ბიოგრაფია გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე 2020, 21 დეკემბერი, 10:05 80 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი, კინოს თა თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე.
დაიბადა 1940 წლის 2 აპრილს თბილისში.1967 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1958-1963წწ. იყო მარჯანიშვილის თეატრის სცენის თანამშრომელი, რეჟისორის თანაშემწე, მსახიობი; 1963-1969, 1972-1976წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969-1972წწ. ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი; 1974-1976წწ. თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; 1976-1982წწ. ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი; 1982-1992წწ. სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1999წწ. ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999-2004წწ. რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 2004-2008წწ. შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქიდან. დადგმული აქვს 90-მდე სპექტაკლი, სპექტაკლებში განსახიერებული აქვს 25 როლი, გადაღებულია 34 ფილმში.მისი დებიუტი კინოში შედგა 1964 წელს მოკლემეტრაჟიან ფილმში "ქორწილი", პოპულარობა მოიპოვა ისეთი ფილმებით, როგორიცაა "არ იდარდო", "განგაში" "ჩარირამა" და მრავალი სხვა. ავტორია პიესისა "ბრალდება" (რ. სტურუასთან ერთად), მრავალსერიანი ფილმისა "ოქროს ობობა" (დ. კვირცხალიასთან და მ. ანთაძესთან ერთად)და კინოსცენარისა "ტკბილი სევდა". გოგი ქავთარაძე იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის (1987)და ღირსების ორდენის კავალერი(1992) 50 3-ს მოსწონს
|