საზოგადოებრივი სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო 2019, 22 მაისი, 23:36 ოდიშის სამთავრო დამოუკიდებელ ფეოდალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა ოდიშის საერისთაოს ბაზაზე მე-16 საუკუნეში და ოდიშის საერისთაოსგან განსხვავებით, დაიწყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახით არსებობა და აღარ აღიარებდა ბაგრატიონთა უზენაესობას და არ ემორჩილებოდა იმერეთის სამეფოს. 1557 წელს ლევან I-მა დადიანმა იმერეთის სამეფოსგან სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია. ასე რომ ოდიშის სამთავრომ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ იარსება 1557 წლიდან 1867 წლამდე, როდესაც ის საბოლოოდ იქნა გაუქმებული და რუსეთის იმპერიის მიერ ანექსირებული. ოდიშის სათავროს მართავდა ორი დიდებული ქართული საგვარეულო - დადიანები (ჯერ კიდევ 1185 წლიდან მოყოლებული, როდესაც ოდიში საერისთავო იყო და ბაგრატიონებს ემორჩილებოდა) და 1691 წლიდან ლიპარტიანები (იგივე ჩიქოვანები ანუ ჩიქვანები) ოდიშის სამთავროს არსებობის ბოლომდე - 1867 წლამდე. ლიპარტიანებმა მალევე დადიანის გვარი მიიღეს და მართვა დადიანის გვარით გააგრძელეს. მათს დინასტიას დადიანთა მეორე დინასტია ეწოდება. ვინაიდან ოდიშის სამთავროს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას მეგრელები შეადგენდნენ, ამიტომ მას მე-19 საუკუნიდან ასეც ეწოდება - სამეგრელოს სამთავრო. სამეგრელოს მთავრები1. ლევან I დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1533-1572 წლებში. 2. გიორგი III დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1572-1582 წლებში. 3. მამია IV დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1582-1590 წლებში. 4. მანუჩარ I დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1590-1611 წლებში. 5. ლევან II დიდი დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1611-1657 წლებში. 6. ლიპარიტ III დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1657-1658 წლებში. 7. ვამეყ III დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1658-1661 წლებში. 8. ლევან III დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1661-1680 წლებში. 9. ლევან IV დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1680-1691 წლებში. 10. გიორგი IV ლიპარტიანი - სამეგრელოს მთავარი 1691-1704 წლებში. 11. კაცია I დადიანი - ძე გიორგი IV ლიპარტიანისა. სამეგრელოს მთავარი 1704-1710 წლებში. 12. გიორგი IV ლიპარტიანი - ხელახლა გახდა სამეგრელოს მთავარი და დარჩა ხელისუფლებაში 1710-1715 წლებში. 13. ბეჟან დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1715-1728 წლებში. 14. ოტია დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1728-1758 წლებში. 15. კაცია II დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1758-1788 წლებში. 16. გრიგოლ დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1788-1792 წლებში. 17. მანუჩარ II დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1792-1795 წლებში. 18. გრიგოლ დადიანი - მეორედ ხდება სამეგრელოს მთავარი 1795-1802 წლებში. 19. ტარიელ დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1802-1803 წლებში. 20. გრიგოლ დადიანი - მესამედ ხდება სამეგრელოს მთავარი 1803-1804 წლებში. 21. ლევან V დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1804-1840 წლებში. 22. დავით დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1840-1853 წლებში. 23. ნიკო დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1853-1857 წლებში. სხვა ქართული სახელმწიფოები (არასრული სია):1. კოლხეთის სამეფო 2. დიაოხის სამეფო 3. იბერიის სამეფო 4. დიდნაურის ქალაქ-სახელმწიფო 5. ლაზიკას სამეფო 6. აფხაზთა სამეფო 7. კახეთის სამეფო 8. ჰერეთის სამეფო 9. კახეთ-ჰერეთის სამეფო 10. კახეთის სამთავრო 11. ჰერეთის სამთავრო 12. ქართლის საერისმთავრო 13. ქართლ-კახეთის სამეფო 14. თბილისის საამირო 15. ქართველთა სამეფო 16. სამცხე-საათაბაგო 17. იმერეთის სამეფო 18. ქართლის სამეფო 19. სვანეთის სამთავრო 20. გურიის სამთავრო 21. აფხაზეთის სამთავრო კრებულები:1. საქართველო2. მეცნიერება3. ქართული მითოლოგია4. რელიგია5. ჰიტლერი6. ნაციზმი7. კავკასიური პროტოცივილიზაციებიავტორი: თორნიკე ფხალაძე660 1-ს მოსწონს
|