ბიოგრაფია თინა კანდელაკი: ცოლიანი საყვარლები, ჩხუბი ქსენია სობჩაკთან და რევოლიცია ТНТ-ზე 2023, 10 ნოემბერი, 18:31
10 ნოემბერს დაიბადა რუსეთში მოღაწე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ქალი, ტელეწამყვანი, მედია მენეჯერი და პუტინის პოლიტიკის ერთ-ერთი პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი.
მისი აღმასვლა მოსკოვში ნაქირავებ ბინიდან დაიწყო და დასრულდა ფედერალური არხის დირექტორის თანამდებობამდე და ახლა თვეში ასობით მილიონს შოულობს.მაინც როგორ მიაღწია ამას უბრალო გოგონამ ჩვეულებრივი თბილისური ოჯახიდან? პოპულარობა, ფანტასტიკური კარიერა, მდიდრული სასახლე მოსკოვის მახლობლად, საკუთარი რესტორნები და სილამაზის სალონები, შემოსავალი დაახლოებით 300 მილიონი წელიწადში - ოფიციალური მონაცემებით, თინამ მოახერხა ამ ყველაფრის მიღწევა მხოლოდ შრომისმოყვარეობისა და შეუპოვრობის წყალობით. მაგრამ ბოროტი ენები სხვა ვერსიებზეც საუბრობენ. თინა კანდელაკის ბავშვობა თინა კანდელაკი დაიბადა 1975 წლის 10 ნოემბერს საქართველოს დედაქალაქ თბილისში. მამამისი, გივი კანდელაკი, განათლებით ეკონომისტი იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქალაქის ბოსტნეულის ბაზას ხელმძღვანელობდა. თინას დედა, ელვირა ალავერდიანი, პროფესიით ექიმი, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ნარკოლოგად მუშაობდა. თინამ მამისგან ქართული და ბერძნული სისხლის ნაზავი მიიღო, დედისგან კი სომხური და თურქული, ამიტომ ტელეწამყვანი რა ეროვნებისაა, დადგენა რთულია. პატარა თინათინი - სწავლობდა თბილისის 64-ე სკოლაში და ძალიან კარგად სწავლობდა. თინას ადრეული ასაკიდან უყვარდა კითხვა, მაგრამ ასევე უყვარდა მათემატიკა. სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა თინა პირველად დაინტერესდა მედიცინით, კერძოდ კოსმეტოლოგიით და სამედიცინო სასწავლებელშიც კი ჩაირიცხა. მაგრამ ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა კანდელაკი პირველ კურსზე იყო, გოგონამ კასტინგი გაიარა და ქართულ ტელეარხზე წამყვანად აიყვანეს. ტელევიზიის სამყარომ ისე გააოგნა და დაატყვევა თინა, რომ სამედიცინო სკოლა მიატოვა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე შევიდა. სწავლის პერიოდში მომავალმა ვარსკვლავმა გამოცდილება რადიო 105-ში დააგროვა, ისე რომ დიპლომის მიღებისას უკვე საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო საქართველოში. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი თინასთვის - მხოლოდ მოსკოვი შეესაბამებოდა მის ტემპერამენტს და ამბიციებს. 1995 წელს ჯიუტმა ქართველმა ქალმა მშობლიური ქალაქი დატოვა და რუსული ტელევიზიების დასაპყრობად გაემართა. რა თქმა უნდა ილუზიაა იმის თქმა, რომ თინას მალევე დაატყდა თავს დიდება და სიმდიდრე. თავიდან კანდელაკს უწევდა ნაქირავებ ბინებში ცხოვრება და ზედიზედ ყველა ტელეარხისა და რადიოსადგურის ზღურბლის ატალახება. შედეგად როგორც იქნა მიიღო M-რადიოდან შეთავაზება წამყვანის პოზიციაზე.ეს იყო დასაწყისი. უფრო მეტიც, მალე თინა, რომელსაც სხვების მოხიბვლის უნიკალური უნარი ჰქონდა, გადავიდა სხვა რადიოსადგურში, სადაც თავად სტანისლავ სადალსკი გახდა მისი პარტნიორი. კინოსა და თეატრის ვარსკვლავის წყალობით, თინა მოგვიანებით მოხვდა რადიო "Серебряный дождь" -ში და მალევე გამოჩნდა "Muz-TV"-ზე, . შემდეგ იყო TV-6 არხი, რომელზეც თინას ერთდროულად მიყავდა სამ გადაცემა - «Ой, мамочки!», «Аллё, народ!» და «Я знаю всё». შემდეგ დაიწყო თინას თავბრუდამხვევი კარიერა : დაწყებული, როგორც გადაცემების «Детали», «Хорошие песни», «Свадебный переполох» და «СТС зажигает суперзвезду!»-ს წამყვანი და დამთავრებული სპორტული არხის Матч ТВ»-ის გენერალური პროდიუსერის პოზიციამდე. შემდეგ გადავიდა გაზპრომ მედიის გენერალური დირექტორის მოადგილედ და გაზპრომის მედია გასართობი ტელევიზიის მმართველი დირექტორის თანამდებობაზე. და 2022 წლის თებერვლიდან თინათინი ხელმძღვანელობს TNT არხს. გარდა ამისა, თინა წარმატებული ბიზნესმენია: მას აქვს მოდური რესტორანი, ელიტარული სილამაზის სალონი და კოსმეტიკური ბრენდი. ასეთი დატვირთული ცხოვრების ფონზე როგორ იცლის თინა პირადი ცხოვრებისთვის, გაუგებარია. იმავდროულად, ის უკვე მეორედ არის დაქორწინებული და ჰყავს ორი ზრდასრული შვილი, თუმცა ეს ყველაფერი მის შესახებ ვნებიანი რომანების შესახებ გავრცელბულ ჭორებს ხელს არ უშლის. თინა კანდელაკის პირადი ცხოვრება თინათინის პირველი ქმარი იყო დამწყები ბიზნესმენი ანდრეი კონდრახინი. ისინი 1998 წელს დაქორწინდნენ და თითქმის 12 წელი იცხოვრეს ერთად. ამ ხნის განმავლობაში წყვილს ორი შვილი შეეძინათ - ჯერ ქალიშვილი მელანია, სულ რაღაც 15 თვის შემდეგ კი ვაჟი, ლეონტი. ქორწინების დროს ანდრეიმ დააარსა და განავითარა მულტიდისციპლინური კლინიკა, ყველაფერში ეხმარებოდა თინას და ბავშვებზე ზრუნავდა გადასაღებ მისი ცოლი გადასაღებ მოედნებზე დარბოდა. ამის მიუხედავად, ისინი გაიყარნენ. ოფიციალური მიზეზით, თინამ განქორწინება წამოიწყო, მაგრამ ინტერნეტში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ თინა არ იყო ქმრის ერთგული და რაღაც მომენტში ქმარი დაიღალა ამის მოთმენით. ფოტოზე: კანდელაკი შვილებთან ერთად ჭორები კანდელაკის საიდუმლო რომანებზე ფაქტობრივად მისი პირველი ქორწინებიდანვე დაიწყო. ვისთანაც მას მიაწერდნენ ურთიერთობას: უკრაინელ ოლიგარქ კურჩენკოსთან, ფეხბურთელ არტიომ მილევსკისთან, ცნობილ ყოფილ სენატორთან რაუფ არაშუკოვთან, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა მამასთან ერთად. უფრო მეტიც, ჟურნალისტის თითქმის ყველა საყვარელი ცოლიანი იყო. თავად თინაც იკვეხნიდა, რომ თვით ბრიუს უილისისიც კი მოაჯადოვა - ვითომ მიიწვია კიდეც აშშ-ში, მაგრამ მან უარი უთხრა . გარდა ამისა, წამყვანმა ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც უშედეგოდ ცდილობდა მის შებმას. ფოტოზე: თინა კანდელაკი სერიალში "Не родись красивой"-2006 თუმცა, ყველაზე გახმაურებული ამბავი იყო 2006 წლის ამბავი ოლიგარქ სულეიმან კერიმოვთან, რომელიც ნიცაში სერიოზულ ავარიაში მოყვა და თავისი ძვირადღირებული მანქანა ხეს შეეჯახა. ყოფილმა დეპუტატმა მაშინ ძალიან მძიმე დაზიანებები მიიღო - ტანზე 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ მასთან ერთად მანქანაში თინა კანდელაკიც იჯდა, თუმცა ნაკლებად დაზიანდა და ჟურნალისტებს მოატყუა ყბაყურას გამო ვარ ავადო. თინა დღემდე უარყოფს კერიმოვთან რომანს, მაგრამ მისი საუკეთესო დაქალის, (მოგვიანებით უკვე ყოფილის) ქსენია სობჩაკის თქმით, მას ნამდვილად "უბრალო მეგობრული ურთიერთობაზე" მეტი ჰქონდა ბიზნესმენთან. არანაკლებ ჭორები იყო კანდელაკისა და რამზან კადიროვის რომანის შესახებ.ერთხელ საჯაროდ, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა გააკრიტიკა ჟურნალისტი, ზედმეტად გამომწვევი ჩაცმულობის გამო, მაგრამ იგივე სობჩაკის თქმით, კადოროვს რეგულარულად დაჰყავდა თინა კურორტებზე და უხვად ანებივრებდა საჩუქრებით. ბევრი ვარაუდობდა, რომ თინა უწერდა პოსტებს სოციალურ ქსელებში კადიროვს. მაგრამ არც კადიროვს და არც კანდელაკს, ბუნებრივია, ეს ჭორები არასოდეს დაუდასტურებიათ. თინა კანდელაკის მეორე ქმარი მიუხედავად იმისა, რომ თინას საყვარლები, როგორც წესი, ძალიან მდიდარი და გავლენიანი მამაკაცები იყვნენ, მან მეორე ქმრად უბრალო კანდიდატი აირჩია. სატელევიზიო ვარსკვლავის მეორე ქმარი იყო იმ დროს ნაკლებად ცნობილი ჟურნალისტი ვასილი ბროვკო, რომელიც თინაზე 12 წლით უმცროსი იყო. ისინი დაუახლოვდნენ პროექტ "Умная школа"-ზე მუშაობის დროს და 2014 წელს დაქორწინდნენ. 2023 წელს მედიაში გავრცელდა ჭორები, რომ წყვილს ერთად შვილი ჰყავდათ, მაგრამ თინა ორსულად არავის უნახავს. ალბათ, წყვილმა სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად არსად განუცხადებიათ. თავად კანდელაკმა მანამდე ინტერვიუში აღიარა, რომ მას ძალიან სურს მეტი შვილის ყოლა. კონფლიქტი თინა კანდელაკსა და ქსენია სობჩაკს შორის ყველაზე ხმამაღალი და გაჭიანურებული სკანდალური ჩხუბი მოხდა თინა კანდელაკსა და ქსენია სობჩაკს შორის, რომელიც 10 წლის განმავლობაში გაგრძელდა . 2013 წლამდე ქსენია და თინა უახლოესი მეგობრები იყვნენ და კოცნიდნენ კიდეც ერთმანეთს ტუჩებში GQ ჟურნალის "წლის ადამიანის" დაჯილდოების ცერემონიაზე, მაგრამ რაღაც მომენტში, ჭორების თანახმად, გოგონებმა ვერ გაიყვეს ერთი მამაკაცი - ქსენიას მაშინდელი რჩეული, სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი კაპკოვი. მართალია, თავად თინა ირწმუნებოდა, რომ მას და კარპოვს შორის არაფერი მომხდარა, მაგრამ ქსენიამ მაინც გულში ჩაიდო წყენა ყოფილ მეგობარზე და შურისძიების მიზნით, ყველა ჩონჩხი გადმოალაგა კარადიდან. მან საჯაროდ დაადანაშაულა კანდელაკი ცოლიან მამაკაცებთან ურთიერთობაში, რომლებზეც უკვე ზემოთ ვისაუბრეთ. 204 2-ს მოსწონს
|