ბიოგრაფია დებოში,ნარკოტიკი და გიტარა-ჯიმი ჰენდრიქსის ტრაგიკული ბედი 2020, 27 ნოემბერი, 11:50
"გიტარის მეფეს" ჯიმი ჰენდრიქსს დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა
ჯიმი ჰენდრიქსი დაიბადა სიეტლში, 1942 წლის 27 ნოემბერს, ინდიელი ედ ჰენდრიქსისა და ლუსილ ჯეტერის ოჯახში. დედამისმა მას ჯონი ალენი დაარქვა, მაგრამ ფრონტიდან დაბრუნებულმა მამამ, ბავშვს სახელი შეუცვალა და ჯეიმს მარშალი დაარქვა. შემდეგ კი სახელი შემოკლდა ჯიმიზე. 1951 წელს მამამ დედა მიატოვა და ოჯახიდან წავიდა, შვიდი წლის შემდეგ კი ჯიმის დედა გარდაიცვალა. 15 წლის ჯიმის აღზრდა ბებიამ და პაპამ იკისრა. სწორედ ამ პერიოდში დაინტერესდა იგი მუსიკით და დანაზოგი ფულით პირველი გიტარა 5 დოლარად იყიდა. დაბრუნებულმა მამა ბიჭს აიძულებდა მარჯვენა ხელით დაეკრა, თუმცა ჯიმი ცაცია იყო. ის მამას წინააღმდეგობას ვერ უწევდა, თუმცა როდესაც ვერავინ ხედავდა, გიტარას უკუღმა ატრიალებდა და ისე უკრავდა, მისთვის ასე მოსახერხებელი იყო. ეს გახდა მისი დაკვრის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი. ჰენდრიქსმა ადგილობრივ ჯგუფებში დაიწყო დაკვრა. ამავე დროს იგი წვრილმანი ქურდობით იყო დაკავებული, ერთხელ მანქანაც გაიტაცა. კარგი ადვოკატის წყალობით, ციხე შეუცვალეს ჯარით. ტრამვის გამო მან მხოლოდ რამდენიმე თვე იმსახურა. ჯარის შემდეგ იგი ნიუ – იორკში გადავიდა საცხოვრებლად და ფსევდონიმით ჯიმი ჯეიმსი დაიწყო იმ დრონდელი ვარსკვლავების, მათ შორის თინა ტერნერისა და სემ კუკის აკომპანირება. 1966 წელს ჰენდრიქსმა დააარსა საკუთარი ჯგუფი, სახელწოდებით Jimi Hendrix Experience. იგი იყო ვოკალისტიც და გიტარისტიც. ჯგუფმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და ჯიმის ვირტუოზი დაკვრა ცნობილი გახდა მთელ ამერიკაში. მალე მისმა ჩანაწერებმა ევროპაშიც ჩააღწია. თავად ჰენდრიქსი თავის მეგობარ ქალთან ქეით იტჩინგემთან ერთად გადავიდა ლონდონში და 1967 წელს იქვე ჩაწერა ორი მუსიკალური ალბომი. ჰენდრიქსი რამდენჯერმე აღმოჩნდა საავადმყოფოში ხელების დაწვის გამო, რადგან შოუს დროს გიტარაზე ცეცხლის წაკიდება მისი საფირმო ნიშანი გახდა, თუმცა ეს ჯანმრთელობის დაზიანების ფასად უჯდებოდა. 1967 წლიდან ჰენდრიქსი ნარკოტიკებზე შეჯდა, რომელიც მას "ეხმარებოდა" გამკლავებოდა "დიდების ტვირთს". ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფ ჰენდრიქსს მთლიანად შეეცვალა ხასიათი, სასტუმროებში დებოშს სტეხდა, სცემდა ქალებს და იქცეოდა გამომწვევად. ამის შემდეგ, მისი ჯგუფი დაიშალა, რის შემდეგაც ის დაბრუნდა ნიუ-იორკში და გახსნა საკუთარი ჩამწერი სტუდია Electric Lady. 1969 წლის მაისში ჯიმი კინაღამ ციხეში აღმოჩნდა - ჩემოდანში ჰეროინი უპოვეს. მუსიკოსი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რა დროსაც მის ისედაც ცუდ რეპუტაციას კიდევ უფრო ჩრდილი მიადგა. იმავე წელს ჰენდრიქსი ლეგენდარულ ვუდსტოკის ფესტივალზე გამოდის, ნაჩქარევად შეკრებილ ჯგუფ Gypsy Sun and Rainbows-სთან ერთად.წარმატება ფანტასტიური იყო შემდეგი წელი სავსე იყო კონცერტებით, ჩანაწერებით და ოვაციებით. ჰენდრიქსმმა უკანასასკნელი კონცერტი გამართა გერმანიაში, 1970 წლის 6 სექტემბერს. ვირტუოზი მუსიკოსის სიცოცხლე შეწყდა 1970 წლის 18 სექტემბერს ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, ის მხოლოდ 27 წლის იყო. იგი გახდა "კლუბი 27" -ის შვიდი წევრიდან რიგით მესამე - მუსიკოსები, რომლებიც უცნაურ ვითარებაში, სწორედ ამ ასაკში იღუპებოდნენ. მისმა მეგობარმა, მონიკა დანემანმა განაცხადა, რომ ჯიმი 9 საძილე აბი მიიღო, რასაც ღებინება მოჰყვა, რამაც დააახრჩო. მონიკამ სასწრაფო გამოიძახა, თუმცა ჯიმის გადარჩენა ვერ შეძლეს. გამოძიებამ მრავალი შეუსაბამობა გამოავლინა: ითვლება, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახების დროს, ჰენდრიქსი უკვე 4-5 საათის გარდაცვლილი იყო. თუმცა, მისი მეგობარ ქალი პასუხისგებაში არ მისცეს. ჯიმი შტატებში დაკრძალეს, თუმცა მას თავად ინგლისში დარჩენა სურდა და ეს თავის ანდერძშიც დაწერა. ჯიმი ჰენდრიქსის შემოქმედებითი მემკვიდრეობაა 350-ზე მეტი მუსიკალური ჩანაწერი . მრავალი მუსიკალური კრიტიკოსი მას ყველა დროის უდიდეს გიტარისტად მიიჩნევს. მას სიცოცხლეშივე უწოდეს ფენომენი და გენიოსი. მან აღმოაჩინა გიტარის ახალი ჟღერადობის უშრეტი წყარო. ჰენდრიქსის ინოვაციებზე საუბრისას კრიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ მან გააფართოვა ელექტრო გიტარის სპექტრი და ლექსიკა, რამაც მთლიანად შეცვალა როკ მუსიკის სახე. 2009 წელს ჟურნალმა Time- მა ჰენდრიქსი დაასახელა ყველა დროის საუკეთესო გიტარისტად. 56 3-ს მოსწონს
|