x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
II მსოფლიო ომის 10 საიდუმლო, რომელიც დღემდე ამოუხსნელია

II მსოფლიო ომის ისტორიაში, დღემდე უამრავი საიდუმლოა, მიუხედავად იმისა, რომ მას, მთელი მსოფლიოს ისტორიკოსები, გამუდმებით იკვლევენ.

მაგრამ, როგორც ჩანს, განვლილმა 70 წელმა მეცნიერებს საქმე კი არ შეუმსუბუქა, პირიქით, დაუმატა კიდეც: რაც უფრო მეტია ინფორმაცია, მით მეტია გამოცანა, რომლის ამოხსნა არავის შეუძლია. აქ სწორედ 10 მათგანს წარმოგიდგენთ:


ერვინ რომელის დაკარგული განძი
image


სახელგანთქმული «უდაბნოს მელა» (ასე ეძახდნენ გერმანიის არმიის მთავარსარდალს და ფელდმარშალს ერვინ რომელს) ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა, რომ გერმანიას ომი წაგებული ჰქონდა, როდესაც 1942 წლის ოქტომბერში, გენერალ მონტგომერის (ბრიტანეთის არმიის ფელდმარშალი) არმია ელ-ალამეინის (ეგვიპტე) ოპერაციის დროს, შეტევაზე გადავიდა და მისი არმია დაამარცხა. ანიტომ, საჭირო იყო ჩრდ. აფრიკული კამპანიის დროს, ნაძარცვი განძის დამალვა: რომელმა ყველაფერი რამდენიმე გასაბერ ნავზე დატვირთა და ღია ზღვაში გაიტანა, სადაც მას გერმანული წყალქვეშა ნავი უნდა შეხვედროდა. მაგრამ, გერმანიაში და არც სადმე სხვაგან, ეს განძი არ გამოჩენილა. ერთი ვერსიით, ნავის კაპიტანმა ყველაფერი, ჩრდ. ამერიკის სანაპიროდან, არც ისე შორს, წყალქვეშა გამოქვაბულში შეინახა.


Foo Fighters–ის საიდუმლოimage


ომის დროს, ცაში, მოკავშირეთა მფრინავები ხშირად ხვდებოდნენ იდუმალ სფეროებს, რომლებსაც მათ Foo Fighters, ანუ «გამანადგურებლები» შეარქვეს. ამერიკელი მეცნიერები საკითხს სერიოზულად მოეკიდნენ და მოხსენება ამ მოვლენებთან დაკავშირებით, იმ პერიოდის ყველაზე ცნობილ ექსპერტებს, ედვიდ გრისს, ლუის ალვარესს და ჰოვარდ რობერტსონს წარუდგინეს. მიუხედავად ამისა, ვერაფერი გაარკვიეს. ხოლო, ომის დასრულების შემდეგ, ინფორმაციის დიდი ნაწილი სამხედრო დაზვერვამ გაასაიდუმლოვა.


ბრიტანელები ოსვენციმშიimage


ოსვენციმის დოკუმენტებში მოკავშირეების მეომრებმა, ამ ჯოჯოხეთში მოხვედრილი ადამიანების შესახებ, უამრავი ანგარიში აღმოაჩინეს. საბუთებს შორის, რომელიც ბანაკის კომენდანტის სეიფში ინახებოდა, 17 ბრიტანელი ჯარისკაცის სია იყო, რომლებიც ომის დაწყების წინ, დაიკარგნენ. თითოეული მათგანის სახელის გასწვრივ კი, მიწერილი იყო: «ახლა», «არასდროს» ან «მას შემდეგ». შეთქმულების თეორიის და მსგავსი მისტიფიკაციის მომხრეები ვარაუდობენ, რომ ჩანაწერებში საუბარი დროში მოგზაურობაზეა.


ვინ გასცა ანა ფრანკიimage


პატარა გოგონას დღიური, რომლის ოჯახი ნაცისტებისგან, მთელი 2 წლის მანძილზე, ოკუპირებულ ამსტერდამში იმალებოდა, მეორე მსოფლიო ომის ერთ–ერთ შთამბეჭდავ სიმბოლოდ იქცა. ისტორიკოსები 7 ათეული წლის მანძილზე ცდილობენ იმის გარკვევას, თუ ანას რომელმა ახლობელმა გასცა ინფორმაცია მისი თავშესაფარის შესახებ.



ნაცისტების «ზარი»image


Die Glocke (ზარი) ანენერბეს ინჟინერმა ჰანს კამლერმა შექმნა. ამ უცნაური იარაღის გამოცდა ვროცლავის (პოლონეთი) მახლობლად მოხდა. შემდეგ კი, ინჟინერთა ჯგუფმა უზარმაზარ მიწისქვეშა ლაბორატორიაში გადაინაცვლა. Die Glocke კვალი, კიდევ ერთხელ, 1956 წელს გამოჩნდა, როდესაც CIA–მ ზოგიერთ დოკუმენტს გრიფი საიდუმლო მოხსნა. ამ დოკუმენტების თანახმად, აღნიშნული იარაღი უცნობი კონსტრუქციის საწვავის რეაქტორი იყო, რომელის დამონტაჟებას გერმანელები მფრინავ თეფშებზე აპირებდნენ. ხუმრობა იქით იყოს და ამერიკელებმა 4 მსგავსი საფრენი აპარატი აღმოაჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ, საკუთარ მონოგრაფიაში, ცნობილმა ნორვეგიელმა ისტორიკოსმა გუდრუნ სტენსენმა გაასაჯაროვა.


ბრძოლა ლოს–ანჯელესისთვისimage


1942 წლის 25 თებერვლის ღამე ლოს–ანჯელესის მოსახლეობას სამუდამოდ დაამახსოვრდა... და საერთოდ, როგორ შეიძლებოდა, რომ მათ უცხო პლანეტელებთან საჰაერო თავდაცვის ბრძოლა დავიწყებოდათ? იმ ღამეს, წყნარი ოკეანის სანაპიროზე დიდი ზომის ნარინჯისფერი სფეროები გამოჩნდნენ, რომლებიც ლოს–ანჯელესის გარდა, კალვერ–სიტიში და სანტა–მონიკაშიც დააფიქსირეს.


რუდოლფ ჰესის შოტლანდიური მოგზაურობაimage


1941 წლის 10 მაისს, მეორე კაცი რაიხში, ჰიტლერის მოადგილე ნაცისტურ პარტიაში რუდოლფ ჰესი საბრძოლო თვითმფრინავში ჩაჯდა და გეზი ბრიტანეთისკენ აიღო. გაერთიანებული სამეფოს ჩრდილოეთ სანაპირომდე მისვლის შემდეგ, მან თვითმფრინავი ზღვისკენ მიმართა, თავად კი, პარაშუტით გადმოხტა. ის ჰერცოგი ჰამილტონის სასახლემდე მივიდა და პირადად ჩერჩილთან მოითხოვა შეხვედრა. ეს ყველასთვის ნამდვილი შოკი იყო: ჰიტლერმა ჰესი შეშლილად გამოაცხადა — მის საქციელს მართლაც არანაირი ახსნა არ ჰქონდა. დღემდე უცნობია, თუ რატომ გადაწყვიტა მან ბრიტანეთში ჩასვლა, ან რა განიხილა მან, იმ ქვეყნის პრემიერთან, პირისპირ შეხვედრის დროს.


რგოლი 19–ის იდუმალი გაქრობაimage


«რგოლი 19»–ის გაქრობა, მეორე მსოფლიო ომის ავიაციის ისტორიაში, ერთ–ერთი ყველაზე უცნაური შემთხვევა იყო. 5 ბომბდამშენი «ევენჯერი» (The Grumman TBF Avenger – ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი), გამოცდილი მფრინავებით, ბაზიდან სავარჯიშო მისიაზე გაფრინდა. 2 საათიანი ფრენის პერიოდში, ტექნიკურად, ყველაფერი გამართულად მუშაობდა და მეტეოროლოგიური პროგნოზი ფრენისთვის შესაფერისი იყო. მაგრამ, რგოლის ლეიტენანტმა ტეილორმა, რომელსაც «ევენჯერზე» ფრენის 2500 სთ-ის გამოცდილება ჰქონდა, უკან მოსაბრუნებელი გზა ვეღარ იპოვა. ტეილორსა და ბაზას შურის, რამდენიმე საათი მოლაპარაკება მიმდინარეობდა. მის დასახმარებლად, რგოლის დანარჩენი მფრინავებიც გაემართნენ და როგორც დიალოგებიდან გაირკვა, მათ სანაპიროს მიმართულება დაკარგეს. ხოლო შემდეგ, კავშირზე საერთოდ აღარ გამოვიდნენ. კვადრატი, სადაც შეიძლებოდა მფრინავები ყოფილიყვნენ, საფუძვლიანად შეამოწმეს, მაგრამ კვალს ვერ მიაგნეს.


ჰიტლერის სიკვდილიimage


შეიძლება, ფანტასტიკურად ჟღერს, მაგრამ, ჰიტლერს გაქცევის შესაძლებლობა მართლაც ჰქონდა... მისი სიკვდილის ოფიციალურ დღეს — 1945 წლის 1 მაისს, ალყაშემორტყმული ბერლინიდან ტანკების კოლონამ შეძლო გამოსვლა, რომელიც რამდენიმე ბრონირებულ «ჰორხს» («Horch» – მსუბუქი ავტომობილი) აცილებდა. ტანკები ერთი დღის შემდეგ აღმოაჩინეს, მანქანები კი უკვალოდ გაქრა. ისტორიკოსების ერთი ნაწილი თვლის, რომ ჰიტლერი, შეიძლება, ჰამბურგში ჩასულიყო, სადაც წყალქვეშა ნავების სპეციალური განყოდილება — «ფიურერის დაცვა» იყო ბაზირებული. მაისის ბოლოს კი, იქიდან არგენტინის მიმართულებით, U-530 წყალქვეშა ნავი გავიდა. ადგილზე ჩასული ეკიპაჟი მოკავშირეებს ჩაბარდა. მაგრა, მის ბორტზე აღარაფერი იყო — არც დოკუმენტები, არც საბორტო ჟურნალი და არც რაიმე კვალი, რომელიც ნავში სხვა ადამიანების მგზავრობაზე მიანიშნებდა.


«ოქროს მატარებელი»image


ვროცლავში (პოლონეთი) დამარცხების შემდეგ, გერმანელებმა ქალაქიდან ჯავშნიანი მატარებელი გაიყვანეს, რომელიც, როგორც თვითმხილველები ამტკიცებდნენ, ოქროს ზოდებით იყო სავსე. ვალბრზიხისკენ მიმავალი 150 მ–იანი შემადგენლობა გზაში გაუჩინარდა. იმ რეგიონში, მიწისქვეშა გვირაბების უდიდესი ქსელია და როგორც ამბობენ, მატარებელი დღემდე, რომელიმე მათგანში დგას. მაგრამ, საძიებო ოპერაციებს დღემდე შედეგი არ გამოუღია...

imageimageimageimageimageimageimage



0
3066
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3066
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0