საზოგადოებრივი გიორგი - ქართული მითოლოგია 2019, 17 ნოემბერი, 2:58 მგლისფერა ან სვილისფერი გმირი, ჰეროსი, მშვენიერი ღვთისშვილი, ხახმატის სათემო სახე, ამ თვალსაზრისით ხთონიური (ადგილობრივი) ღმერთი, ხატი, ჯვარი. სამძივარას, მზექალასა და აშექალას მახლობელი და მებრძოლი ძმობილი. შემდეგ კი, პატრიარქატის დროიდან უფრო მძლავრი, მეტის შემძლე და გამგებელი. მისი მთავარი საგმირო საქმეა ქაჯეთს ლაშქრობა. ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ქაჯები დაამარცხა, ხსენებული სამი ქალი იხსნა, ხახმატში გამოიყვანა, დობილებად გაიხადა, მათთან ერთად ებრძვის ბოროტ ძალებს. ფშავ-ხევსურულ პოეზიაში ძლიერ პოპულარულია, უმღერიან ლექსში: "ქაჯეთს რად დაიარები, გიორგი მგლისა ფერაო?" გიორგის პასუხი: "ვალი მიკიდავ ქაჯებსა (ქისტებს), რად მკითხავ ქრისტეს დედაო? ცომს ზელდა ქაჯის ბებერი, მივასწერ ცნობაზედაო. სინას სჭედდ ქაჯის მჭედელი, მივასწარ წნობაზედაო." დაერია ქაჯებს, დაამარცხა, ქალები გამოიყვანა, "დანათლა თავის რჯულზედა". ლექსი საფერხულოა. გიორგი თვითონ გამოსცხადებია ქადაგ თორელას (გუდამაყრელ ქალს), უბრძანებია გამლექსეო. საყურადღებოა მითოსის ის ნაწილი, სადაც გიორგის შიშით ქაჯთა "მჭედელი-მემჭედურები ცისაკენ გამართულაო". ასეთი გმირობა ცნობილია ამირანიდანაც. გმირი იქაც სამჭდლოში შედის, "მჭედელი-მემჭედურები ერთმანეთს ეფარებიან" (მიხ. ჩიქოვანი. ამირანი, 193-194). გიორგი ხახმატელს ზოგი ახსენებს წმინდა გიორგის გვერდითაც, მაგრამ ეს მხოლოდ სახელტა დამთხვევაა. არის მესამე გიორიც - ლაშარის ჯვარის გიორგი. არის ასევე თეთრი გიორგი და ესეც წარმართული ღმერთია. თეთრი გიორგი მთვარის კულტის სახეა (ივ. ჯავახიშვილი). სახეთა ერთგვარი აღრევის მიუხედავად, ცხადია ერთი რამ - გიორგი თავიდანვე ბოროტების წინააღმდეგ ამხედრებული გმირი და ღმერთკაცია. ეს წარმართული ფალოსური ღვთაება ჭექა-ქუხილის განმგებელიცაა, ითვლება ტანჯულთა პატრონად, ნადირთა მფარველად, ბუნების კვდომისა და განახლების განსახიერებად. რითაც ადონისს მოგვაგონებს და ტრაგიკული ბედითაც მას ემსგავსება (ადონისი ნადირობაში გაფატრა არესის ტახმა). გიორგიც მოკლეს და მისი სხეულის ნაწილები მორიგე ღმერთმა მიმოაბნია. სადაც წმინდა ნაწილი მოხვდა, ყველგან ტაძარი აღმართეს. გიორგის ევედრებიან შვილოსნობას და ძღვნად სწირავენ ერკემალს. მისი სახელობის დღესასწაული რამდენადმე ადონალიებს მოგვაგონებს, ბუნების კვდომა-განახლების სიმბოლოს. დღესასწაულები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელით ეწყობოდა: უსანეთობა, გერისთობა, ატოცობა (ქართლში), ილორობა (ილორის ხატზე, სამეგრელოში), ლიგერგობა, გიორგობა (სვანეთში), ალავერდობა (კახეთში). წარმართული გიორგი შემდეგ ქრისტიანული გმირის, წმინდა გიორგის სახეს შეერწყა. საქართველოში გიორგი კაპადოკიელის სახელზე 363 ტაძარი აიგო. აქედანაა დალოცვა 363 წმინდა გიორგი შეგეწიოსო. საქართველოს მთასა და ბარში ერთნაირად თაყვანს სცემენ, ძალიან უყვართ. სვანთა ჯგირაგი თუ ჯგრაგიც ძალზე პოპულარული წმინდანია და წარმართული ელემენტები მასში საკმაოდ შეიცნობა. ზვარაკად ჯგრაგს ყველგან უკლავენ მამალ ცხვარს, დიდ დღეობაზე კი - ხარს. უბრალო დღეებში უძღვნიან მამალს. გიორგობას დაჩოქილი ხალხი (ხატის მონები) ტაძარს გარშემო სამგზის ან შვიდგზის შემოუვლიდა. თან კედლებზე სანთლებს აკრავდნენ, ლოცულობდნენ, ზღურბლზე წვებოდნენ და სხვები ზედ ფეხს აბიჯებდნენ. იქვე ღამეს ათევდნენ, პურობდნენ და ასე გრძელდებოდა რამდენსამე დღეს. დილით ხალხს გიორგის ნებას აუწყებდა კაცი, რომელსაც ხატთან ღამისთევა ევალებოდა. ერთნაირი შინაარსის მიუხედავად, ყოველი სოფელი და კუთხე გიორგის თავისებურად ადიდებდა და ესავდა, საკუთარ მფარველად თვლიდა. სვანეთში მტკიცედაა გარჩეული უშგულის, ლატალის, სვიფის, ხაიშის წმინდა გიორგი და სხვა. ლახამულის წმინდა გიორგის ეკლესია და მრგვალი ხატი (გირგედ)უძლიერესად ითვლებოდა. გიორგის სახით სხვა ღვთაებანიც იხსენიებოდა (ლაშარი, ხახმატი, ლომისის წმინდა გიორგი). ხალხი თავის ჰეროსს ეპითეტებით ამკობდა: ჯგირაგ ბოგეში (ხიდის წმინდა გიორგი ლახამულაში, სვანეთში), ლატალის ჯგირაგი, აწყურის თეთრი გიორგი (კახეთი), ხახმატი... მისი სახელობის თვეა ნოემბერი (გიორგობისთვე). სვანეთში მონადირეთა მფრაველია - "ჯგირაგ ლენჩაშ" ანუ ტყის ჯგრაგი. ჯგირაგ ლუჩაჟ (ცხენოსანი) და სხვ. ნაყოფიერების ღვთაებაცაა (დღესასწაული 2 აგვ.). ქრისტიანულ რელიგიაშიც წინდა გიორგი სახეა გმირისა, რომელმაც იხსნა მეფის განწირული ასული და მოკლა ტბიდან გამოსული გველეშაპი. გველეშაპი ადამიანებს ჭამდა, ნათესებს შხამავდა, იღებდა ხარკს (შეად. პერსევსი). წმინდანი ქრისტიანობისთვის ეწამა. გიორგიზე შექმნილ ფრაგმენტულ ხალხურ მითებს ავსებს ვაჟა-ფშაველას ბრწყინვალე ბალადა "თეთრო გიორგი შვილი რა მიყავ?" ერთ ბნელ, ქარიშხლიან ღამეს, მზის ნათელივით ლამაზი მხედარი მოადგება კარს და ეტყვის - "აი, შენი შვილი". დედა ილოს ეხვევა და სიხარულისგან კვდება. ცნობილია ჯუთის გიორგიც, არსებობს მრავალრიცხოვანი ხატ-ჯვარი. წყარო: მითოლოგიური ლექსიკონი. აკაკი გელოვანი. 1983. სამეცნიერო სტატიები:1. რა დაემართება დედამიწას მთვარე რომ განადგურდეს?2. რა დაგვემართება, თუ მზე გაქრება?3. რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მეორე მსოფლიო ომს?4. ნიკოლა ტესლა აინშტაინის ფარდობითობის თეორიის შესახებ5. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში6. ოლიმპიადის ისტორია7. დრაკულა ლეგენდებს მიღმა8. ჩაქმულის ქანდაკებები9. ლეშანის გიგანტური ბუდა10. მიქელანჯელოს პიეტა11. ბაისანგურ ბენოელი12. საინტერესო ფაქტები მთვარის შესახებ13. უმნიშვნელოა ადამიანი უდიდეს სამყაროში?14. რამდენი ატომისგან შედგება ადამიანის დნმ-ის თითოეული მოლეკულა?15. ადამიანის ქრომოსომა16. ოსმალეთის მმართველთა უსასტიკესი კანონი17. ჩვენი ისტორია 6 წუთში18. რეი კურცვეილის წინასწარმეტყველება19. რომელი ტერიტორიები დაიტბორება გლობალური დათბობის გამო?20. ადამიანის ერითროციტები - სისხლის წითელი უჯრედები21. ადამიანის ლეიკოციტები - სისხლის თეთრი უჯრედები22. გაქცევა ჩრდილოეთ კორეიდან23. ჰოლოკოსტი - მითი თუ რეალობა?24. კაცობრიობამ პურის წარმოება ჯერ კიდევ 145 საუკუნის წინ დაიწყო25. რამდენი ბაქტერიული უჯრედისგან შედგება ადამიანის ორგანიზმი?26. საინტერესო ფაქტები ბაქტერიების შესახებ27. რამდენი უჯრედისგან შედგება სხვადასხვა წონის ადამიანი?28. ადამიანის ორგანიზმის რამდენ პროცენტს შეადგენს წყალი?29. ევროპული პროტოცივილიზაციები30. პალეოლითის ხანის პირველყოფილი კულტურები მსოფლიოში31. გობუსტანის ეროვნული პარკი - პრეისტორიული კავკასია32. იოსებ სტალინის გამონათქვამები33. ადამიანები 7500 წლით უფრო ადრე დასახლდნენ ამაზონიაში, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით34. დაკაგული ცივილიზაციის ნარჩენები - მეგალითების ქვათა ღაღადი35. ყველაზე საოცარი არტეფაქტები36. ქვის ხანის ზეგლები საქართველოს ტერიტორიაზე37. "ნატო" - ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია38. მარქსისტი მკვლელები39. ბურჯ-ხალიფა - მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენი40. სუფიზმი - ისლამური ალტერნატივა41. მითანის სამეფო42. ნეანდერტალელები43. წარმართი ევროპელების მსოფლხედვა44. სიცოცხლე - მარადიული ომი45. დევიდ ლეინის ღია წერილი მკვდარ რასას46. კომუნიზმის ფესვები47. სიონიზმი48. მსოფლიოში უძველესი ცხოველის დნმ, რომლის გაშიფრვაც სრულად მოხერხდა49. ბასკები50. საჰარას უდაბნო დაკარგულ ცივილიზაციას მალავს51. რიქათის წარმონაქმნი - დაკარგული ატლანტიდა?52. შავი ზღვის დაბადება53. ამერიკული რასა54. ვაჭრობდნენ დასავლეთ ევრაზიელები კოკაინით და ნიკოტინით ამერიკასთან კოლუმბამდე?55. ეგვიპტური ცივილიზაციის პერიოდიზაცია56. გიზას პირამიდების შესახებ ყველაფერი ისე არაა, როგორც გვასწავლიან57. სფინქსის შესახებ ყველაფერი ისე არაა, როგორც გვასწავლიან58. საინტერესო ფაქტები მზის შესახებ59. ლონგიუს გამოვქბულების აუხსნელი ფენომენი60. ვარსკვლავთა ტიპები61. მოოსის შკალა - დიდი სიცრუის მამხილებელი62. რამდენი ატომისგან შედგება სხვადასხვა ნივთიერების ერთი გრამი?63. თერგვაული64. დედაბერი65. ოროველა66. ოდი67. არმენები68. რა წერია ფესტოსის დისკოზე69. დოგუ - უძველესი იაპონური ჰუმანოიდები70. აიეტი71. ჰეკატე72. ჰელიოსი73. მედეაავტორი: თორნიკე ფხალაძე800 5-ს მოსწონს
|