ბიოგრაფია ეკატერინე მწითურიძე - ულამაზესი თბილისელი ქალი, რომელიც რუსეთში მილიონერი გახდა 2022, 10 იანვარი, 16:04 50 წელი შეუსრულდა დღეს ულამაზეს და უცხოეთში მოღვაწე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალს, ეკატერინე მწითურიძეს. ეკა თბილისში დაიბადა 1972 წლის 10 იანვარს, მამა გეოლოგი ჰყავდა, ხოლო დედა პროვიზორ-ფარმაცევტი.სხვათა შორის ეკას სახელი მშობლებმა ცნობილი ფრანგი მსახიობის, კატრინ დენევის საპატივცემლოდ დაარქვეს, რომელმაც სსრკ-ში პირველ რიგში "შერბურული ქოლგებით"(1964) მოიპოვა პოპულარობა. ბავშვობიდანვე უყვარდა კინო და განსაკუთრებით ქართული ფილმები, ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ 1991 წელს მუშაობა დაიწყო ჟურნალ "სინემაში" და "ეკრანის სიახლეებში" . 1994 წელს ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის და კინოხელოვნების ფაკულტეტი დამთავრების შემდეგ საქართველოს "მეორე არხზე" დაიწყო მუშაობა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გოგონას მშობლები გაიყარნენ, რის გამოც თავი რომ ერჩინათ, დედასთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. ჯერ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობდა(1995 წელს) შემდეგ კი რუსეთის "პირველ არხზე" დილის გადაცემაში დაიწყო მუშაობა, სადაც ნაცნობობის დახმარებით მოხვდა. გადაცემაში Телеутро . 1996 წლის შემოდგომიდან ეკატერინა მწითურიძეს ამავე ტელევიაზიაში მიყავდა საავტორო რუბრიკა „ეს არის ფილმი“, ერთი წლის შემდეგ მას დაარქვა „დილა მშვიდობისა“. 2001 წლის ივნისში იგი იყო FIPRESCI-ს ჟიურის წევრი მოსკოვის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე. 2002 წლის მაისში იყო კანის 55-ე საერთაშორისო კინოფესტივალის FIPRESCI ჟიურის წევრი. 2003 წლის ივნისში იყო მოსკოვის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალის სადებიუტო ფილმების ჟიურის წევრი. 2006 წელს ტელეწამყვანმა შექმნა საკუთარი პროექტი, თოქ-შოუ, რომელიც ეძღვნება რუსული ფილმების გახმაურებულ პრემიერებს, "პრემიერა მაყურებელთან ერთად". 2008 წლის მაისში იყო კანის 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი. (პროგრამით"განსაკუთრებული ხედვა")ამავე დროს, თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად, მან დააარსა რუსეთის პავილიონი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე და გახდა მისი დირექტორი. 2011 წელს ეკატერინე მწითურიძე "როსკინოს" გენერალურ დირექტორად ინიშნება. 2012 წლის ივნისში მოსკოვის 34-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა რუსული კონტენტის პირველი საერთაშორისო ტურისტული კინომარკეტი "DOORS". 2012 წლის ნოემბერში მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აშშ-ს უდიდეს ინტერნეტ პორტალთან - HULU - 12 ახალი რუსული ფილმის დისტრიბუციაზე. 2014 წელს მწითურიძემ მოახერხა ხელშეკრულების დადება ამერიკულ უდიდეს ინტერნეტ პორტალთან - HULU-სთან CTC არხის რუსული სერიალების გავრცელებაზე. 2014 წლის ოქტომბერში იგი გახდა სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო მედია ფორუმის გენერალური პროდიუსერი. 2014 წელს იგი პირველად მოგვევლინა ფილმის პროდიუსერად ფილმში "მერვე". 2015 წელს იგი გახდა მოსკოვის პირველი ებრაული კინოფესტივალის ჟიურის წევრი, ხოლო 2016 წელს - მოსკოვის მე-2 ებრაული კინოფესტივალის. 2017 წლის ოქტომბერში მწითურიძემ პრესას დაწვრილებით განუცხადა, რომ ორჯერ, 2003 წელს ბერლინის კინოფესტივალზე და 2004 წელს ვენეციის კინოფესტივალზე, იგი გახდა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, ჰოლივუდელი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან. როგორც Hollywood Reporter წერს, მწითურიძე ვაინშტაინს პირველად 2003 წელს შეხვდა ბერლინში, როდესაც ის ჯორჯ კლუნისთან ინტერვიუზე მუშაობდა. პროდიუსერმა ტელეწამყვანს უთხრა, რომ რუსული კულტურა აინტერესებდა და სასტუმროს ნომერში ვახშამი შესთავაზა. "ძალიან გამიკვირდა და ვუთხარი, რომ ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა მასთან სტუმრობა, თუმცა ეს შეხვედრა არ ესიამოვნებოდა ჩემს მეგობარ მამაკაცს, ამიტომ, ვაინშტაინს შევთავაზე, რომ მასთან პარტნიორთან ერთად მივიდოდი, " - ყვება მწითურიძე. "თქვენ ჩემი არ გესმით? ველოდები თქვენს ზარს ნებისმიერ დროს, " - უპასუხა მას პროდიუსერმა. ამის შემდეგ ტელეწამყვანი და ვაინშტაინი არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ღონისძიებაზე. მწითურიძის თქმით, პროდიუსერი მას რეგულარულად ეკითხებოდა, როდის დაურეკავდა და შესთავაზა ნიუ-იორკში წასულიყვნენ ერთად, რაზეც უარი მიიღო. 2019 წლის დეკემბერში რუსეთის კულტურის მინისტრმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ მწითურიძე მალე დატოვებს როსკინოს ხელმძღვანელის პოსტს .მართლაც 2020 წლის თებერვალში მწითურიძე თანამდებობიდან გადადგა. ეკატერინა მწითურიძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინოკრიტიკოსია რუსეთში და მრავალი პრესტიჟული კინოფესტივალის ჟიურის მუდმივი წევრი. ეკას არ უყვარს პირად კინოგემოვნებაზე საუბარი და მისთვის ყველაზე რთული კითხვაა "რომელია შენი საყვარელი ფილმი?" თუმცა ზოგადად მაინც პასუხობს კითხვას:" ძალიან მიყვარს 40-იანი წლები ჰოლივუდი. ძალიან მიყვარს ახალი ფრანგული ტალღა. მიყვარს დათბობის ეპოქის საბჭოთა კინო. მიყვარს დანელიას კინო, მიყვარს მარლენ ხუციევის ფილმები. ძალიან მიყვარს ფილმები ძველი საბჭოთა ნიმუშები.- „ორმოცდამეერთე“, „მიფრინავენ წეროები", ძალიან მიყვარს გრიგორი ჩუხრაი“. "ჩემს სამშობლოს ერქვა საბჭოთა კავშირი ერქვა. ის გაქრა. ჩემია საქართველო -თბილისია, გაგრა, ბათუმი, კვიპაროსები, ევკალიპტები სანაპიროზე, პატარა კაფეები, გოგირდის აბანოები, რუსთაველის თეატრი, ლაღიძის წყლები, კუთხეში საპარიმახერო, სადაც შაბათ-კვირას პატარა გოგო ფანჯრიდან ვუყურები, როგორ იწესრიგებდა თავს დედაჩემი. თბილისი პატარა პარიზია.ის ჩემი სამშობლოა, დედაქალაქი იყო მოსკოვი და ის ასევე ჩემი სამშობლოა. ” რაც შეეხება პირად ცხოვრებას, იყო გათხოვილი და მალევე დაშორდა ქმარს, ამჟამად ცხოვრობს დედასთან ერთად. 950 4-ს მოსწონს
|