x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
მსოფლიოში უძველესი ცხოველის დნმ, რომლის გაშიფვრაც სრულად მოხერხდა, დმანისიდანაა

მსოფლიოში უძველესი ცხოველის დნმ,  რომლის გაშიფრვაც სრულად მოხერხდა დმანისიდანაა


წამყვანმა სამეცნიერო ჟურნალმა "ბუნებამ" (Nature) 2019 წლის 11 სექტემბერს გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "Early pleistocene enamel proteome from dmanisi resolves Stephanorinus phylogeny". დმანისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილმა 1, 77 მილიონი წლის წინ "საქართველოში" მცხოვრებმა მარტორქამ სენსაცია მოახდინა, ვინაიდან მისმა კარგად შემონახულმა ნაშთებმა ასევე მსოფლიოში დღემდე აღმოჩენილ ნაშთებს შორის საუკეთესოდ შემოინახა დნმ სტრუქტურა, რის საფუძველზეც გენეტიკოსებმა სრულად გაშიფრეს ცილების პროტეინების თანამიმდევრობის ჯაჭვი, რაც მეცნიერთა თქმით, ნამდვლი გარღვევაა ბიომოლეკულურ კვლევებში, ვინაიდან ეს საშუალებას აძლევს მეცნიერებს, შეუდარებლად უკეთ აღადგინონ ბევრად ადრეული ეპოქების, ათობით და ასობით მილიონი წლის წინანდელი ევოლუციური სურათი, ვიდრე ეს დღემდე იყო შესაძლებელი. ასევე უფრო სიღრმისეულად და ზუსტად გამოიკვლიონ დანარჩენი ცხოველებისა და ადამიანის წინაპრების ისტორია. აქამდე უძველესი ცხოველის დნმ, რომლის გაშიფვრაც მოხერხდა, ცხოვრობდა 700 ათასი წლის წინ და იყო ჩრდილოეთ ამერიკული კანადაში მობინადრე ცხენი. ხოლო როგორც უკვე ვთქვით, "დმანისური მარტორქა" - "სტეფანორიუსი" ამ ნამარხს ბევრად უსწრებს სიძველით და 1.77 მილიონი წლის წინანდელია, ანუ 1 მილიონი წლით უფრო ძველი.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი მეორე)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
433
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
433
  
2019, 13 სექტემბერი, 2:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1