x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ელფის გარეგნობა და ანგელოზის ხმა: სანდრას ცხოვრების და კარიერის დეტალები
image

დღეს 18 მაისს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა გერმანელ მომღერალ სანდრას.ამ ცქრიალა გოგონამ მრავალი ქვეყნის მსმენელი დაიპყრო თავისი მომხიბვლელი გარეგნობისა და შესანიშნავი ხმის კომბინაციის წყალობით. მას თაყვანს სცემდნენ ფანები ევროპიდან, იაპონიიდან, კორეიდან, აზიის ქვეყნებიდან და რა თქმა უნდა იგი უზომოდ პოპულარული იყო საბჭოთა კავშირშიც.


სანდრა ლაუერი დაიბადა საარბრიუკენში, საფრანგეთის საზღვართან, რობერტ და კარინე ლაუერების ოჯახში. მამამისი ალკოჰოლური სასმელების მაღაზიის მფლობელი იყო, დედა ფეხსაცმლის მაღაზიაში მუშაობდა. მომავალ მომღერალს ასევე ჰყავდა უფროსი ძმა გასტონი (გარდაიცვალა 1995 წელს დამბლისგან). ბავშვობიდან სანდრამ სიმღერისა და ცეკვის დიდი ნიჭი გამოავლინა, ამიტომ 7 წლის ასაკიდან დაიწყო მუსიკალურ სკოლაში, ცეკვის სკოლაში, ასევე გიტარის კურსებზე სიარული. უკვე ცამეტი წლის ასაკში სანდრამ მიიპყრო მაყურებლისა და მუსიკალური კრიტიკოსების ყურადღება ზაარბრიუკენის ახალგაზრდა ვარსკვლავების ფესტივალზე .

image



წარმატებით წახალისებულმა, 1976 წლის აგვისტოში, ფესტივალის დასრულებისთანავე, მან გამოუშვა სინგლი სახელწოდებით "Andy, Mein Freund" ("ენდი, ჩემი მეგობარი") რომელიც მისი საყვარელ ლეკვს ენდის ეძღვნებოდა (სინგლში ასევე შედიოდა სიმღერა "Ich Bin Noch Ein(მე ჯერ კიდევ ბავშვი ვარ")). თუმცა, სინგლმა პოპულარობა ვერ მოიპოვა და სანდრა რამდენიმე წელი უშედეგოდ ცდილობდა სცენაზე დამკვიდრებას.


ამასობაში ჯგუფ Arabesque-ს თავდაპირველ შემადგენლობაში ( ჩამოყალიბდა 1977 წელს), მოხდა ის, რაც ხშირად ხდება ხოლმე გოგონების ჯგუფში, ვიღაცამ სოლო კარიერის ან სხვა მიზეზის გამო დატოვა ჯგუფი, სხვები დაორსულდნენ და ოჯახი აირჩიეს. შედეგად, ორიგინალი შემადგენლობიდან მხოლოდ მიქაელა როუზი დარჩა. პროდიუსერებმა გადაწყვიტეს გადაერჩინათ თავიანთი პროექტი და გამოაცხადეს კონკური ახალ წევრებზე. არეჩვანი შეჩერდა სანდრა ენ ლაუერზე და იასმინ ელიზაბეტ ვეტერზე. როგორც მოგვიანებით სანდრა იხსენებდა ტრიოში ის ყველაზე უმცროსი იყო(16 წლის) და ხშირად განიცდიდა ჩაგვარას კოლეგებისგან.

image


Arabesque ში მუშაობა ძალიან ნაყოფიერად წარიმართა: მუდმივი გასტროლები, გადაღებები, კონცერტები და 8 სტუდიური ალბომი 5 წელიწადში და ისეთი ჰიტები, როგორიცაა Friday Night და Midnight dancer


რამდენიმე წლის შემდეგ გაირკვა, რომ High Energy, სტილი, რომელშიც გოგოები მუშაობდნენ, პოპულარობას კარგავდა და მოთხოვნადი აღარ იყო. პროდიუსერებმა გადაწყვიტეს მუსიკალური მიმართულების ოდნავ შეცვლა და ჯგუფში კლავიშისტი მიხაილ კრეტა დაიმატეს, რომელიც ასევე არანჟირებებს აკეთებდა. სანდრას და მას ერთმანეთი შეუყვარდათ და 1984 წელს წყვილმა ჯგუფი დატოვა, რათა ახალი სოლო პროექტი წამოეწყოთ.

მათმა პირველმა ერთობლივმა სინგლმა Japan Ist Weit –მა - ჯგუფ Alphaville-ის გერმანულენოვანმა ქავერმა სრული ფიასკო განიცადა(სულ გაიყიდა 125 ასლი)


ამის შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა დაუბრუნებოდა ინგლისურენოვან Eurodisco ფორმატს და წარმატებამაც არ დააყოვნა.სანდრას პირველი სოლო ალბომი «The Long Play»(1985) რამდენიმე ევროპული ქვეყნის ტოპ-20-ში მოხვდა, ამავე ალბომში ჟღერს ცნობილი ჰიტი (I’ll Never Be) Maria Magdalena, რომელმაც 10 ქვეყნის ჰიტ-აღლუმში დაიკავა №1 ადგილი.

შემდეგ იყო ჰიტები-Hi! Hi! Hi!, Innocent Love, Loreen

წარმატება ელის შემდეგ ალბომსაც, განსაკუთრებით პოპულარულია სინგლი "Everlasting Love". 1988 წლის იანვარში სანდრა და მიხაილი დაქორწინდნენ. მიხაილის ხელმძღვანელობით სიმღერების გამოსვლასთან ერთად, გამოდის ამ კომპოზიციის ვიდეოკლიპი.

1989 წელს მომღერალმა მეორე ადგილი დაიკავა გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცის" გამოკითხვის შედეგად -"ვის ჩამოსვლას ისურვებდით სსრკ-ში??"(პირველი ადგილი დაიკავა "პინკ -ფლოიდმა", მესამეზე ჯორჯ მაიკლი აღმოჩნდა) და იმავე 1989 წელს სანდრა ეწვია სსრკ-ს. წარმოდგენა გამართა მოსკოვში.

image

1980-იანი წლების ბოლოს, სანდრამ ცოტა ხნით შეისვენა სოლო კარიერიდან და დაეხმარა ახალ, 9-იანი წლების ცნობილ პროექტში, სახელწოდებით Enigma, გრიგორიანული ქორალით.


მისი სოლო კარიერაში დაბრუნება არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა და სანდრა ოჯახზე ფოკუსირდება. 1995 წლის 6 ივლისს მას საკეისრო კვეთით ტყუპები ნიკიტა და სებასტიანი გააჩინა.


image

2007 წელს სანდრა ქმარს გაეყარა და თავის ახალ რჩეულთან, ოლაფ მენგესთან ერთად, კუნძულ იბიცაზე დაიწყო ცხოვრება . მოგვიანებით, 2010 წელს, იგი კანონიერად დაქორწინდა მენგესზე, მაგრამ 2014 წლის აგვისტოში დაშორდა.

image


2012 წლის 22 სექტემბერს პოლონური ტელეარხის TVN-ის პირდაპირ ეთერში სანდრა წარმოგიდგენა თავისი ახალი სიმღერა "Infinite Kiss". იმავე დღეს იწყება ახალი სიმღერის ვიდეოკლიპისთვის მზადება. სანდრამ და მისი გუნდმა მიიწვიეს თაყვანისმცემლები ვარშავიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან გადაღებებში მონაწილეობის მისაღებად.

2012 წლის 26 ოქტომბერს გამოვიდა მისი მე-10 სტუდიური ალბომის, Stay In Touch, რომელიც გერმანიის, საბერძნეთის და ფინეთის ტოპ-20-ში მოხვდა.


დღეს სანდრა ამჟამად თავის უშველებელ სასახლეში ცხოვრობს, მოახლეებთან და საყვარელ კატებთან ერთად. ხანდახან შვილები სტუმრობენ. შვილების გამოჩენის უფლება არ აქვს, არც პრესაში და არც ღონისძიებებზე - ასე მოითხოვა თავის დროზე მაიკლ კრეტმა, ბავშვების მამამ.

image


მის გარეგნობაზე ბევრს ჭორაობენ და შეცვლილ სახესა და ტანს ხან სასმელს და ხან ანტიდეპრესანტებს აბრალებდნენ. ფაქტია, თავად ამაზე არ საუბრობს, კვლავაც ხანდახან გამოდის კონცერტებზე ძველი ჰიტებით და ისევ ელოდება ერთადერთ და მარადიულ სიყვარულს.

image

1
635
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
635
  
2022, 18 მაისი, 23:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1