x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
გობუსტანის ეროვნული პარკი - პრეისტორიული კავკასია
გობუსტანის ეროვნული პარკი - პრეისტორიული კავკასია


გობუსტანის ეროვნული პარკი, ან გობუსტანის სახელმწიფო ნაკრძალი აზერბაიჯანში მდებარეობს, ბაქოდან 40 კილომეტრში. ის 1966 წელს გამოცხადდა ეროვნულ საგანძურად, ვინაიდან აქ არის ამ ტერიტორიაზე ძვ.წ. 18, 000 წლიდან ძვ.წ. 3000 წლამდე. ამ ადამიანთა მიერ შექმნილი 6000-მდე ქვაზე ნახატია, რომელიც გამოსახავს კავკასიელ მონადირე-შემგროვებლებს და თვალი შეგვიძლია გავადევნოთ მათ ცხოვრების სტილს, გარემოს, აზროვნებას, ტრადიციებს და ა.შ. ვინაიდან ეს უძველესი გლიფები გვიჩვენებს პრეისტორიულ, უკვე გადაშენებულ ცხოველებს, ბრძოლის სცენებს, რიტუალურ ცეკვებს, ხარების ბრძოლებს, ნავებს მათზე მყოფი შეიარაღებული ხალხით, ხმელეთზე მყოფ მეომრებს ხელში შუბებით, აქლემების ქარავნებს, მზის და ვარსკვლავების გამოსახულებებს და უამრავ სხვა რამეს. ამ ნახატებიდან უამრავი კი 20, 000 წლისაა, ყველაზე ახლები კი 5000 წლის. 2006 წლიდან ამ ნაკრძალს "იუნესკო" იცავს.


გობუსტანის ეროვნული პარკი


ამ ნახატებიდანაც ირკვევა, რომ 200 - 100 საუკუნის წინ, დღევანდელი გობუსტანის ბუნება ძალიან განსხვავდებოდა. მაშინ ის ხშირი ტყეებით დაფარულიყო და მდიდარი ფლორითა და ფაუნით გამოირჩეოდა. თბილი კლიმატის გამო კავკასიელი მონადირე-შემგროვებელი ქალები მოკლე კაბებს ატარებდნენ, კაცებიც ხალვათად იყვნენ ჩაცმული. ამ ტერიტორიებზე გავრცელებული იყო: ხარები, ცხენები, ირემი, თხები, მგლები, ვეფხვები, მელა, ტურა და ასევე ატბულახის 1968 წლის აღმოჩენამ დაამტკიცა, რომ სამხრეთ კავკასიაში გავრცელებული იყო სამხრეთის სპილოც.



გობუსტანის ეროვნული პარკი


პალეოლითის ხანის შემდეგ მსოფლიოში დაიწყო ნეოლითის ხანა ანუ ახალი ქვის ხანა. ეს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დროს მოხდა და დაკავშირებულია მიწათმოქმედების განვითარებასთან. მაგალითად კავკასიის ტერიტორიაზე ჩვენთვის ცნობილი პირველი ნეოლითური კულტურა იყო შულავერის კულტურა (ძვ.წ. 6300 - 4350 წწ.). შულავერის კულტურამდე კი აქ, მთელ სამხრეთ კავკასიაში იყო პალეოლითური ანუ ძველი ქვის ხანის კულტურა - თრიალეთური კულტურა. ის დაიწყო ძვ.წ. 14, 000 წელს და დასრულდა მაშინ, როდესაც შულავერის კულტურა დაიწყო და სამხრეთ კავკასიის კავკასიელმა მონადირე-შემგროვებლებმა მიწათმოქმედება აითვისეს ძვ.წ. 6300 წელს. შულავერის კულტურა შეცვალა ლეილა-თეფეს კულტურამ (ძვ.წ. 4350 - 4000 წწ.), ხოლო ლეილა-თეფეს კულტურა შეცვალა მტკვარ-არაქსის კულტურამ (ძვ.წ. 4000 - 2200 წწ.). შემდგომ ჩრდილოეთში ჩამოყალიბდა მაიკოპის კულტურა (ძვ.წ. 3700 - 3000 წწ.), რომელიც სწორედ ლეილა-თეფეს ხალხმა ჩამოაყალიბა. მაიკოპის კულტურის შემდგომ ფორმირდა თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. 2200 - 1500 წწ.) და შემდეგ ჩამოყალიბდა განჯა-ყარაბაღის კულტურა (ძვ.წ. 1300 - 600 წწ.) ამ კულტურებიდან არცერთი არ ვრცელდებოდა საქართველოს შავიზღვისპირა ზოლზე, როგორც ჩანს იქ უხსოვარი დროიდან რაღაც სხვა დიდი კულტურა ჰყვაოდა, რომელსაც ჩვენ კოლხური კულტურის სახელით ვიცნობთ და რომლის საკითხებიც სიღრმისეულადაა შესასწავლი ხოლო მისი გავრცელების არეალი დასადგენია. შესაძლოა იგი ევროპამდე და ევროპის ტერიტორიაზეც კი ვრცელდებოდა. რაც შეეხება დღევანდელ ვაინახების ტერიტორიას - ჩეჩნეთ-ინგუშეთს, პირველი დასახლებები აქ ჯერ კიდევ ძვ.წ. 8000 წელს ჩნდება. პირველი კულტურა ამ ტერიტორიაზე იყო სწორედ პროტო-ქართული მტკვარ-არაქსის კულტურა, შემდგომ იგი შეცვალა კაიაკენტის კულტურამ (ძვ.წ. 3000 - 1800 წწ.) შემდეგ ხარაჩოის კულტურამ და ბოლოს ყობანის კულტურამ (ძვ.წ. 1100 - 400 წწ.)...


გობუსტანის ეროვნული პარკი - პრეისტორიული კავკასია



კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
206
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0