ბიოგრაფია კრის რი-ხავედროვანი ბლუზის მეფეს 70 წელი შეუსრულდა+5 ყველაზე პოპულარული სიმღერა 2021, 4 მარტი, 12:19 1951 წლის 4 მარტს დაიბადა ცნობილი ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი, დამახასიათებელი ხმის ტემბრით და სლაიდ გიტარის დაკვრით -კრისტოფერ ენტონი რი- ანუ პოპ-მუსიკაში ცნობილი, როგორც კრის რი. კრის რი დაიბადა იორკშირში, მიდლსბროში, კამილო რეას (იტალიურად ასე გამოითქმის)-იუგოსლავიური წარმოშობის იტალიელი ემიგრანტის და ირლანდიელი ვინიფრიდ სლის ოჯახში . მამა იტალიის მთა ფალკონეს მახლობლად მდებარე სოფელიდან იყო. ქალაქში რეას სახელი ფართოდ იყო ცნობილი, რადგან მამამისს ნაყინის ქარხანა და კაფეების ქსელი ჰქონდა. მოგვიანებით, ქსელი დაიშალა, დარჩა მხოლოდ ის მაღაზია, სადაც თავად კამილო რეა მუშაობდა. კრისტოფერი ცნობისმოყვარე და გონიერი ბავშვი იყო. მან ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში აიღჩია თავისი მომავალი პროფესია. მას ჟურნალისტიკა აინტერესებდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, კრის რეა ჩაირიცხა მიდლსბროში, წმინდა მარიამის სახელობის ვაჟთა კათოლიკურ კოლეჯში. ბიჭს უხაროდა, რომ თინეიჯერულ ოცნებას ისრულებდა. მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი შეიცვლა. კრისტოფერი მასწავლებელთან კონფლიქტის გამო კოლეჯიდან გარიცხეს. გარიცხვის შემდეგ იგი ერთი ხანობა მამამის ედგა გვერდით და ეხმარებოდა ბიზნესის გაფართოვებაში, სწორედ იმ ხანებში კრისს ხელში ჩაუვარდა ჯო უოლშის(Joe Walsh) დისკი, რამაც მთლიანად შეცვლა მისი ცხოვრება მომავალი კარიერა, სწორედ ამის შემდეგ დებადა სურვილი, ეყიდა გიტარა და მასზე დაკვრა ესწავლა. მალევე კრისტოფორი ჯგუფ Beautiful Losers-ის წევრი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი საკმაოდ მაღალ, პროფესიონალურ დონეზე უკრავდა, ხმის ჩამწერი სტუდიები მაინც არ ჩქარობდნენ მათთან კონტრაქტის გაფორმებას. მხოლოდ 1978 წელს გაუღიმა ფორტუნამ კრის რის, მისი სადებიუტო ალბომიდან «Whatever Happened to Benny Santini? სინგლი «Fool (If You Think It's Over) ნომინირებული იყო "გრემის" პრემიაზე, როგორც "წლის სიმღერა", მაგრამ საბოოოდ დამარცხდა ბილი ჯოელის"Just the Way You Are". თუმცა, კრის სამშობლოში, აშშ-სგან განსხვავებით(მე-12 პოზიცია) სინგლს დიდი წარმატება არ მოჰყოლია. მხოლოდ აშშ-ში ხელახლა გამოცემის შემდეგ "«Fool..." -მა გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში 30-ე ადგილი დაიკავა. მომღერალმა წარმატების მწვერვალს მიაღწია 1980-იანი წლების ბოლოს - 1990-იანი წლების დასაწყისში, განსაკუთრებით კი მეათე სტუდიური ალბომის "გზა ჯოჯოხეთისკენ" გამოშვების შემდეგ (The Road to Hell-1989), რომელიც ბევრს მის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად მიაჩნია, ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად მის შემდგომ ალბომს "Auberge" (1991). სერიოზული დაავადების შემდეგ (განმეორებითი სიმსივნე პანკრეასის მოცილებით), მან შეწყვიტა მსხვილ ხმის ჩამწერ კომპანიებთან თანამშრომლობა და დაიწყო მხოლოდ ბლუზ მუსიკის ჩაწერა. შედეგი იყო რამდენიმე ალბომი, და მინიმუმ ორ მათგანს მოულოდნელად საკმაოდ კომერციულად წარმატებული ჰქონდა: პირველ რიგში, "«Dancing Down the Stony Road»" (2002), რომელმაც "ოქროს" სტატუსი მიიღო და Santo Spirito Blues (2011). 59 4-ს მოსწონს
|