x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ადამიანები 7500 წლით უფრო ადრე დასახლდნენ ამაზონიაში, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით
ადამიანები 7500 წლით უფრო ადრე დასახლდნენ ამაზონიაში,  ვიდრე აქამდე ვფიქრობდით


ადამიანები სამხრეთ-დასავლეთ ამაზონიაში, კერძოდ დღევანდელი ბოლოვიის ტერიტორიაზე იმაზე ბევრად უფრო ადრე დასახლდნენ, ვიდრე დღემდე გვეგონა, აცხადებს საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფი. აქამდე გვეგონა, რომ ადამიანები აქ 2500 წლის წინ, ძვ.წ. 500 წლისთვის დასახლდნენ ამ ტერიტორიებზე პირველად, მაგრამ ახალი აღმოჩენები ცხადყოფს, რომ ეს მინიმუმ ძვ.წ. 8000 წლისთვის მოხდა. ეს ადამიანები მონადირე-შემგროვბლები იყვნენ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მათ უკვე ჰქონდათ დასახლებები, საკუთარი ტერიტორიები იყო გადანაწილებული სხვადასხვა ჯგუფს შორის და ეწეოდნენ მიწათმოქმედებასაც, მცენარეთა მოშინაურებას, როგორიცაა: ტკბილი კარტოფილი, კასავა, მიწის თხილი, წიწაკა და ა.შ.


ადამიანები 7500 წლით უფრო ადრე დასახლდნენ ამაზონიაში,  ვიდრე აქამდე ვფიქრობდით


არქეოლოგიური კვლევა მიმდინარეობდა 3 არეალზე ჩრდილოეთ ბოლივიაში, ლანოს დე მოქსოსის სავანაში: დელ ტესოროს კუნძულზე, ლა ჩაკრაში და სან პაბლოში. აღმოჩენილი იქნა მრავალი ადამიანის სამარხი, რომელიც არ იყო მონადირე-შემგროვებლების სტანდარტული სამარხები და ამჟღავნებდა საზოგადოებაში უკვე დამკვიდრებულ იარარქიულობის პრინციპს და მიწათმოქმედების მიერ მოყვანილ საკვებს. ადამიანტა ძვლები აქ იყო განამარხებულ მდგომარეობაში ამიტომ პირდაპირი რადიონახშირბადული ანალიზი ვერ ჩატარდა, ამიტომ ხის ნახშირის ანალიზების მიხედვით იქნა დრო დადგენილი. ეს ხალხი იყენებდა ცეცხლს საკვების მოსამზადებლად, ხშირ წვიმიან სეზონებში გასათბობად და ნახშირის ასაკით ისიც დადგინდა თუ როდის დაწვეს ამ ადამიანებმა იგი. (იხ. წყარო)



კრებულები:



1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
101
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0