x
image
თორ ნიკე
Mediator image
ქართლის საერისმთავრო
ქართლის საერისმთავრო


ქართლის საერისმთავრო, იგივე იბერიის საერისმთავრო, როგორც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო არსებობდა ახ.წ. 588-888 წლებში. დედაქალაქით - თბილისი. უმაღლეს ხელისუფლებას ახორციელებდნენ ამ სახელმწიფოში არა მეფეები, არამედ ერისმთავრები. ეს იყო იბერიის სამეფოს ძირითადი ნაწილი - დღევანდელი შიდა და ქვემო ქართლის, სამცხისა და ჯავახეთის ტერიტორია და მათი მიმდებარე ტერიტორიები. არსებობის განმავლობაში ტერიტორიების დიდი გაფართოება და ასევე შემცირება ხდებოდა პოლიტიკური ძვრების და შემოსევების გამო. სწორედ ასეთი სახით მოახერხეს ქვეყნის მესვეურებმა სასანიდური ირანისგან ტყვექმნილი იბერიის სამეფოს გათავისუფლება და აღდგენა - ქართლის საერისმთავროს სახით. ეს სახელმწიფო თავისი არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში უამრავი მტრის შემოსევის მომსწრე გახდა და თავისი არნახული ეროვნული ენერგიის წყალობით მოუხდა მრავალჯერ მოეგერიებინა სპარსელები, ბიზანტიელები, ხაზარები, არაბები და მეზობელი კავკასიელი ხალხები.

სწორედ ქართლის საერისმთავროში მოხდა საქართველოს ავტოკეფალური ქრისტიანული ეკლესიის საბოლოო ფორმირება, ასევე სალიტერატურო ქართული ენის ჩამოყალიბება, ბაგრატიონთა დინასტიის აღზევება და ერთიანი საქართველოს ფეოდალური გაერთიანების დასაწყისი, დაგვირგვინებული 1008 წლით.



ქართლის ერისმთავრები:


1. გუარამ I კურაპალატი - იბერიის და ჯავახეთის ერისმთავარი 588-590 წლებში.



2. სტეფანოზ I - იბერიის და ჯავახეთის ერისმთავარი 590-627 წლებში.


სტეფანოზ I - ქართლის ერისმთავარი


3. ადარნასე I - იბერიის და კახეთის ერისმთავარი 627-637 წლებში.


4. სტეფანოზ II - იბერიის და კახეთის ერისმთავარი 637-650 წლებში.


5. ადარნასე II - იბერიის და კახეთის ერისმთავარი 650-685 წლებში.


ადარნასე II - ქართლის ერისმთავარი


6. გუარამ II - კურაპალატი - იბერიის, კლარჯეთის (619-678) და ჯავახეთის (627-693) ერისმთავარი 685-693 წლებში.


7. გუარამ III კურაპალატი - იბერიის და ჯავახეთის ერისმთავარი 693-748 წლებში.


გუარამ III კურაპალატი - ქართლის ერისმთავარი



8. ადარნასე III კურაპალატი - იბერიის ერისმთავარი 748-760 წლებში.


9. ნერსე ნერსიანი - იბერიის ერისმთავარი 760-780 წლებში.


10. სტეფანოზ III - იბერიის და ჯავახეთის ერისმთავარი 780-786 წლებში.


სტეფანოზ III - ქართლის ერისმთავარი



786 წელს აბასიანთა სახალიფომ გააუქმა ქართლის საერისმთავრო და მოახდინა კავკასიის ანექსია. მხოლოდ 813 წელს ბიზანტიის ხელსეწყობით იქნა აღდგენილი იბერიის ანუ ქართლის საერისმთავრო და კურაპალატის უმაღლესი ტიტული ხელახლა მიენიჭათ ქართლის ერისმთავრებს.


11. აშოტ კურაპალატი - მისი ზეობის ხანა გახლავთ 786-826 წლები. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აბასიანთა სახალიფოს დაპყრობილი ჰქონდა ქართლის საერისმთავრო, მტრებმა ის დაადგინეს იბერიის ერისთავად 786-809 წლებში. მას ჰქონდა იბერიის მეფის სტატუსი 809-813 წლებში. იყო ჯავახეთის ერისმთავარი 807-826 წლებში. ხოლო ის იყო დამოუკიდებელი იბერიის ერისმთავარი და ტაო-კლარჯეთის მეფე კურაპალატი 813-826 წლებში.


აშოტ კურაპალატი - ქართლის ერისმთავარი


12. ბაგრატ I კურაპალატი - იბერიის და სამცხე-ჯავახეთის ერისმთავარი, ტაო-კლარჯეთის მეფე კურაპალატი 826-876 წლებში.


13. დავით I კურაპალატი - იბერიის ერისმთავარი და ტაო-კლარჯეთის მეფე კურაპალატი 876-881 წლებში.


14. გურგენ I კურაპალატი - იბერიის ერისმთავარი 881-888 წლებში. ადარნასე II-ის რეგენტი. ის იყო კლარჯეთის ერისთავთ-ერისთავი 867-881 წლებში. 881 წლიდან კი კურაპალატი. არტაანის და შავშეთის ერისმთავარი 888-891 წლებში.








მსგავსი სტატიები:


1. კოლხეთის სამეფო

2. დიაოხის სამეფო

3. იბერიის სამეფო

4. დიდნაურის ქალაქ-სახელმწიფო

5. ლაზიკის სამეფო

6. აფხაზთა სამეფო

7. კახეთის სამეფო

8. ჰერეთის სამეფო

9. კახეთ-ჰერეთის სამეფო

10. კახეთის სამთავრო

11. ჰერეთის სამთავრო



კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
322
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0