ბიოგრაფია "ბედნიერი რომ ვიყო, კვირაში სამჯერ მაინც უნდა მქონდეს ეს" - ანა ტატანჯელო 2022, 9 იანვარი, 14:06 9 იანვარს დაბადებიდან 35 წელი შეუსრულდა თანამედროვე პოპ-მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად იტალიელ მომღერალს ანა ტატანჯელოს, რომელიც "სან-რემოს" სიმღერის ფესტივალის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა, ხოლო მშობლიურ იტალიაში მისმა 20-მდე ჩანაწერმა მიიღო ოქროს და პლატინის სერთიფიკატი. გოგონას მუსიკალური კარიერა იწყება 1994 წლიდან, როდესაც ის ჯერ კიდევ 7 წლის იყო. იგი მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებებში, როგორც პროვინციულ, ასევე რეგიონალურში. 1999 წელს მან მეორე ადგილი დაიკავა დელა კანცონეს მინიფესტივალზე ვიტერბოში, ხოლო მომდევნო წელს გაიმარჯვა კიდეც. 2001 წელს მან მონაწილეობა მიიღო კონცერტში La nota d'oro di Blera, სადაც გაიმარჯვა კონკურსში „Bravissimi in tour“ . ასევე ორმაგი მეორე ადგილი დაიკავა "Una voce per ..."- კონკურსის ფინალ ეტაპზე და კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა "Castelliri in Music"-ზე. 2001 წელს 14 წლის ასაკში, მან წარადგინა მისივე დაწერილი პირველი სიმღერა- Dov'è il coraggio. ამავე სიმღერისთვის მან გადაიღო თავისი პირველი ვიდეო და ხელი მოაწერა პირველ კონტრაქტს CSB Italia - Casalba-სთან. 2002 წელს 15 წლის ასაკში ანა სან-რემოს ფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა, სიმღერით Doppiamente fragili. ამის შემდეგ 2003 წელს მან სიმღერა "Un nuovo bacio" (ახალი კოცნა), ჩაწერა ჯიჯი დ'ალესიოსთან ერთად, 2004-ში კი "Il mondo e mio" (ჩემი მსოფლიო), რომელიც ასევე მის ალბომ Attimo x attimo-ში შევიდა, რომელიც 2003 წელს გამოვიდა. 2005 წელს ანას კიდე უფრო პოპულარობამ მისმა მე-2 ალბომმა "Ragazza di periferia" (გოგონა გარეუბნიდან) მოუტანა. ამ ალბომში უმეტესი სიმღერები ქმართან ერთად, ჯიჯი დ'ალესიოსთან ერთად იყო დაწერილი. წარმატება საკმაოდ სოლიდური იყო, დღეისთვის ალბომი იტალიაში ორგზის პლატინურია -გაყიდულია 160 000 ეგზემპლარი. 2006 წელს ანამ კიდევ ერთხელ მოიგო სან-რემოს ფესტივალი სიმღერით "Essere una donna" (იყო ქალი). 2007 წელს ანა აგრძელებს თავის წარმატებულ გზას, მე-3 ალბომის "Mai dire mai" (არასდროს თქვა არასდროს) გამოშვებით. ეს 1-ლი ალბომია სადაც უმეტესი სიმღერები თვითონვე ანას დაწერილია.ესეც პლატინის სტატუსს იძენს იტალიაში (100 000 გაყიდული ასლი) და ამის გარდა ალბომი მოულოდნელად ხვდება Billboard European Hot 100-ში(ევროპის ყველაზე გაყიდვადი ალბომების ჩარტი) 2008-ში ანა ისევ სან-რემოს ფესტივალზე მონაწილეობს, მაგრამ ამჯერად მე-2 ადგილს სჯერდება, სიმღერით "Il mio amico" (ჩემი მეგობარი), რომელიც თავის საუკეთესო მეგობარ კლაუდიოს მიუძღვნა. ანას შემდეგი ალბომებიც წარმატებას აღწევს, 2011 წელს ის კვლავ მონაწილეობს სან-რემოს ფესტივალზე, სიმღერით "Bastardo" (ნაბიჭვარი), თუმცა მხოლოდ მე-9 ადგილს დასჯერდა. მთლიანად ანა 8-ჯერ მონაწილეობდა სან-რემოს ფესტივალზე, მისი ბოლო გამოსვლა შედგა 2019 წელს, სადაც მან 22-ე ადგილი დაიკავა სიმღერით Le nostri anime di notte. ამის გარდა, ამავე პერიოდიდან იტალიური X Factor-ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი ხდება. ასევე მონაწილეობს "ცეკვავენ ვარსკვლევებში". ამის გარდა ანას იღებენ ფილმებშიც, მისი დებიუტი კინოში შედგა 2005 წელს, 2017 წელს იგი გადაიღეს კინოკომედიაში "შობა სამხრეთში"(Un Natale al Sud) ამის გარდა ანა ტატანჯელო ტელეწამყვანიცაა და სხვადასხვა ტელეპროექტებში მონაწილეობს. დღეისათვის ამა ტატანჯელოს 100-მდე სიმღერა აქვს ჩაწერილი, რომლის საერთო გაყიდვებმა 1, 6 მილიონ ასლს გადააჭარბა. ანა ტატანჯელოს ბოლო ალბომი "Anna zero" 2021 წლის მაისში გამოვიდა. რაც შეეხეაბ პირად ცხოვრებას, ანა 2020 წელს დაშორდა ქმარს, მუსიკოს ჯიჯი დ'ალესიოს, რომელთანაც მომღერალს ერთი ვაჟი ანდრეა შეეძინა, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მომღერალი სინანულით ამბობს:" უფრო ბევრი შვილების ყოლა მსურდა, ჯერ კიდევ 34 წლის ვარ". ამჟამად მომღერალს ურთიერთობა აქვს მისავე კოლეგასთან-რეპერ ლივიო კორისთან და ცდილობს რაც შეიძლება, კონფედენციალობა დაიცვას, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ იგი საკუთარ პიკანტურ სურვილებს ღიად აფიქსირებდა: "ჩემს სექსუალურ ცხოვრებაში როდისმე რაიმემ გამაოცა?-მოდით წინ ვიყუროთ...როდესაც ერთს ელოდები და სინამდვილეში სხვა რამეა..ბედნიერი რომ ვიყო, ეს უნდა ვქნა, სულ მცირე კვირაში სამჯერ მაინც". ასევე დაგაინტერესებთროგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ორიოდე დღის წინ, ფილტვის კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი და ტელეწამყვანი რაფაელა მარია რობერტა პელონი, რომელიც მთელ მსოფლიოში Raffaella Carra- ს სახელით იყო ცნობილი. საბჭოთა მაყურებლებს ახსოვთ სან რემოს ფესტივალის ჰიტები და სიყვარული მათი გმირებისადმი .... 1951 წლის 4 მარტს დაიბადა ცნობილი ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი, დამახასიათებელი ხმის ტემბრით და სლაიდ გიტარის დაკვრით -კრისტოფერ ენტონი რი- ანუ პოპ-მუსიკაში ცნობილი, როგორც კრის რი. კრის რი დაიბადა იორკშირში, მიდლსბროში, კამილო რეას (იტალიურად ასე გამოითქმის)-იუგოსლავიური წარმოშობის იტალიელი ემიგრანტი... "გიტარის მეფეს" ჯიმი ჰენდრიქსს დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა ჯიმი ჰენდრიქსი დაიბადა სიეტლში, 1942 წლის 27 ნოემბერს, ინდიელი ედ ჰენდრიქსისა და ლუსილ ჯეტერის ოჯახში. დედამისმა მას ჯონი ალენი დაარქვა, მაგრამ ფრონტიდან დაბრუნებულმა მამამ, ბავშვს სახელი შეუცვალა და ჯეიმს მარშალი დაარქვა. შემდეგ კი სახელი შემოკლდა ჯიმიზე. 1951... 1996 წელს მსახიობი ლოლო ფერარი შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი მკერდის პატრონი, მან ეს წარმატება 1999 წელსაც გაიმეორა. 2000 წელს კი სააქაო ცხოვრება დატოვა. "ზრდასრული კინოს" მსახიობის ცხოვრებას ბედნიერს ვერ დაარქვეს: საეჭვო მფარველები, ათობით პლასტიკური ოპერაცია და პროგნოზირებადი დასასრული. ... 1953 წლის 2 სექტემბერს, მოსკოვში დაიბადა თეატრის და კინოს რუსი მსახიობი ელენე პროკლოვა, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა საკუთარი კარიერის განმავლობაში 40-ზე მეტ ფილმში ითამაშა, მათ შორის საკმაოდ დასამახსოვრებელი როლებით, მაყურებელმა სწორედ "მიმინოში" შესრულებული ეპიზოდური როლით დაიმახსოვრა იგი. ... 946 3-ს მოსწონს
|