x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
რეი კურცვეილის წინასწარმეტყველება
რეი კურცვეილის წინასწარმეტყველება


მსოფლიოში უძლიერესმა ფუტუროლოგმა, მულტიმილიონერმა გენიოსმა - რეი კურცვეილმა ჩვენი უახლოესი მომავლის გათვლა განახორციელა, იწინასწარმეტყველა, მაგრამ არა რაიმე გამოცხადებით ან ინტუიციით, არამედ მათემატიკური გამოთვლით.


2019 წელს მავთულები და კაბელები პირად და პერიფერიულ მოწყობილობებზე წარსულს ჩაჰბარდება.

2020 წელს პერსონალური კომპიუტერების სიმძლავრე გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ადამიანის ტვინი.


2021 წელს უკაბელო ინტერნეტი დაფარავს დედამიწის ზედაპირის 85%-ს.

2022 წელს აშშ და ევროპა ადამიანებსა და რობოტებს შორის ურთიერთობაზე მიიღებს კანონს. რობოტებს შეეძლებათ იმუშაონ სამსახურში, განესაზღვრებათ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

2024 წელს კომპიუტერის ინტელექტის ელემენტები გახდება ავტომობილის აუცილებლობა. ხალხს შესაძლოა აეკრძალოს კიდეც საჭესთან დაჯდომა იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს არ ექნება კომპიუტერული აღჭურვილობა.

2026 წელს სამეცნიერო პროგრესის მეშვეობით ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე ოდესმე წარსულში.

2027 წელს შეიქმნება რობოტი, რომელსაც თავისი ქმედებების სრული მართვა შეეძლება და იქნება ისეთი საჭირო, როგორც მაცივარი და ყავის მადუღარა სახლში.

2028 წელს მზის ენერგია გახდება იაფი და საყოველთაო, რომელიც დააკმაყოფილებს კაცობრიობის მთელ მოთხოვნილებას ენერგიაზე.

2029 წელს კომპიუტერი შეძლებს ტურინგის ტესტი გაიაროს. ეს მიღწევა მოგვცემს საშუალებას იმისა, რომ მოხდეს ადამიანის ტვინის სრული სიმულაციური დაპროგრამება კომპიუტერში.

2030 წელს ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების გამოყენებით შექმნილი ტექნოლოგიების ფასი შემცირდება.

2031 წელს 3D პრინტერები ადამიანის ორგანოებს მაღალი სიზუსტით ამობეჭდავს.

2032 წელს სამედიცინო მიზნებისთვის უკვე გამოყენებული იქნება ნანორობოტები. მათ საშუალება ექნებათ ადამიანის დაზიანებული უჯრედები, მაგალითად სიმსივნური უჯრედები და მავნე ბაქტერიები გაანადგურონ. ისინი ასევე განახორციელებენ ადამიანის ტვინის დეტალურ სკანირებას, რაც დაგვეხმარება მეტი ინფორმაცია მივიღოთ ადამიანის ტვინის და მისი კონკრეტული უბნების ფუნქციების შესახებ.

2033 წელს გზები შეივსება ავტომობილებით, რომელსაც საჭის მართვა ადამიანის მიერ აღარ დასჭირდება და თავისით მივა დანიშნულების ადგილებამდე.

2034 წელს ვირტუალური რელობა იქნება ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი. შესაძლებელი იქნება ვირტუალურად განვიცადოთ თითქმის იდენტური შეგრძნებები, რაც რეალობაში.

2035 წელს სივრცის ტექნოლოგია საკმარისად გნვითარდება, რათა უზრუნველყოს დედამიწის მუდმივი დაცვა ასტეროიდების საფრთხისგან.

2036 წელს ბიოლოგიურად და პროგრამულად კაცობრიობა პირველად შეძლებს 3D პრინტერის საშუალებით, შესაძლებელი იქნება ახალი ქსოვილებისა და ორგანოების გაზრდა.

2037 წელს გამჟღავნდება უდიდესი გეგმები და საიდუმლოებანი, მოხდება ასობით სხვადასხვა რეგიონის სპეციალიზებული ფუნქციების განსაზღვრა. ზოგიერთი ალგორითმით, განვითარების პერიოდში მსოფლიოს რეგიონები გაიშიფრება სრულად და დაფიქსირდება კომპიუტერულ ქსელში.

2038 წელს გამოჩნდება ადამიანი-რობოტი. ტრანსჰუმანისტური ტექნოლოგიური პროდუქცია, კიბორგები. ის აღჭურვილი იქნება დამატებითი დაზვერვის ტექნიკით, მათ შეეძლებათ კონცენტრაცია კონკრეტულ მისიაზე და ეცოდებათ უამრავი სფერო, რომელსაც ადამიანის ტვინი ვერ წვდება. აგრეთვე ექნებათ სხვადასხვა პარამეტრები, იმპლანტები, თვალში დამატებითი კამერები და ასე შემდეგ.

2039 წელს ნანოტექნოლოგიური გადანერგვა პირდაპირ ტვინში იქნება შესაძლებელი და თვითნებურად შემავალი და გამომავალი სიგნალი იქნება ტვინის უჯრედებთან. ეს გამოიწვევს ვირტუალური რეალობის სრულყოფილებას, რომელსაც აღარ დასჭირდება რაიმე დამატებითი აღჭურვილობა.

2040 წელს ინტერნეტის საძიებო სისტემა იმპლანტირებული იქნება ადამიანის სხეულთან, ძიება შესაძლებელი იქნება სათვალეებით ან ლინზებით, ხოლო საძიებო სისტემა პირდაპირ მართული იქნება ტვინის აზრებით. გაიფიქრებს ადამიანი რაიმე კითხვას და დაგუგლვის ნაცვლად პასუხი თვალწინ გამოუჩნდება.

2041 წელს ინტერნეტის სიჩქარე ხუთას მილიონჯერ მეტი იქნება დღევანდელთან შედარებით.

2042 წელს უკვდავების პირველი რეალიზაცია იქნება. ნანორობოტების საშუალებით ადამიანის იმუნური სისტემა შეივსება და გაიწმინდება დაავადებებისგან, ეს საშუალებას მისცემს ადამიანს, იცხოვროს მუდამ ჯანსაღი ცხოვრებით და მაღალი ცხოვრების ხარისხით.

2043 წელს ადამიანის სხეული შეიცვლის ფორმას, დიდი რაოდენობით ნანორობოტი შეცვლის შინაგან ორგანოებს კიბერნეტიკული მოწყობილობების მეშვეობით და მივიღებთ ბევრად უკეთეს ხარისხს.

2044 წელს არაბიოლოგიური ინტელექტი მილიარდჯერ უფრო ჭკვიანი იქნება, ვიდრე ბიოლოგიური ინტელექტი.

2045 წელს ტექნოლოგიური სინგულარობის ჟამი დადგება.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1667
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1667
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0