x
მეტი
  • 05.12.2021
  • სტატია:115404
  • ვიდეო:352810
  • სურათი:489349
ამერიკაში ვეშაპმა მამაკაცი გადაყლაპა

image


11 ივნისის დილას, ომარების მჭერელმა მაიკლ პაკარდმა, ნადირობის მიზნით, ატლანტიკის ოკეანის წყლებში, ქ. პროვინსტთაუნის (მასაჩუსეტსის შტატი) მახლობლად, მეორედ ჩაყვინთა. თუმცა, კინაღამ, თავად გახდა «ნანადირევი» — ინფორმაციას ფაქტის შესახებ, გამომცემლობა Cape Cod Times ავრცელებს.

როგორც, მოგვიანებით, 56 წლის მამაკაცმა განაცხადა, ის ფიქრობდა, რომ მისთვის უკვე ყველაფერი დასრულდა, რადგან ვეშაპის ხახაში აღმოჩნდა:

«უეცრად ძლიერი რყევა ვიგრძენი, ხოლო, შემდეგი, რაც მახსოვს — ის იყო, რომ ირგვლივ ჩამობნელდა და სრულიად შავი გახდა. ვგრძნობლი, რომ რაღაც მიმართულებით ვმოძრაობდი და იმას, თუ როგორ შეკუმშა ვეშაპმა კუნთები პირის ღრუში», — თქვა პაკარდმა, საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ.


image


«თავიდან ვიფიქრე, რომ ზვიგენმა გადამყლაპა, მაგრამ როდესაც აღმოვაჩინე, რომ კბილები არ ჰქონდა, მივხვდი, რომ ვეშაპის ხახაში ვიყავი. გავიფიქრე, რომ იქიდან თავს ვერაფრით დავაღწევდა და ერთადერთი, რაზეც ფიქრი შემეძლო, ჩემი 12 და 15 წლის ვაჟები იყვნენ», — იხსენებდა მაიკლი.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პირველმა შოკმა გადაუარა, მან ვეშაპიდან თავის დაღწევა სცადა და აკვალანგით წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. ცხოველს ეს არ მოეწონა, წყლიდან ამოყვინთა და მამაკაცი პირიდან გადმოაგდო.

«უეცრად სინათლე დავინახე, ხოლო ვეშაპი, თავს აქეთ–იქით აქნევდა და მივხვდი, რომ სამშვიდობოს ვიყავი», — აღნიშნა პაკარდმა. მისი შეგრძნებით, მან ვეშაპის ხახაში 30−40 წამი გაატარა.

სარეწაო ნავის ეკიპაჟის ერთ–ერთმა წევრმა დაინახა, თუ როგორ გადმოაფურთხა ვეშაპმა მაიკლი, ის ნავზე ამოიყვანა და მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანა. ომარების მჭერელს უმნიშვნელო დაზიანებები ჰქონდა და ის რამდენიმე საათში სახლში გაწერეს.

როგორც სანაპირო კვლევის ცენტრის დირექტორმა ჯუკ რობინსმა აღნიშნა, ვეშაპმა მამაკაცი, სავარაუდოდ, შეცდომით გადაყლაპა. მისი თქმით, კუზიან ვეშაპებს კბილები არა აქვთ, ხოლო მათი საყლაპავი მილი იმდენად პატარაა, რომ ადამიანის გადაყლაპვას, პრაქტიკულად, ვერ შეძლებდა.

პაკარდის აზრით კი, ვეშაპი საშუალო ზომის იყო. ამიტომ, სავარაუდფოდ, ის ვეშაპის შვილი უნდა ყოფილიყო.imageimageარხის სხვა სიახლეები:imageimageimage

1. რაზე ოცნებობდა ფილმის – «სამი კაკალი კონკიასათვის» ვარსკვლავი და ვინ გახდა მისი ცხოვრების ნამდვილი პრინცი
2. ჰიტლერის უკანასკნელი ინტერვიუ — რას ფიქრობდა ის სტალინის შესახებ

3. ვისთვის და რატომ არ შეიძლება გარგარი. მისი დღიური ნორმა ჯანმრთელი ადამიანისთვის

4. ალექსანდრიას კატაკომბები — მიწისქვეშეთის ნამდვილი საოცრება

5. ჩვენი წინაპრების საიდუმლო ცოდნა — ხელოვნური ინტელექტი შუა საუკუნეებში
6. 20 ფოტოშედარება, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

0
930
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
930
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0