკითხულიდან აზრი ვერ გამოგაქ. კომენდანტამა არ იცოდა რომ "ტყვე" იაკობი არ იყო. დაზვერვამ არ შეატყობინა რომ ოპერატიული თამაში მიმდინარეობდა.. სსრკს დროს ფოტო შოპი არ არსებობდა არსებობდა ფოტო მონტაჟი. სსრკს დროს იაკობის საბუთებს აშშ-ში ჯერ კიდევ გრიფი საიდუმლო ედო. რა გუჭირდა მესამე რეიხს ამისთანა კინო კადრები რომ ვერ გადაიღო. ან იაკობის ხმა არ ჩაიწერა, ჰააა? ასობით ათასს საბჭოთა დატყვევებული ჯარისკაცის კინოკადრებს იღებდნენ და ყველაზე მთავარი ტყვისთვის შენი ლოგიკით ალბათ კინო ფირი გაუთავდათის ხომ? ამას ხომ ვრ ამიხსნი. ქვემოთ მიგიწერე პათანატომის დასკვნა არსებობს მეთქი მარა ეტყობა ბოლომდე არ წაგიკითხავს.

ხო კიდე სად დევს სსრკს საუკეთესო სპეციალისტების დასკვნა ვერაფრით ვერ მივაგენი. რასაც მივაგენი არის ეს


На основании проведенной экспертной оценки специалисты установили, что из одиннадцати немецких фотоматериалов семь являются фото- и типографской репродукцией, на восьми снимках установлено наличие ретуши изображения, три изготовлены путем фотомонтажа (в том числе и для придания в изображении Якова Джугашвили иного состояния мимики). На одном из снимков было также выявлено применение в фотомонтаже зеркального изображения (напечатанного с перевернутого негатива).
4 ივნისი, 15:38
ნუ ეს სურათები ფოტოშოპი, რომ არაა ამ სფეროს საუკეთესო სპეციალისტებმა დადეს დასკვნა ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს.
იაკობი არტილერისტი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს არტილერისტები ხშირად იღებდნენ კონტუზიას და ტყვედაც ბარდებოდნენ, ვლასოვმა მთელი არმია ჩააბარა გერმნელებს ფაქტია.
ნიურბერგის პროცსზე ყოფილ გერმანელ კომენდანტს რუსები ვერ აიძულებდნენ ტყუილი ეთქვა, ის კომენდანტი რატომ დაიმძიმებდა ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფ საქმეს?
არა, ეგ ნაღდად არ ფიქსირდება არსად, რეჟისორის იდეა იყო უბრალოდ.
4 ივნისი, 12:57
რაც ლოგიკურია ყველაფერი ჭეშმარიტება არ არის. ეს მე არ მითქვამს ერთმა გენიოსმა თქვა.
ეს სურათები ყველაფერი ფოტო მონტაჟია. გერმანელებს ხელში ჩაუვარდათ დაღუპული იაკობის საბუთები. გერმანელების მიერ იაკობის ტყვედ ჩავარდნის გამოცხადების შემდეგ ნკვდ-მ იაკობის მეუღლე დააპატიმრა დაკითხვის დროს აღმოჩნდა რომ იაკობის ცოლს თან ქონია ოჯახის ალბომი ომამდე გერმანიაში მკურნალობის დროს. გერმანელებმა იცოდნენ ეს ქალბატონი ვინც იყო და სურათების კოპიები გააკეთეს. უნდოდათ მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონოდათ სტალინის ოჯახის წევრებზე. საკონცენტრაციო ბანაკში მართლაც იჯდა ტიპი ვინც იაკობს წააგავდა იმისთვის რომ საბჭოთა დაზვერვა დარწმუნებულიყო რომ იაკობი ცოცხალია. ბანაკის უფროსმა არ იცოდა რომ ეს იაკობი არ იყო. გერმანიის დაზვერვას დაგეგმილი ქონდა სტალინზე ფსიქოლოგიური ზემიქმედება. ის ტიპი მართლაც მოკლეს და გამოაცხადეს რომ გაქცევის დროს შემოკვდათ. იაკობი ტყვედ რომ ყოფილიყო იქნებოდა კინო კადრები გებელსს მაგი არ გაუჭირდებოდა პროპაგანდისთვის.
ყველაფერს ფარდა ახადა ამერიკელების მიერ განსაიდომლოებულმა საბუთებმა იაკობის ტყვეობის და გარდაცვალების შესახებ. კეძოდ დოკუმენტმა პათოლოგანატომის მიერ გვამის დათვალიერების ოქმმა. ვარიანტი არ იყო გერმანელ ექიმს რამე გამორჩენოდა. ოქმში არ აღმოჩნდა აღწეილი გულმკერდის არეში ჭრილობის იარა, ეს როცა იაკობმა თვითმვლელობა სცადა. ამის შესახებ გერმანელებმა არაფერი არ იცოდნენ. ამ ოქმის ასლი იაკობ ჯუღაშვილს სტალინის შვილიშვილის შვილს აქვს. ისე იაკობი საკმაოდ კარგი მხატვარია. იაკობის ტყვეობის კინო კადები რომ არ არსებობდა სტალინი მიხვდა რომ იაკობი ცოცხალი აღარ იყო. ფრაზა ჯარისკაცს ფელდმარშალში არ ვცვლი სტალინს არასოდეს არ უთქვამს, რეჟისორმა ოზეროვმა თავის ფილმში "განთავისუფლება"სტალინს ათქმევინა, რაც სინამდვილეში არ ყოფილა.
3 ივნისი, 14:17
იმ ბანაკის კომენდანტმა, სადაც დაიღუპა იაკობ ჯუღაშვილი "ნიურბერგის პროცესზე" აღიარა, რომ იაკობ ჯუღაშვილი გაქცევის ან გაქცევის სპეციალურად იმიტირებისას იქნა მოკლული.
ომში, რომ დაღუპულიყო ლოგიკურად ეს სურათებიც არ იქნებოდა.
0 1 8