x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
სფინქსის შესახებ ყველაფერი ისე არაა, როგორც გვასწავლიან
სფინქსის შესახებ ყველაფერი ისე არაა,  როგორც გვასწავლიან


გიზას სფინქსი, იგივე დიდი სფინქსი არის მითიური არსების ქანდაკება, რომელიც მდებარეობს გიზას დიდი პირამიდის სამხრეთით, გიზას პლატოზე. მისი ტანი ახლაა სრულადაა გაწმენდილი და გათავისუფლებული ქვიშის სქელი ფენისგან და სრულად მიწისზემოთ მდებარეობს, მაგრამ ასე არ იყო ჯერ კიდევ სულ რაღაც მე-19 საუკუნის ბოლომდე. მაგალითად სფინქსი იმდენად დიდი ხნისაა, რომ 1870-იან წლებში მისი მთელი უზარმაზარი ტანი ქვიშას ჰქონდა დაფარული და ასე გამოიყურებოდა:


სფინქსი 1870-იან წლებში

სფინქსი 1870-იან წლებში


სფინქსს ლომის ტანი აქვს და ადამიანის თავი. თუმცა ეს თავი აშკარა პროპორციულ შეუსაბამობას ავლენს ტანთან მიმართებით. არსებობენ მკვლევარები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შესაძლოა სფინქსი თავდაპირველად ყოფილიყო ანუბისის ქანდაკება და მისი თავი ყოფილიყო არა ადამიანის, არამედ ძაღლის, როგორც ტრადიციულად გამოისახებოდა ანუბისი. შემდგომ პერიოდში მოხდა ორიგინალი თავის მომტვრევა (ეს შეიძლება მომხდარიყო სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათ შორის განგებ) და იმ ადამიანის თავის დაშენება, რაც დღეს აქვს და რომლის რასის დადგენა ძალიან რთულია, ვინადაინ ძალიან დაზიანებულია, კერძოდ ჩამონგრეული აქვს ცხვირი, თუმცა ჯერ კიდევ შემორჩენილია კობრას სიმბოლო თავზე.


სფინქსი შესაძლოა თავიდან ანუბისის ქანდაკება იყო


დღევანდელი აკადემიური მეცნიერების მიხედვით სფინქსის ასაკი არის დაახლოებით 4500 წელი და ის აიგო ძვ.წ. 2500 წელს "რათა დაეცვა პირამიდა"-ო. სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარადაა. არც პირამიდებია ძვ.წ. 26-ე საუკუნეში აგებული (იხ. გიზას პირამიდების შესახებ ყველაფერი ისე არაა, როგორც გვასწავლიან) და არც სფინქსია ძვ.წ. 25-ე საუკუნის ნაგებობა, ვინაიდან მყარი ქვიშის ნალექი პირამიდების ძირში 14 ფუტს (დაახლოებით 4.3 მეტრს) აღწევს. პირამიდის დანალექებში ასევე აღმოჩენილია ზღვის ცხოველების განამარხებული ნაშთები, რომელთა ასაკიც დადგინდა ნახშირბადული დათარიღების გზით - 12, 000 წელი, დაახ. ძვ.წ. მე-100 საუკუნე.

მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ნილოსი ყოველწლიურად დიდდება ხოლმე, გიზას პირამიდები მისგან 5 მილის (8 კილომეტრის) მოშორებით მდებარეობს და თანაც ამაღლებულ პლატოზე, რაც გამორიცხავს მდინარე ნილოსის ადიდების შედეგად ამ ყველაფრის გაჩენას.


ჩვენს სფინქსზეც სწორედ დადასტურებულად აისახება არამარტო ქარის, არამედ, რაც მთავარია და მეტად ყურადსაღები - წვიმის ეროზია. ეს უკვე დაადასტურა 200-ზე მეტმა პროფესიონალმა გეოლოგმა და შეუვალ ფაქტს წარმოადგენს. ეს საოცარი აღმოჩენა გახლდათ. წყლის ეროზია სფინქსზე პირველად ცნობილმა გეოლოგმა რობერტ შხოხმა (Robert Schoch) აღმოაჩინა და სიღრმისეულად შეისწავლა. ეს კვლევა იმითაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სფიქნსის ასაკს რამდენიმე ათასწლეულით უკან სწევს.


წყლის ეროზია სფინქსის ტანზე


რა თქმა უნდა სფინქსის ტანზე აღინიშნება ქარის ეროზიაც და ქარისგან გამოწვეული ეროზია ბუნებრივია მას ჰორიზონტალურ ხაზებად მიუყვება მთელი ნაგებობის სიგრძეზე. ხოლო რაც შეეხება წყლის ეროზიას, ეს არის ვერტიკალური ეროზია წყლის ზევიდან ქვევით დინების შედეგად. ბოლოს, როდესაც ნილოსის დელტას რეგიონში, სადაც გიზას პლატო მდებარეობს, მოხდა დიდი გაწვიმება იყო დაახლოებით 9000 წლის წინ, ძვ.წ. 70-ე საუკუნისთვის. ქარის ეროზიასთან ერთად კი სფინქსს ნამდვილად აღენიშნება წყლისა და წვიმის ეროზია. ის ღარები და ეროზიის ის ხარისხი, რომელიც სფინქსის ტანს გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი წვიმების მრავალწლიან სეზონებს შეეძლო გამოეწვია. ეს ადასტურებს იმას, რომ სფინქსი, ისევე როგორც გიზას პირამიდები არის იმაზე ბევრად უფრო ადრე აგებული, ვიდრე ეს დღეს მიიჩნევა აკადემიურ მეცნიერებაში.


წყლისა და ქარის ეროზიის შედარება სფინქსზე


საინტერესოა ისიც, რომ დღემდე ძალიან ცოტა ფოტო არსებობს ინტერნეტში, რომელიც გადაღებულია ზედხედით გამოსახული სფინქსი. ეგვიპტის მთავრობა უკრძალავს ხალხს დრონით გადაიღოს სფინქსი ზევიდან. თუმცა მაინც შესაძლებელია ასეთი ფოტოების მოძიება და რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ, სადაც აშკარად ასახულია ის, რომ სფინქსს აქვს ჩასასვლელი ზუსტად თავის ყიფლიბანდის მხრიდან.


სფინქსის ჩასასვლელი თავიდან


შემდეგი ორივე ფოტო არის გადაღებული 1990 წლის 1 მაისს ფოტოგრაფ ერიკ ბრისაუდის მიერ, როდესაც ხორციელდებოდა გარკვეული სამუშაოები სფინქსზე სპეციალისტების მიერ. ფოტოზე სწორედ ამ სამუშაოების მოთავე სპეციალისტები არიან გამოსახული, მათ შორის გიზას პლატოს არქეოლოგიური მონაკვეთის გენერალური დირექტორი დოქტორი ზაჰი ჰავასი:


სფინქსი. 1990 წ. 1 მაისი.


სწორედ ამავე დღეს, ამ ფოტოს გადაღების შემდგომ ფოტოგრაფი ერიკ ბრისაუდი ავიდა სფინქსის თავზე და გადაიღო ისტორიული ფოტო, სადაც აშკარად ჩანს ჩასასვლელი სფინქსის სიღრმეში და რომლის ფოტოებსაც, ვიდეოებსაც ან რაიმე ინფორმაციას იმაზე, თუ სად მიდის ეს გზა, არ ასაჯაროებენ:


სფინქსის ჩასასვლელი თავის მხრიდან. 1990 წ.


საინტერესოა თუ რომელ წელს და რა ტიპის მიწისქვეშა გზები თუ სიცარელეეები აღმოაჩინეს თავად სფინქსის შიგნით და ასევე მის ქვეშ:

1926 წელს აღმოაჩინეს მიწისქვეშა "ოთახი" სფინქსის კუდის ქვეშ. 1998 წელს კი აღმოაჩინეს უკანა მხრიდან ამ ოთახში შემომავალი, მიწისქვეშა კორიდორი, რომელიც სიგრძეზე კვეთს მთელ მიწისქვეშა სივრცეს რაც სფინქსის ქანდაკების ქვეშაა და გრძელდება სადღაც. ზუსტად დღემდე არ ვიცით თუ სად მიდის, სად მთავრდება საბოლოოდ ეს გზა, ვინაიდან დოქტორი ზაჰი ჰავასი და სხვა პასუხისმგებელი პირები ინფორმაციას არ ასაჯაროებენ.


სფინქსის შიგთავსი


სფინქსის ქვეშ აღმოჩენილია ორი დიდი სიცარიელე (ოთახი), ერთს ეწოდება დიდი ოთახი, რომელიც მდებარეობს მიწისქვეშ სფინქსის გავის და კუდის პარალელურად. ხოლო "პატარა ოთახი" მდებარეობს სფინქსის წინა თათების პარალელურად მიწისქვეშ რამდენიმე მეტრის სიღრმეზე.

თავად სფინქსის ტანის სიღრმეში აღმოჩენილია 2 სიცარიელე (ოთახი), რომლის ფოტოებსაც არ აქვეყნებენ.

ასევე მიწისქვეშა ოთახები აღმოაჩინეს სფინქსის მარჯვნივ და მარცხნივ 1977 წელს და 1987 წელს.

1987 წელს ცნობილმა გეოლოგმა რობერტ შხოხმა სწორედ სფინქსის შესწავლის დროს, როდესაც იკვლევდა ზემოთხსენებულ წვიმის ეროზიას მის ტანზე, აღმოაჩინა კიდევ ერთი მიწისქვეშა სიცარიელე ზუსტად "პატარა ოთახის" მარჯვნივ, სფინქსის მარჯვენა თათის ქვეშ. "პატარა ოთახსა" და "შხოხის სიცარიელეს" მხოლოდ ერთი მიწისქვეშა კედელი ჰყოფს.


სფინქსის გვირაბები და ოთახები


მეორე ჩასასვლელი სფინქსს გააჩნია ზურგის მხრიდან. ზუსტად სფინქსის "გავიდან" არის ჩასასვლელი სავარაუდოდ ე.წ. "დიდ ოთახში" ან გზა კიდევ სხვა მიმართულებით მიდის.


სფინქსის ჩასასვლელი ზურგის მხრიდან

მიუხედავად იმისა, რომ დოქტორი ზაჰი ჰავასი წლების განმავლობაში უარყოფდა ამ ოთახებისა და გვირაბების არსებობას სფინქსში, მის ქვეშ და შემოგარენში, მას ბოლოს მაინც მოუწია ამის აღიარება და 2009 წელს თავადვე აიტანა კამერა სფინქსის ზურგზე მდებარე ჩასასვლელთან. მან მოხადა დალუქული თავი გვირაბს და კამერით გადაიღო:


ზაჰი ჰავასი სფინქსზეზაჰი ჰავასი სფინქსზე


იქ ნამდვილად არის გვირაბი, რომელიც ჩადის სფინქსის სიღრმეში ვერტიკალურად, შემდეგ წყდება და მიდის სხვა მიმართულებით არა ვერტიკალურად, არამედ უკვე შედარებით ჰორიზონტალური დახრილობით. ერთი ან რამდენიმე გვირაბით და მიმართულებით. ზუსტად არ ვიცით იმის გამო, რომ ზაჰი ჰავასმა აქ შეწყვიტა მეტი ინფორმაციის მოწოდება და გადაღება აღარ გააგრძელა. აღარ ჩავიდა და არ უჩვენა საზოგადოებას თუ სად და რომელი მიმართულებით გრძელდებოდა გვირაბები:


კითხვა რჩება პასუხგაუცემელი: სად მიდის სფინქსის გვირაბი?



მესამე ჩასასვლელი სფინქსის ქვეშ მდებარეობს სფინქსის ტანის უკანა ნაწილში, მისი კუდის მარცხნივ და ჩადის პირდაპირ მიწისქვეშ ძალიან ღრმად. ვინც ეწვევა ეგვიპტეს, შეუძლია მოინახულოს ეს ადგილი, მაგრამ მიწის ზევიდან ვერაფერს დავინახავთ თუ რა ხდება შიგნით. პირველი იმიტომ რომ მთავრობის მიერ ჩასასვლელი ტურისტებისთვის რასაკვირველია დალუქულია, მეორეც, რომ მოხსნან ლუქი, დაბლა ძალიან ბნელა. სამაგიეროდ ვიცით, რაც ხდება შიგნით ნაწილობრივ, იმიტომ რომ დოქტორი ზაჰი ჰავასი თავად ჩავიდა და წაიყოლა კამერით გადამღებიც.


სფინქსის ქვეშ ჩასასვლელი გვირაბიზაჰი ჰავასი ჩადის სფინქსის მიწისქვეშეთში

ზაჰი ჰავასი ჩადის სფინქსის მიწისქვეშეთში


მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათ არ გადაიღეს ყველაფერი სრულად. უბრალოდ აჩვენეს, რომ დაბლა ჩადის გვირაბი ვერტიკალურად, შემდეგ ის წყდება, მაგრამ გვირაბი გრძელდება უკვე ჰორიზონტალურად. გზა სადღაც მიდის, მაგრამ მათ არ გადაიღეს, თუ სად. არაფერი უნდოდა იმას, რომ კამერით გაენათებინათ გვირაბი და დაემტკიცებინათ თაიანთი სიტყვა: "გვირაბი აქ წყდება", ფოტო და ვიდეო-მასალითაც, მაგრამ ეს არ გააკეთეს, ხოლო ამის შემდეგ აკრძალეს სხვა მკვლევარების მიერ ამ ყველაფრის გამოკვლევა და დღემდე ეს საკითხი დახურულად რჩება.


გვირაბი გრძელდება სფინქსის ქვეშ



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
622
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
622
  
2019, 26 სექტემბერი, 14:56
1970-იან წლებში აღმოაჩინეს მესამე ჩასასვლელი სფინქსის ქვეშ. პირველად მის გამოსაკვლევად ჩავიდა მარკ ლეინერი. ძალიან დაახლოებული ადამიანი ზაჰი ჰავასთან. 3 კვირის განმავლობაში მას მიფარებული ჰქონდა საფარი და იქვე იცავდა ზაჰი ჰავასის ხალხი, რომ არავის დაენახა რას აკეთებდა შიგნით. როგორც ახლა აცხადებენ ოფიციალურად ვერსიას, რომ იქ თურმე "არაფერია". მაშინ რად უნდოდა არაფრის გამოკვლებას 3 კვირა და დაფარვა ამ ყველაფრის?
0 1 1