x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ლოლო ფერარი: მსოფლიოში ყველაზე დიდმკერდიანი ქალის ტრაგიკული ისტორია
image


1996 წელს მსახიობი ლოლო ფერარი შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი მკერდის პატრონი, მან ეს წარმატება 1999 წელსაც გაიმეორა. 2000 წელს კი სააქაო ცხოვრება დატოვა.


"ზრდასრული კინოს" მსახიობის ცხოვრებას ბედნიერს ვერ დაარქვეს: საეჭვო მფარველები, ათობით პლასტიკური ოპერაცია და პროგნოზირებადი დასასრული. მისი გარდაცვალებისთანავე, მედია შეეცადა უკბილო ხუმრობას მის უზარმაზარ მკერდზე. მაგრამ ლოლო სულაც არ იყო სასაცილო. იგი ღრმა დეპრესიას განიცდიდა.



ივ ვალუა დაიბადა 1963 წელს საფრანგეთის პატარა ქალაქში, ყოფილი რეალიტი შოუს ვარსკვლავის ოჯახში. დედას არასოდეს იღლებოდა, რომ ეთქვა ქალიშვილისთვის, რომ ის "მახინჯი და სულელი" იყო, თითქოს ევას გამო მიატოვა დედის საყვარელმა.

image

„მეუბნებოდა, რომ მეც ამაზრზენი ვიყავი, - იხსენებდა ლოლო, - რომ არასდროს არავის დავჭირდები. ზოგჯერ მათრახით მცემდა, მეშინოდა, მრცხვენოდა. სახის და სხეულის მთლიანად შეცვლა მინდოდა ან სიკვდილი. "


image


სკოლის დამთავრების შემდეგ (სხვათა შორის კარგად სწავლობდა) ლოლომ დაიწყო სამოდელო კარიერა და მალე გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ყოფილი ნარკორეალიზატორი ერიკ ვინი. ლოლო მაშინ მხოლოდ 17 წლის იყო, ის კი 39 წლის. ერიკმა სწრაფად იგრძნო მისი ახალგაზრდა მეუღლის გაურკვევლობა და დაარწმუნა იგი, დაეწყო სხეულის ტრანფორმაცია პლასტიკური ქირურგის დახმარებით, რა დროსაც საკუთარ თავს უწოდებდა მისი გარდაქმნების "არქიტექტორს". ერიკმა ზუსტად გამოთვალა გულმკერდის მოცულობა და დიამეტრი, რომლის ნახვაც ივს სურდა და შეადგინა გეგმა.

image

ხუთი წლის განმავლობაში ივი ოპერაცია ოპერაციაზე იკეთებდა და არა მხოლოდ მკერდზე; არამედ ტუჩებზე, ლოყებზე, ცხვირზე, შუბლზე, წარბებსა და მუცელზე. ხუთი წლის განმავლობაში 25 ოპერაცია.


მისი მკერდის იმპლანტანტები შეიმუშავა Boeing 747 ინჟინერმა, მიაღწია 58F ზომას და 180 სმ გარშემოწერილობას. თითოეული მკერდი იწონიდა 2, 8 კგ-ს, სპეციალური ბიუსტჰალტერი შეიქმნა ლოლოსთვის, რათა მას სიარული შეძლებოდა.

image

მისმა სიმღერებმა და სტრიპტიზ-შოუებმა მთელ ევროპაში მოიზიდა მაყურებელი, რის შემდეგაც დაირქვა სასცენო სახელი "ლოლო" (მკერდის ფრანგული ჟარგონი)ხოლო გვარი "ფერარი"იტალიელი პაპისგან ისესხა. ცნობილმა ბრენდმა სცადა ლოლოსთვის აეკრძალა ბრენდის სახელი, მაგრამ მსახიობმა მოიგო სასამართლო.


სტრიპტიზის შემდეგ ძალიან სწრაფად გადავიდა ეროტიკულ ფილმებზე, შემდეგ კი პორნოზე. ლოლოს ეშინოდა თვითმფრინავით ფრენის, რადგან წნევის ქვეშ მკერდის აფეთქებას უფრთხოდა, აგრეთვე ეშინოდა თაყვანისმცემლების, რომლებიც ცდილობდნენ მისი მკერდის ნემსით გახვრეტას.

image


ფრანგულ ჟურნალთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ შეიძლებოდეს, მკერდს კიდევ უფრო გაიდიდებდა. მაგრამ ეს არ შეიძლება იმის გამო, რომ კანი აღარ იჭიმება.


”ეს ყველაფერი, - თქვა მან სხვა ინტერვიუს დროს, ოპერაციებზე საუბრისას, იმიტომ მოხდა, რომ სიცოცხლე მძულს. მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. არის შემთხვევები, როდესაც მე მთლიანად ვწყდები რეალობას. მაშინ მე შემიძლია ყველაფრის გაკეთება, აბსოლუტურად ყველაფრის. მაგ დროს ძალზე ადვილია სიკვდილი ”.


ლოლომ ასევე აღიარა, რომ ოპერაციის გაკეთებისას მოსწონდა - "შავ ხვრელში" მოხვედრის შეგრძნება. იგი ცდილობდა წინ წასვლას", მომღერლის კარიერა წამოიწყო, მაგრამ მას მაინც უყურებდნენ, როგორც "ბაზრის მშვენიერ ცხოველს".


ფსიქოლოგების ვარაუდობდნენ, ლოლოს იტანჯებოდა დისმორფოფობიის იშვიათი ფორმით - დაავადება, რომლის გამოც ადამიანი დარწმუნებულია, რომ მისი სხეულის ფოომა შეუთავსებელია. ის იწყებს მის გამოსწორებას და აღარ შეუძლია გაჩერება.

image

ლოლოს გარდაცვალების დღეს მის მეუღლეს ერიკს არაფერი უცნაური არ მოჩვნებეია.

2000 წლის 5 მარტის დილას ქალი საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვნეს. გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ მან მედიკამენტების დიდი დოზა მიიღო. ლოლოს ქმარი დააკავეს. მისივე თქმით, იგი მასთან სახლში იყო, მაგრამ სხვა სართულზე ეძინა, რადგან ლოლო ავად იყო და ხველებით არ სურდა მისი გაღვიძება. მოგვიანებით, ლოლოს გარდაცვალება თვითმკვლელობად აღიარეს, ხოლო მისი მეუღლე 13 თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.


დისკოგრაფია:

1996 : Air Bag Generation (CD Single - CD Maxi - Vinyl Maxi)
1996 : Dance, dance, dance
1997 : Don't leave me this way
1999 : Set Me Free (jamais édité)


შერჩევითი ფილმოგრაფია:

1995 : Le King de ces Dames, de Gabriel Pontello
1995 : Ferrari Plein Pot
1996 : Big DD
1996 : Camping Cosmos, de Jan Bucquoy
1996 : Double Airbags
1996 : Planet Boobs'
1997 : Lolo Ferrari Special - The Biggest Tits In The World
1998 : Mega Tits 6
1999 : Quasimodo d'El Paris, de Patrick Timsit : la fée
2005 : "The Dark Side of Porn" - Death of a Porn Star
2006 : Der Generalmanager oder How To Sell A Tit Wonder, de Steffen Jürgens (documentaire à partir d'archives)


0
1312
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0