ბიოგრაფია "ларису ивановну хочу"-როგორ გამოიყურება დღეს მსახიობი,რომელმაც "მიმინოში"ეპიზოდური როლით გაითქვა სახელი 2020, 3 სექტემბერი, 10:33 1953 წლის 2 სექტემბერს, მოსკოვში დაიბადა თეატრის და კინოს რუსი მსახიობი ელენე პროკლოვა, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა საკუთარი კარიერის განმავლობაში 40-ზე მეტ ფილმში ითამაშა, მათ შორის საკმაოდ დასამახსოვრებელი როლებით, მაყურებელმა სწორედ "მიმინოში" შესრულებული ეპიზოდური როლით დაიმახსოვრა იგი. მომავალი მსახიობი იზრდებოდა კეთილშობილ გარემოში:მის მშობლებთან კულტურის მრავალი მოღვაწე და მსახიობი მეგობრობდა, ბებია და ბაბუა მსახიობები იყვნენ. აგარაკი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, გარშემორტყმული იყო მეცნიერების, მხატვარების და მსახიობების სახლებით. თუმცა მშობლები არც არ ფიქრობდნენ ელენეს სამსახიობის კარიერაზე, რადგან ოთხი წლის ასაკიდან იგი მხატვრული ტანვარჯიშით იყო დაკავებული და თერთმეტი წლის ასაკში სპორტის ოსტატიც გახდა. პაპამისი ვიქტორ (ვიტია) პროკოლოვი იყო მეორე რეჟისორი ფილმის "რეკავენ კარი გააღეთ" (1965, რეჟისორი ა. ნ. მიტა) და მის მოვალეობებში შედიოდა მსახიობების შერჩევა. მთავარი როლისთვის ახალგაზრდა მსახიობი იყო საჭირო. ოჯახის მეგობარმა, ასევე კინემატოგრაფისტმა, პაპამისს შვილიშვილის ჩვენება შესთავაზა, მაგრამ მან კატეგორიულად იუარა. ამის შემდეგ მეგობარმა თავად მიიყვანა გოგონა რეჟისორთან. ასე შედგა ელენას დებიუტი კინოში. ამას მოჰყვა მთავარი როლები ცნობილ საბჭოთა ფილმებში "თოვლის დედოფალი" (1966), "გარდატეხის ასაკი" (1968), "დაიწვი, დაიწვი, ჩემო ვარსკვლავო" (1969). კადრი ფილმიდან თოვლის დედოფალი მუხედავად ამისა მსახიობს საყოველთაო პოპულარობა ერთმა ეპიზოდურმა როლმა მოუტანა გიორგი დანელიას ფილმში "მიმინო"(1977). 2000-იანი წლებიდან ელენე პროკოლოვა ტელეპროექტებში მონაწილოებს, მათ შორის 2002 წელს "უკანასკნელი გმირი-3: დარჩე ცოცხალი", 2006 წლიდან 2010 წლამდე რუსეთის პირველ არხზე დიმიტრი მალახოვთან ერთად მიყავდა გადაცემა "მალახოვი+", შემდეგ ორი წლის განმავლობაში მიყავდა გადაცემა "ЖКХ", 2020 წელს ისევ ითამაშა ტელეპროქტში "უკანსკნელი გმირი" ელენე პროკოლოვა სამჯერ იყო გათხოვილი, ჰყავს ორი ქალიშვილი(პირველი და მესამე ქმრისგან) და ერთი შვილიშვილი. 306 5-ს მოსწონს
|