ბიოგრაფია "მხოლოდ გეებს ვხვდებოდი"-საყოველთაოდ ცნობილი იტალიელი ქალის ისტორია 2021, 7 ივლისი, 15:49
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ორიოდე დღის წინ, ფილტვის კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი და ტელეწამყვანი რაფაელა მარია რობერტა პელონი, რომელიც მთელ მსოფლიოში Raffaella Carra- ს სახელით იყო ცნობილი. საბჭოთა მაყურებლებს ახსოვთ სან – რემოს ფესტივალის ჰიტები და სიყვარული მათი გმირებისადმი . თუმცა რაფაელა კარას როლი ევროპულ კულტურულ პროცესში ბევრად უფრო ფართო იყო, ვიდრე პოპ-სიმღერები ვთქვათ იგივე სან-რემოდან, დღეს შევეცდებით გაგაცნოთ რაფაელა კარა, არა როგორც უბრალოდ მომღერალი, როგორც აქამდე პოსტ საბჭოთა მსმენელის უმეტესობა იცნობდა, არამედ ხელოვანი ქალი, როგორც იტალიის და მსოფლიო კულტურის ნაწილი.
იგი ადრეული ასაკიდან მუშაობდა ტელევიზიაში. მისი სატელევიზიო კარიერა ჯერ კიდევ 1950-იანების შავ-თეთრ სატელევიზიო შოუების დროს იწყება და სრულდება The Voice- ს იტალიურ ვერსიით, რომლის ჟიურის შემადგენლობაშიც იყო 2010-იან წლებში. რაფაელა ეკრანზე პირველად რვა წლის ასაკში გამოჩნდა მარიო ბონარდის ფილმში „წარსულის ტანჯვა“. გასული საუკუნის 50 – იანი და 60 – იანი წლები მისთვის სავსე იყო კინოში გადაღებებით, სატელევიზიო პროექტებში მონაწილეობით თუ თეატრალურ სცენაზე თამაშით. გადასაღებ მოედანზე მისი სრულფასოვანო პარტნიორი თვით ფრენკ სინატრა იყო ფილმში "ფონ რიენის მატარებელი", 1965, ითამაშა მიუზიკლში მარჩელო მასტროიანთან ერთად ("ჩაო, რუდი!", 1966). თუმცა მსახიობის აღიარებით, ჩვეულებრივ ცხოვრებაში ის მხოლოდ გეებს ხვდებოდა: "ყოველ შემთხვევაში ხელებს მაინც არ მიფათურებდენ". 1968 წელს კარა შეერთებულ შტატებში წავიდა და ერთი თვის განმავლობაში ყოველ საღამოს უყურებდა მიუზიკლს "თმებს"(Hair) სამშობლოში დაბრუნებულმა ფოკუსირება მომღერლის კარიერაზე გადაიტანა. სიმღერა "Ma che musica Maestro", რომელიც ჩაწერა შოუ "Canzonissima" - სთვის, გახდა ყველაზე პოპულარული ჰიტი და მისმა სადებიუტო ალბომმა "Raffaella" მიიღო ოქროს სტატუსი. 1971 წელს რაფაელა კარამ უფლება მისცა საკუთარ თავს, სიმღერის "Tuca Tuca" - ს ვიდეოში გამოჩენილიყო შიშველი მუცლით, რასაც ვატიკანის დაუყონებლივ რეაგირება მოჰყვა, რის შედეგადაც იტალიის ეროვნულ ჰიტ-აღლუმი, რომელშიც სიმღერა მოხვდა, სრულად არ გამოქვეყნდა. კათოლიკური იტალია არ იყო მზად სექსუალური და ყველაზე არასერიოზულად (იმ დროისთვის) ფორმაში ჩაცმულ მომღერალს გავლენა მოეხდინა ახალგაზრდობის ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაზე. "Tuca Tuca" - ს შესრულების შემდეგ ”მე ვფიქრობ, რომ რაფაელა კარამ უფრო მეტი გააკეთა ქალების გასათავისუფლებლად, ვიდრე ბევრმა ფემინისტმა”, - განაცხადა მხატვარმა ფრანჩესკო ვეზოლიმ, 1970 წლის იტალიური ტელევიზიის Fondazione Prada TV 70-ების გამოფენის კურატორმა. 1972 წელს კარამ მიიღო მონაწილეობა მორიგ რადიკალურ ექსპერიმენტში. მან იმღერა ადრიანო ჩელენტანოსთან ერთად "Prisencolinensinainciusol", რომლის ტექსტიც დაწერილი იყო "არარსებულ ინგლისურ ენაზე", ეს იყო ინგლისურს მიმგვანებული აბრაკადაბრა . ვიდეოს აღვირახსნილ ცეკვებს ანალოგი არ ჰქონია და გამოსვლიდან ორმოცი წლის შემდეგაც ეს ვიდო გახდა YouTube-ზე ჰიტი.ეს იყო ენერგიის ისეთი სახეობა, რომლის შესახებაც ინგლისურენოვანმა აუდიტორიამაც კი არ იცოდა. ექსტაზამდე მისული ერთდროულად სიმღერა და ცეკვა იმ დროს დიდი იშვიათობა იყო. რაფაელა კარის ბიოგრაფიაში ყველაზე დიდი ჰიტი იყო სიმღერა "A far l'amore comincia tu" ("გადადგი პირველი ნაბიჯი"), რომელიც პირველად ჩაწერა 1976 წელს და მოგვიანებით მომღერალმა თარგმნა მრავალ ენაზე. სხვადასვხა ვარიაციებთან ერთად, სიმღერის მოსმენა შესაძლებელია სერიალში Doctor Who, და ფილმში The Great Beauty-ი. მომღერლის პოპულარობის ზენიტს 1970-იანი წლების ბოლოს მიაღწია, სწორედ ამ პერიოდში, 1979 წლის 1 იანვარს იგი პირველად აჩვენა საბჭოთა ტელევიზიამ პროგრამაში "უცხოური ესტრადის მელოდიები და რიტმები". ადგილობრივი ესტრადის მომღერლების ფონზე, კარა იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და მოძრაობდა, რომ მაყურებელმა აავსო ცენტრალური ტელევიზია თხოვნით, გაემეორებინათ ვიდეო. ამ დროისთვის, თავის სამშობლოში, ის უკვე სრულყოფილად ჩამოყალიბებული სამმაგი ვარსკვლავი იყო - მუსიკის, ტელევიზიის და კინემატოგრაფიის. სსრკ-ში კარს იმდენად უყვარდათ, რომ 1981 წელს რეჟისორმა ევგენი გინზბურგმა, გადაიღო ფილმი "რაფაელა კარა მოსკოვში". საბჭოთა მაყურებელს ეგონა, რომ მომღერალს "უზომოდ შეუყვარდა სსრკ", ფილმში იგი ცეკვავდა რუსული ეკლესიების ფონზე, ეხვეოდა არყებს ხეებს და პიონერებთან ერთად ასრულებდა საბავშვო სიმღერა "ანტოშკას", თუმცა საბჭოთა მსმენელმა არც იცოდა, რომ მომღერალმა ასეთი ფილმები კიდევ ოთხ ქვეყანაში - არგენტინაში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და მექსიკაში გადაიღო . სსრკ-ში პოპულარობის პარალელურად, მისი სიმღერები, ერთმანეთის მიყოლებით, ჰიტები გახდნენ ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში. ახალ საუკუნეში მას აღარ სჭირდებოდა ვიმესთვის რაიმეს დამტკიცება. მას მაშინვე იწვევდნენ, როდესაც უდავო სტატუსის მქონე არტისტი იყო საჭირო. 2001 წელს რაფაელა კარა იყო "სან რემოს" ფესტივალის წამყვანი, 2008 წელს მან მიჰყავდა ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ესპანეთის ტელევიზიით, ხოლო 2011 წელს, კარამ გამოაცხადა ევროვიზიის კონკურსის კენჭისყრის შედეგები. 1970 წლიდან მოყოლებული მან გამოუშვა 70-ზე მეტი ალბომი 36 ქვეყანაში. რომლის მთლიანი ტირაჟი 60 მილიონზე მეტი ეგზემპლარი იყო. 2020 წელს მისი სიმღერები საფუძვლად დაედო მიუზიკლს "Explota Explota», რომელიც ესპანეთში ვითარდება ფრანკოს დიქტატურის პერიოდში. როგორც Guardian- მა აღნიშნა, ფილმში მთავარი კოლიზია ის არის ის, თუ რამდენად მოკლე შეიძლება იყოს მოცეკვავეების ქვედაბოლოები კათოლიკურ ქვეყანაში და რამდენად ღრმა შეიძლება იყოს კაბების დეკოლტე. მომღერალი ცხოვრების განმავლობაში არც არასდროს ყოფილა გათხოვილი და არც შვილები ჰყოლია, სხვადასხვა პერიოდში ხვდებოდა მამაკაცებს, 1960-იან წლებში "იუვენტუსის" ფეხბურთელს ჯინო სტაკინის, 1980-იან წლებში კომპოზიტორ ჯანი ბოკომპანის და სხვას. 973 3-ს მოსწონს
|