ბიოგრაფია ნინო ნინიძე-ცოტა რამ ია ნინიძის ქალიშვილის შესახებ 2017, 21 ნოემბერი, 16:34 დაიბადა თბილისში 1991 წლის 13 ივლისს, ია ნინიძის მხატვარ მიხეილ ბუჩენკოვთან მესამედ ქორწინების შემდეგ.ნინოს დაბადებიდან ცოტა ხანში თბილისში დაიწყო სამოქალაქო ომი, რის შედეგებიც საკმაოდ მძიმე იყო, პატარა ნინო 4-5 წლის იყო და ახლაც ახსოვს ფანჯრიდან როგორც უყურებდა მეზობლებს, რომლებიც ხეებს ჭრიდნენ, იმისთვის, რომ სახლი გაეთბოთ, ყველაზე მძიმედ კი დაამახსოვრდა თავის უფროსი ნახევარძმის, 10 წლის გიორგის ნათქვამი:"დავიძინოთ და შიმშილი გაივლის." მალე ნინოს მამა საქართველოდან აშშ-ში გაიქცა, დედამისმა ია ნინიძემ გადაწყვიტა შვილებთან ერთად მოსკოვში გადასულიყო, ეს იყო 1997 წელს.
როგორც ნინო იხსენებს, დედამ როდესაც მოსკოვში პირველად ცხელი წყალი მოუშვა, მივარდა და მაშინვე გადაკეტა:"დედა გაუფრთხილდი ცხელი წყალს მალე გათავდება", იქვე ნახა ნინომ პირველად ბინაში ცხელი ბატარეა და სიხარულსიგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა.
ნინო მოსკოვში ჯერ ქართულ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი დედამ რუსულ სკოლაში გადაიყვანა, რომ ადგილობრივი ენა კარგად ესწავლა, უკვე დამამთავრებელ კლასში გადაწყვიტა, რომ დედის კარიერას აირჩევდა.
პირველი ეპიზოდური როლი ნინომ 2010 წელს ითამაშა კომედიურ სერიალში «Однажды в милиции» ერთი წლის შემდეგ კი ნინოს მთავარი როლი ერგო ჯაფარ ახუნზადეს მელოდრამაში "Дуэль" და მურად იბრამიბეკოვის დრამაში "И не было лучше брата".ამ ფილმებმა ნინიძე-უმცროსს პირველი წარმატება მოუტანა და ჯილდოც:პრიზები კინოფესტივალებიდან «Киношок» და «Восток и Запад. Классика и авангард». შემდეგ იყო ფილმი «Тихая застава»-სამხედრო დრამა, რომელიც პირველად ტელეარხ «Россия 1"-ზე აჩვენეს 9 მაისს. მსახიობური ნიჭის გარდა, რეჟისორებმა ნინოში დედამისივით უზადო მუსიკალური ნიჭი აღმოაჩინეს ერთად, ფილმში "Тихая застава" ვოკალაურ პარტიებს თვითონ ნინო ასრულებს.2014 წელს ითამაშა ტელესერიალში "ТРЮКАЧ"თამარის(მსახიობი სოფიო გორელაშვილი) დედინაცვლის როლი. 2016 წლის სექტემბერში, რუსეთის პირველ არხზე შედგა სერგეი შერბინის დეტექტური სერიალის პრემიერა, «Восхождение на Олимп», სადაც ნინო ერთ-ერთ მთავარ, -მანანას როლს ასრულებს. 2016 წელს ნინო ნინიძემ სატელევიზიო შოუ Голос –ის ბრმა ქასტინგში მიიღო მონაწილეობა, თუმცა არცერთი ჟიურის წევრი არ მოტრიალდა, ნინომ აშკარად ვიწრო არეალის სიმღერა შეარჩია, რის გამოც ჟიურიმ ამაზე შენიშვნაც მისცა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ნინომ 2014 წელს ვლადივოსტოკში მივლინების დროს გაიცნო უკრაინელი მსახიობი კირილ პლეტნევი.2015 წლის ბოლოს წყვილს შეეძინა ვაჟი-საშა, აღსანიშნავია, რომ 26 წლის ნინოს სიმაღლე 175 სანტიმეტრია, მისი ქმარი, 39 წლის კირილი მხოლოდ 1 სანტიმეტრითაა მასზე მაღალი.
1278 11-ს მოსწონს
|