x
image
თორ ნიკე
გამოაშკარავდა უდიდესი ტყუილი რუსების გენეტიკური წარმოშობის შესახებ
გამოაშკარავდა უდიდესი ტყუილი რუსების გენეტიკური წარმოშობის შესახებ


გამოაშკარავდა უდიდესი ტყუილი რუსების გენეტიკური წარმოშობის შესახებ. 21-ე საუკუნის დასაწყისიდან ტარდება რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური რუსების გენეტიკური კვლევები, როგორც მამობრივი ხაზის (Y-ქრომოსომული) და მდედრობითი ხაზის (მიტოქონდრიული), ასევე მთელი გენომის (ავტოსომური) კვლევები, რამაც ბევრ მითს და არასწორ ინფორმაციას ახადა ფარდა. როგორც აღმოჩნდა, ეთნიკური რუსები (მართლმადიდებელი სლავები და მათი შთამომავლები) არ არიან ნახევრად თათრები ან მონღოლები, როგორც აქამდე მიიჩნეოდა.

ავტოსომური, მიტოქონდრიული და Y-ქრომოსომული გენეტიკური კვლევები ცხადყოფს, რომ ეთნიკური რუსები გენეტიკურად ყველაზე ახლოს დგანან ეთნიკურ უკრაინელებთან, ბელორუსებთან, ლატვიელებთან, ლიტველებთან და ესტონელებთან.


რუსების Y-ქრომოსომული კვლევის შედეგები


რუსების Y-ქრომოსომული კვლევის შედეგები



Y-ქრომოსომის ჰაპლოჯგუფის (მამაკაცური მემკვიდრეობითი გენეტიკური მოდგმების) 8 ქვეკლადა: R1a, N3, I1b, R1b, I1a, J2, N2 და E3b - ყველა ერთად შეადგენს რუსული Y-ქრომოსომული დნმ-ის მთელი წილის 95%-ზე მეტს. 1228 ნიმუშიდან 11 ცალი (0.9%) კლასიფიცირებული იყო როგორც ძირეული ჰაპლოჯგუფები F და K. ასევე ამ 1228 ნიმუშიდან მხოლოდ 9 რუსი (0.7%) მოხვდა ჰაპლოჯგუფებში C, Q და R2, რომელიც დამახასიათებელია და სპეციფიკურია აღმოსავლეთისა და სამხრეთის აზიური მოსახლეობისთვის, კერძოდ თურქული მოდგმის ხალხებისთვის და მონღოლებისთვის.


4 ყველაზე დომინანტური Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფი ეთნიკურ რუსებში არის:

ჰაპლოჯგუფი R1a - საშუალოდ 53.4%. ამ ჰაპლოჯგუფს სლავურსაც უწოდებენ არაფორმალურად. მომდინარეობს პროტო-ინდო-ევროპელებისგან.

ჰაპლოჯგუფი I - საშუალოდ 23.5% - უმეტესად გავრცელებულია მაღალი სიხშირით ცენტრალურ და სამხრეთ რუსეთში. ამ ჰაპლოჯგუფს უწოდებენ კრო-მანიონების ან პირველი ევროპელების ჰაპლოჯგუფსაც. დამახასიათებელი იყო პირველი ევროპელი აბორიგენების შთამომავლებისთვისაც - აღმოსავლეთის, დასავლეთის და სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლებისთვის.

ჰაპლოჯგუფი N - საშუალოდ 17.3% - ეს ჰაპლოჯგუფი დამახასიათებელია ფინურ-უნგრული ხალხებისთვის და რუსებთან მათი შერევის შედეგია დღეს ეთნიკურ რუსებში ამ ჰაპლოჯგუფის ამგვარი სიხშირე.

ჰაპლოჯგუფი R1b - საშუალოდ 5.8%. ისევე, როგორც R1a, ეს ჰაპლოჯგუფიც მომდინარეობს პროტო-ინდო-ევროპელებისგან.


ზემოთმოყვანილი ინფორმაციის წყარო არის გენეტიკური კვლევები, რომელიც ჩატარდა და შედეგები გამოქვეყნდა 2008 წელს (O. Balanovsky; S. Rootsy; A. Pshenichnov; et al. (2008 წლის იანვარი, "რუსული მამობრივი მემკვიდრეობის ორი წყარო ევრაზიულ კონტექსტში").



რუსების მიტოქონდრიული კვლევის შედეგები


რუსების მიტოქონდრიული კვლევის შედეგები


ეთნიკური რუსების მიტოქონდრიული გენოფონდი (დედობრივი გენეტიკური ხაზები) წარმოდგენილია მიტოქონდრიული ტიპებით, რომლებიც მიეკუთვნებიან ტიპიურ დასავლეთ ევრაზიულ (კავკასოიდური რასის ანუ ევროპულ, კავკასიურ და ახლო აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელ) ჯგუფებს. აღმოჩნდა, რომ აღმოსავლეთ ევრაზიელებთან (მონღოლებთან და თურქული მოდგმის ხალხებთან) რუსების შერევა მინიმალური იყო და არსებობდა დაბალ სიხშირეებში ჰაპლოჯგუფ M-ის სახით. იგივე კვლევები მიუთითებს, რომ ეთნიკურ რუსებს ახასიათებს დასავლეთ ევრაზიული (კავკასოიდური რასის) მიტოქონდრიული დნმ 97.8 - 98.5 % სიხშირით, რაც ცხადია, ძალიან მაღალი მაჩვენებელია.


წყარო: B. Malyarchuk; T. Grzybovsky; M. Derenko; J. Gzarny; M. Wozniak; D. Miscicka-Sliwka - აღნიშნულ ავტორთა კვლევა სახელწოდებით "მიტოქონდრიული დნმ-ის ცვალებადობა პოლონელებსა და რუსებში" - გამოქვეყნდა 2002 წლის აპრილში.

წყარო II: B. Malyarchuk; T. Grzybovsky; M. Derenko et al. - აღნიშნულ ავტორთა კვლევა სახელწოდებით "მიტოქონდრიული და Y-ქრომოსომული დნმ-ის დიფერენციაცია რუსულ პოპულაციებში" - გამოქვეყნდა 2004 წლის დეკემბერში.



რუსების ავტოსომური კვლევის შედეგები


რუსების ავტოსომური კვლევის შედეგები


ავტოსომურად ეთნიკური რუსები ყველაზე ახლოს არიან აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობასთან, რასაც მოჰყვება სხვა დასავლეთ ევრაზიული ჯგუფები, როგორიცაა ცენტრალური, ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ ევროპელები, კავკასიელები და ახლო აღმოსავლელები.


წყარო: Andrey V. Khrunin. მისი კვლევა სახელწოდებით "რუსეთის ევროპული ნაწილის პოპულაცების გენომის ფართო ანალიზი ავლენს გენეტიკური მრავალფეროვნების ახალ პოლუსს ჩრდილოეთ ევროპაში" - გამოქვეყნდა 2013 წლის 7 მარტს.


წყარო: Genetic Studies on Russians - Wikipedia;




რუსეთის,  როგორც სახელმწიფოს და რუსების,  როგორც ერის ჩამოყალიბების ისტორია


რუსეთის, როგორც სახელმწიფოს და რუსების, როგორც ერის ჩამოყალიბების ისტორია


ახალი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეში, როცა იბერიის სამეფოში ვახტანგ გორგასალი მეფობდა, დედამიწაზე დღეს არსებული ყველა სლავის საერთო წინაპრები, პირველი სლავები თავმოყრილნი იყვნენ მხოლოდ თანამედროვე დასავლეთ უკრაინისა და თანამედროვე აღმოსავლეთ პოლონეთის ტერიტორიებზე და იქიდან დაიწყეს გავრცელება აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ ევროპის და თანამედროვე რუსეთის ტერიტორიებზე.


პროტო-სლავები და მათი გავრცელება მე-5 საუკუნიდან



სლავები მე-6 საუკუნეში გავრცელებულნი იყვნენ მხოლოდ უკრაინისა და პოლონეთის ტერიტორიებზე და განაგრძობდნენ გარშემო მიწებზე ნელ-ნელა დამკვიდრებას და ფეხის მოკიდებას. იბერიის სამეფოში მაშინ მეფობდა ბაკურ II - გორგასალის შვილიშვილი, მეფე დაჩის ძე.


ადრეული სლავების გავრცელება მე-6 საუკუნეში




მე-8 საუკუნის დასაწყისისთვის სლავები გავრცელებულნი იყვნენ მხოლოდ უკრაინის და პოლონეთის ტერიტორიებზე, მაგრამ შემდგომ პერიოდში, ამავე საუკუნეში პირველმა სლავურმა ტალღებმა მიაღწია სამხრეთ ევროპას, კერძოდ ბალკანეთს. ამ დროს სლავების მიერ სრულიად აუთვისებელი იყო დღევანდელი რუსეთის ტერიტორია. იქ სლავური ტომები ჯერ არ იყვნენ გავრცელებულები ახ.წ. 700 წლისთვის. ამ დროს იბერიის საერისმთავროს მართავდა არჩილ II ბაგრატიონი.


ადრეული სლავების გავრცელება მე-8 საუკუნეში



დასავლეთ უკრაინიდან და აღმოსავლეთ პოლონეთიდან ახალი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნიდან დაწყებული გარშემო ტერიტორიების ათვისებით, ადრეულმა სლავებმა 600 წლიდან 900 წლამდე დაიკავეს დღევანდელი უკრაინის, პოლონეთის ბელორუსიის და ბალკანეთის ტერიტორიები. რუსეთის ტერიტორიაზე სლავები ამ დროისთვისაც კი არ იყვნენ ჯერ კიდევ გავრცელებული. დღევანდელი რუსეთის მხოლოდ მცირე ნაწილში, ბელორუსიის მახლობლად და მეზობლად მდებარე მცირე მიწებზე შევიდნენ მე-9 საუკუნეში. როცა სლავები პირველად გამოჩნდნენ დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე, მაშინ იბერიის საერისმთავროს (ქართლის საერისმთავროს) მართავდა აშოტ I დიდი კურაპალატი (ქართლის ერისმთავარი 786-813 წლებში). სლავები უკვე მე-9 საუკუნეში დაიყვნენ აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ სლავებად.


სლავები მე-9 საუკუნეში



850 წლიდან სკანდინავიიდან ვიკინგები მდინარე დნეპრს დაუყვნენ და ვაჭრობა დაიწყეს ბიზანტიის იმპერიასთან. სწორედ ამ დროიდან იწყებენ ვიკინგები (ვარანგები) ფორტიფიკაციების მშენებლობას სლავურ მიწებზე - მდინარე დნეპრის სანაპიროებზე.


ვიკინგების მიგრაცია სამხრეთთ მე-9 საუკუნის შუა ხანებიდან



862 წელს ერთ-ერთმა ვიკინგმა ლიდერმა სახელად რიურიკმა დააარსა ქალაქი ნოვგოროდი დღევანდელი ბელორუსიის საზღვართან, ჩრდილო-დასავლეთ რუსეთის ტერიტორიაზე. მისმა შთამომავალმა, ოლეგ რიურიკსონმა მოაწყო ლაშქრობა სამხრეთით, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე და დაიპყრო სხვა ვიკინგების მიერ მე-9 საუკუნეში დნეპრის მახლობლად დაარსებული ქალაქები: სმოლენსკი და კიევი.


ნოვგოროდის დაარსება 862 წელს



კიევის და სმოლენსკის დაპყრობის შემდეგ ნოვგოროდის მთავარმა, ოლეგ რიურიკსონმა 882 წელს დააარსა დიდებული სახელმწიფო - კიევის რუსეთი. ამ სამეფოს მმართველი ელიტა გახლდათ სკანდინავიური წარმოშობის ვიკინგების შთამომავლები, ხოლო ჩვეულებრივი მოსახლეობა იყო შერეული სლავური (დომინანტურად) და გერმანიკული მოდგმის (ნომინალურად). ქართლის საერისმთავროს მაშინ მართავდა გურგენ I კურაპალატი.


ნოვგოროდის მიერ სმოლენსკის და კიევის დაპყრობა და კიევის რუსეთის შექმნა



დიდებული სახელმწიფო - კიევის რუსეთი დღევანდელი რუსეთის ევროპული ნაწილის ტერიტორიების დაპყრობაზე და ამ მიწების თურქული და ფინო-უნგრული ხალხებისგან გამოსატაცებლად გადავიდა შეტევაზე მე-10 საუკუნის შუა წლების შემდეგ, როდესაც კიევის დიდი მთავარი სვიატოსლავ რიურიკოვიჩი გადავიდა შეტევაზე 964 წელს, თავს დაესხა თურქული მოდგმის გაებრაელებულ სახელმწიფოს - ხაზართა სახაკანოს და გაანადგურა მისი დედაქალაქი - ატილი 966 წელს. 965 წელს კი გაანადგურა თურქული ხალხი - ვოლგას ბულგარები.


966 წელი - რუსების და თურქიკი ხალხების დაპირისპირების დასაწყისი



989 წელს კიევის რუსეთმა ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა ქრისტიანობა, რის მერეც მის მმართველს, ვლადიმერ რიურიკოვიჩს მიეცა უფლება, დაქორწინებულიყო ბიზანტიის იმპერატორის დაზე. ამის შემდეგ მოხდა თურქული მოდგმის ტომების დამარცხება ბალკანეთში და ბიზანტიის მიერ ამ ტერიტორიების დაბრუნება თავის შემადგენლობაში და ეს განხორციელდა სწორედ კიევის რუსეთის დახმარებით.


989 წელს კიევის რუსეთის მიერ ქრისტიანობის გამოცხადება სახელმწიფო რელიგიად



1054 წელს მოხდა ქრისტიანული ეკლესიის დიდი განხეთქილება, განყოფა მართლმადიდებლობად და კათოლიციზმად. კიევის რუსეთის დასავლეთ ნაწილმა აირჩია კათოლიციზმი. კათოლიციზმზე გადასული კიევის რუსების მთავარი ქალაქი კრაკოვი იყო. კათოლიკე რუსები შემდგომ საუკუნეებში პოლონელებად ჩამოყალიბდნენ. სწორედ ასე დაიწყო პოლონელი ერის ფორმირება და ამ ხალხის გამოყოფა ერთიანი რუსული სივრციდან. მაშინ საქართველოში ბაგრატ IV ბაგრატიონი მეფობდა.


ქრისტიანობის ორად განყოფა - პოლონელების რუსებისგან გამოყოფა



1223 წელს მონღოლები პირველად დაუპირისპირდნენ კიევის რუსეთის არმიას. ეს ბრძოლა მდინარე ხალხასთან მოხდა. აქ რუსებმა მონღოლები დაამარცხეს.


1223 წ. - ხალხას ბრძოლა რუსებსა და მონღოლებს შორის



1237 წლიდან კიევის რუსეთს შემოესია მონღოლეთის იმპერიის (დედაქალაქით ყარაყორუმი) თათარ-მონღოლთა დიდი არმია. 1242 წლამდე მათ პოლონეთის და უნგრეთის ტერიტორიებამდე მიაღწიეს და ყველაფერი ომის ცეცხლში გახვიეს. ევროპის დაპყრობა მხოლოდ უგედეი ყაენის სიკვდილმა გააჩერა.


1237 წლიდან მონღოლთა დიდი შეტევა კიევის რუსეთზე



ამ დროს, 1243 წელს, მონღოლეთის იმპერია უკვე ევრაზიის უდიდესი ნაწილს აკონტროლებდა.


მონღოლეთის იმპერია 1243 წლისთვის



მონღოლეთის იმპერიის მიერ დახარკულმა, ნახევრად დამოუკიდებელმა რუსულმა სამთავროებმა 1325 წელს გადაწყვიტეს, რომ კიევიდან მოსკოვში გადაეტანათ თავიანთი სასულიერო ცენტრიც და ყოველთა რუსთა დიდი მთავრის დედაქალაქიც მოსკოვი გახდა კიევის ნაცვლად. თავად მოსკოვი დაარსდა 1147 წელს ვიკინგი მთავრის იური ვლადიმირის ძე დოლგორუკის მიერ. ითვლება, რომ დოლგორუკები სკანდინავიელი რიურიკის შთამომავლები იყვნენ.

როცა რუსების ცენტრი კიევიდან მოსკოვში გადაიტანეს (1325 წელს), მაშინ საქართველოში გიორგი V ბრწყინვალე მეფობდა. ასე იმიტომ ეწოდება, რომ მთელი მონღოლეთის იმპერიაში როცა ევრაზიის უდიდესი ნაწილი იყო მოქცეული, ჩინეთ-ინდოეთი, დღევანდელი რუსეთი და სხვა მრავალი ტერიტორია, ერთადერთი ამ სივრცეში საქართველო იყო მაღალი დონის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხარისხის მქონე სახელმწიფო და თანაც ერთიანი. გიორგიმ ეს მოახერხა მონღოლეთის ელიტასთან საუკეთესო დიპლომატიური ურთიერთობის აწყობით, მათს უახლოეს მოკავშირედ ქცევით და მონღოლთა ნდობის მოპოვებით, რის მერეც, ნება მისცეს მას მონღოლებმა რომ საქართველო გაეერთიანებინა და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხიც გაემყარებინა.


1325 წელი - მოსკოვის აღზევების დასაწყისი



1330-იან წლებში ლიტველმა წარმართებმა დაიპყრეს ყოფილი, აწ უკვე მრავალ რუსულ სამთავროდ დაშლილი კიევის რუსეთის მონღოლებისგან დასუსტებული მართლმადიდებლური მიწები და შექმნეს ახალი სახელმწიფო დედაქალაქით ვილნიუსი. ამ დროს მოსკოვი მონღოლების კონტროლქვეშ რჩებოდა ნახევრად დამოუკიდებელი რუსული სამთავროს სახით. თუმცა ამ ქალაქს ჰქონდა დიდი ამბიცია, რომ თავად მოეხდინა ჯერ საკუთარი თავის სრულად გათავისუფლება და შემდეგ გაეეერთიანებინა ყველა რუსული სამთავრო თავის გარშემო. 1380 წელს კულიკოვოს ბრძოლაში დაამარცხა კიდეც თათრების არმია მოსკოვმა, მაგრამ მალევე კვლავ გადაწვეს მოსკოვი თათარ-მონღოლებმა და კონტროლი აღადგინეს მასზე, რაც მისი კვლავ დახარკვით გამოიხატა. 1380-იან წლებში კათოლიციზმი მიიღო ვილნიუსის ელიტამ, მიუხედავად იმისა, რომ კიევის რუსეთის ყოფილი მიწების მოსახლეობა მართლმადიდებელი იყო. დაიწყო სლავების სრული გაკათოლიკების პროცესი, მაგრამ მართლმადიდებელი მოსკოვი თათარ-მონღოლთაგან მიყენებულ ჭრილობებს იშუშებდა და ძალას იკრებდა მტრისთვის გადამწყვეტი დარტყმის მისაყენებლად.


მე-14 საუკუნის დასასრული - სლავების გაკათოლიკების საფრთხე და მოსკოვის ბრძოლა თავისუფლებისთვის



1453 წელს კონსტანტინოპოლი უთმანის ხალიფატმა, იგივე ოტომანების იმპერიამ ანუ ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო. ამით დასრულდა რომის დიდი ეპოქა და დაეცა აღმოსავლეთ რომის იმპერია - ბიზანტია. მაგრამ მალევე, 1470 წელს დიდმა რუსმა მთავარმა, მოსკოვის მმართველმა ივანე III-მ თავი გამოაცხადა ბიზანტიის მემკვიდრედ და მოსკოვი მართლმადიდებლობის ახალ დამცველად დაასახელა. მოსკოვს ეწოდა მესამე რომი. პირველი იყო რომის იმპერია დედაქალაქით რომი. შემდეგ აღმოსავლეთ რომის იმპერია ანუ ბიზანტია დედაქალაქით კონსტანტინოპოლი და მესამე - მოსკოვის რუსული სახელმწიფო.


1470 წელი - მოსკოვის მესამე რომად გამოცხადება



1478 წელს მოსკოვის რუსულმა სახელმწიფომ დაიპყრო ნოვგოროდის რუსული სახელმწიფო. შემდეგ კი, 1480 წელს სამხრეთით დაიძრა და თათრების არმიას დაუპირისპირდა მდინარე უგრასთან. თათრებმა რუსების არმიის წინაშე უბრძოლველად უკან დაიხიეს. ამის შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო სრულად გათავისუფლდა ხარკისგან და მოიპოვა სრული სუვერენიტეტი, სრული დამოუკიდებლობა.


1480 წელი - მოსკოვის მიერ სრული დამოუკიდებლობის მოპოვება




მოსკოვის სამთავროს გაფართოება 1390 წლიდან 1533 წლამდე წარმატებით მიმდინარეობდა. დაიწყო სულ მცირე ტერიტორიიდან და უკვე 1533 წლიდან ფლობდა რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთის დიდ ნაწილს. 1533 წელს, თავისი მამის გარდაცვალების შემდეგ, მოსკოვის სამთავროს დიდ მთავრად დაასახელეს 3 წლის ივანე მრისხანე.


მოსკოვის სამთავროს გაფართოება 1390 წლიდან 1533 წლამდე



1547 წელს ივანე მრისხანემ მიიღო მეფის წოდება და გახდა "ცარი (კეისარი) ყოვლისა რუსეთისა". მან რუსეთის სამეფოს ტერიტორია ახალი დაპყრობებით კიდევ უფრო განავრცო და ამ პროცესში გაანადგურა მუსლიმური სახელმწიფოები ყაზანი და ასტრახანი. თავისი მმართველობის დასასრულს ის ფლობდა ტერიტორიებს ჩრდილოეთ კავკასიიდან ფინეთამდე და უკრაინიდან ციმბირის დასაწყისამდე. მისით დასრულდა დიდებული რიურიკოვიჩების დინასტია.


რუსეთი 1584 წელს - ივანე მრისხანეს მმართველობის დასასრულს



1584 წლის 28 მარტს გარდაიცვალა ბოლო რიურიკოვიჩი - ივანე მრისხანე - რუსეთის პირველი მეფე და კეისარი. მას შემდეგ, 1585-86 წლიდან დაიწყო კაზაკების მიერ ურალს გადაღმა მდებარე ციმბირის ტერიტორიების დაპყრობა. ისინი შეუჩერებლად მიიწევდნენ წინ და საბოლოოდ 1689 წელს მთელი აღმოსავლეთ რუსეთი (რუსეთის აზიური ნაწილი, ციმბირი) შემოიერთეს. რუსეთის სახელმწიფო გადაიჭიმა კიევიდან ჩუქჩების მიწებამდე, თუმცა ამ პერიოდში რუსეთს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაპყრობილი ჩრდილოეთ კავკასია და შუა აზია. რუსეთმა იარსება როგორც სამეფომ 1547-1721 წლებში ხოლო 1721 წლიდან გამოცხადდა იმპერიად და როგორც იმპერიამ იარსება 1917 წლის კომუნისტურ რევოლუციამდე. 1922 წელს კი ჩამოაყალიბდა საბჭოთა კავშირი, რომელმაც 1991 წლამდე იარსება.


მუქი ყვითელით აღნიშნულია რუსეთი 1584 წლისთვის



ამ რუკაზე აღნიშნულია რუსეთის გაფართოება წლების მიხედვით. სხვადასხვა ფრად არის აღიშნული სხვადასხვა მმართველის დროს შემოერთებული ტერიტორიები:

რუსეთის ექსპანსია წლების მიხედვით



როცა ნახევრად დამოუკიდებელი კახეთის მმართველი (ირანის ვაისროი, "ვალი") გახდა ერეკლე მეფის მამა - თეიმურაზ II, 1732 წელს, რუსეთის იმპერიის მთელი მოსახლეობა დაახლოებით 18 ან 20 მილიონ ადამიანს შეადგენდა. ხოლო იმ პერიოდში, როცა 1801 წლისთვის რუსეთის მოსახლეობა დაახლოებით უკვე 40 მილიონი იყო, რუსეთის იმპერიამ 6 დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს: ქართლ-კახეთის სამეფოს, იმერეთის სამეფოს, გურიის, სამეგრელოს, სვანეთის და აფხაზეთის სამთავროების ანექსია დაიწყო და ეს პროცესი 1867 წელს დაასრულა სამეგრელოს სამთავროს საბოლოო მიერთებით.


რუსეთის იმპერიის მოსახლეობა წლების მიხედვით



წყარო: The Origins of Russia - Geo History;


კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


23
1866
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1866
  
21 სექტემბერი, 20:15
https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/149151-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A3%E1%83%90/2/. ,,უმაგრესი ქალები ყავთ რუსებს.'' მართლა? და აბა ესენი ვინ არიან?
21 სექტემბერი, 20:07
უკაცრავად, ჰაპლო-ჯგუფი უნდა დამეწერა. :) იქვე ისა კოაძოის ,,ეშმაკის მონოლოგს'' თუ წაიკითხავ, არ გაწყენდა.
21 სექტემბერი, 20:06
აგერ, თორნიკეს აქვს ქართველთა აჰლო-ჯგუფის შესახებ სტატია და ნახე, პავლოვ-იჩ. :))))
20 სექტემბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

20 სექტემბერი, 18:36
თუთიკო მაგარი საიმედი წყარო მოგიძებნია მაგ ტუტუცი რუსოფობი დებილი ბავშვის ჭკუაზე როგორ უნდა იარო ამხელა კაცმა. ვაი შენს პატრონს.
ჰო ჰო იმიტომ გვანან რუსი ქალები მონღოლებს უმაგრესი ქალები ყავთ რუსებს, ყველაზე ლამაზები მსოფლიოში, თუთიკო რა ბანძია შეადარე, რუსოფობობის კიდევ ერთი მიზეზი სიბანძე სულიერად ფიზიკურად. კიდევ გიმეორებ კითხვას. გადატ-ვნა გადოტ-ვნის საკითხებში საქართველო როგორ არის? აქ იყვნენ მონღოლები თურქმენები უზბეკები ყირგიზები, სპარსები, თურქები და სხვა.
20 სექტემბერი, 16:30
მშვენიერი სტატია ვნახე აქვე, ამ საიტზე

"ბათუმ ახლანდელი რუსეთის მაშინდელ ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს დაავალა - თითოეულ ოჯახს მონღოლი მუჟიკებისგან გაეჩინა ვაჟი! რომელ ოჯახსაც ზრდასრული ქალიშვილი არ ჰყავდა, ცოლს უნდა გაეჩინა მონღოლისთვის ვაჟი!სანამ ბიჭი არ გაჩნდებოდა, გოგონებს არაფრად თვლიდნენ!(ანუ ფაქტიურად, სლავური ოჯახი აღარ დატოვა გაუმონროლებელი!)
საიდან მოდის მამის სახელი, ვთქვათ "ჯოჩივიჩ", "ჩაგატაივიჩ", "ოგედეივიჩ"
ანუ вич მონღოლთა ნაბიჭვარს ნიშნავდა!რამდენადაც რუსი სლავი ქალები მართლაც ძალიან ლამაზები იყვნენ ამ უჯიშოებისთვის, წინდებულები "в" და "на" დაუტოვეს გოგონებს. რა კონტექსტით, მიხვდებით განუმარტავადაც!!! ამ წინდებულების გაერთიანებით წარმოიქმნა "ვნა" :"ჯოჩივნა", "ჩაგატაივნა", "ოგედეივნა"."
ავტორი: თუთიკო ბერძენა

იმედია "პავლოვიჩს" -რაც თურმე პავლეს ნაბიჭვარს ნიშნავს, საკუთარ ნიკში ჩააკორექტირებ (თუნდაც "პავლეს ძე"-თი)
19 სექტემბერი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

19 სექტემბერი, 10:06
ლავრენტი ჩემი სახელია პავლე მამაჩემს ქვია გასაგებია. მე შენ კითხვა დაგისვი.გადატ-ვნა გადმოტ-ვნის კუთხით საქართველოში როგორაა საქმე ხომ არ იცი? ეგ მონღოლები აქაც იყვნენ და მარტო ეგენი არა.
19 სექტემბერი, 9:11
კომენტარზე და მეტსახელზეც გეტყობა რუსების მიერ დაწერილი რუსეთის ისტორიას მეცადინეობ, თუმცა იქაც ვერ უარყოფენ რომ მხოლოდ ივანე კალიტას დროს მოხერხდა 40 წლიანი მშვიდობიანი პერიოდი.Вокняжение Калиты на «великом столе» стало началом довольно долгого мирного периода в истории Владимирской Руси (1328—1368 годы). Один из летописцев пишет о получении Иваном Даниловичем ярлыка: «И бысть оттоле тишина велика на сорок лет и престаша погании воевати Русскую землю и заклати христиан, и отдохнуша и починуша христиане от великиа истомы многыа тягости, от насилия татарского, и бысть оттоле тишина велика по всей земли»[37].
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%98%D0%B2%D0%B0%D0%BD_I_%D0%94%D0%B0%D0%BD%D0%B8%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87_%D0%9A%D0%B0%D0%BB%D0%B8%D1%82%D0%B0
და კიდევ: ეგ ურდო, სადაც ბრუნდებოდნენ, შემთხვევით თანამედროვე რუსეთის ტერიტორიას ხომ არ მოიცავდა?
18 სექტემბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10