x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
იბერო-კავკასიელები
იბერო-კავკასიელები


ალბათ კარგი იქნება, დიად იბერო-კავკასიურ მოდგმაზე თხრობა დავიწყოთ ცნობილი ინგუში მწერლის - ისა კოიძოის შესანიშნავი მოთხრობიდან მცირე ნაწყვეტით. ძალიან ახლოსაა ჭეშმარიტებასთან ეს მხატვრულად გადმოცემული ტექსტი და ამ საკითხის მეცნიერულ განხილვაზე და მის მტკიცებულებებზე შემდგომში, ქვემდებარე ტექსტში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ:


"საქმე ისაა, რომ კავკასიაში, ძირითადად ერთი წარმომავლობის ტომები მოსახლეობენ, ოდესღაც ეს ერთი ერი იყო. ჩამოგითვლი მათ: ვაინახები, ადიღეელები, ქართველები, ავარები და მათი მონათესავე ტომები, თურქებში ასიმილირებული აღვალები, ბასკები პირინეებზე, ეს ერთი სისხლის ხალხია. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მათ მონათესავე ენა აქვთ. აი, თუნდაც ოსები - მათაც კავკასიური სისხლი აქვთ, მაგრამ ენით განსხვავებულნი არიან. ყველა ეს ხალხი ძმებია. გარეშე ძალთა მეცადინეობით ეს ერთი მძლავრი ერი ტომებად იქნა დანაწევრებული. თავისი ერთიანობით კი იგი ძლევამოსილი იყო, მიუდგომელი, მტკიცე და ზარდამცემი. საუკუნეთა მანძილზე მძლავრ იმპერიათა ტირანები იბრძოდნენ მათ წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც ცნობილი გახდა, რომ მახვილით ამ ხალხთან ვერას მიაღწევდნენ და აბორგებულნი კიდევ უფრო დაუმორჩილებელნი ხდებოდნენ, მაშინ კი სხვა სახის იარაღი იქნა გამოყენებული - უნამუსობა! პირდაპირ რომ ვთქვათ - ამ მოწამლულ იარაღს აწერია - დაყავი და იბატონე! და აჰა, ყოველმა ტომმა თავი ერად გამოაცხადა, მათ სხვადასხვა სარწმუნოება შთააგონეს, გადმოცემები უძველესი ერთოbის შესახებ თანდათან დავიწყებას მიეცა, განკერძოებამ დააშორიშორა ენები, მათი ერთმანეთზე წაკიდება კი მარტივ საქმედ შეიქნა. ტირანები ქრისტიან კავკასიელთ ჩასჩიჩინებდნენ: დევნე მუსლიმები! მაჰმადიან კავკასიელებს კი - დევნე ქრისტიანები! ძმები ძმათა სისხლს ღვრიან, ფიქრობენ რა, რომ ღვთივსათნო საქმეს სჩადიან. მაგრამ სადაა ჭეშმარიტება? სიმართლე გამასხრებულია!"

(ისა კოიძოი. "ეშმაკის მონოლოგი")



იბერო-კავკასიელები (ფერით აღნიშნული ხალხები)


კავკასიელი მონადირე შემგროვებლები პირველად სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე დასახლდნენ 500-450 საუკუნის წინ და დიდი ხნის მერე განსახლდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა დიდი კავკასოდური რასა. თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ იბერო-კავკასიელების გენეტიკური წარმომავლობის შესახებ, მაშინ აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ჰაპლოჯგუფების - J-ს, იგივე J-m304-ის და მისი შემდგომი განაყოფების და ასევე G-ს და მისი შემდგომი განაყოფების კვლევას. იბერო-კავკასიელთა უძველესი განსახლების არეალი გახლავთ სამხრეთ კავკასია, მცირე აზია, ლევანტი და მესოპოტამია (ე.წ. "დასავლეთ აზია").


ამ ტერიტორიაზე განსახლებულ მონადირე-შემგროვებლებში წარმოიშვა პირველად მუტაცია - IJ ჰაპლოჯგუფი დაახლოებით 50, 000 წლის წინ. შემდეგ მისგან J ანუ J-m304 ჰაპლოჯგუფი წარმოიქმნა 48, 000 წლის (480 საუკუნის წინ), სწორედ იბერო-კავკასიური მოდგმის განსახლების არეალში, რომელიც მოიცავდა სამხრეთ-კავკასიას და მცირე აზიას.

შემდგომში ეს ჰაპლოჯგუფი გაიყო ორ მთავარ ტოტად და ამავე ტერიტორიაზე წარმოიქმნა 2 ჰაპლოჯგუფი J1, იგივე J-m267 24 ათასი წლის წინ (240 საუკუნის წინ) ანუ დაახლოებით ძვ.წ. 220-ე საუკუნეში.

და ასევე J2, იგივე J-m172 ამავე ტერიტორიაზე (სამხ. კავკასია-მცირე აზია) წარმოიშვა 22 ათასი წლის წინ (დაახ. ძვ.წ. 220-ე - მე-200 საუკუნეში).


რაც შეეხება G ჰაპლოჯგუფს, ის ჩამოყალიბდა F მაკროჰაპლოჯგუფისგან. თავად F ჩამოყალიბდა ჩრდ. აფრიკიდან აზიაში გადმოსული მონადირე-შემგროვებლებში და ეს მოხდა სწორედ დასავლეთ აზიაში, დაახლოებით მესოპოტამიის ტერიტორიაზე 600 საუკუნის წინ (დაახ. ძვ.წ. 580-ე საუკუნეში).

შემდეგ ამ მოდგმისგან ჩამოყალიბდა G ჰაპლოჯგუფი სამხრეთ კავკასიის და მცირე აზიის ტერიტორიებზე 500 საუკუნის წინ (დაახ. 480-ე საუკუნეში).

შემდგომ ის გაიყო ორ ნაწილად და წარმოიქმნა ამავე ტერიტორიაზე G1 და G2 26, 000 წლის წინ (დაახ. ძვ.წ. 240-ე საუკუნეში).


იბერო-კავკასიელები (ჩერქეზული ფარი)


ზემოთჩამოთვლილი უძველესი მონადირე-შემგროვებლები ათასწლეულების განმავლობაში ასიმილირდებოდნენ ერთმანეთში და წარმოქმნიდნენ ასეულობით ტომს, ენას, დიალექტს, უძველეს კულტურებს და დიდ მოდგმას. სწორედ მათ ჩამოაყალიბეს 45 ათასი წლის წინ (დაახ. ძვ.წ. 430-ე საუკუნეში) დიდი კავკასოიდური რასა.


კაცობრიობა იყოფა 3 დიდ რასად: კავკასოიდური, მონღოლოიდური და ნეგროიდული. იბერო-კავკასიელები სწორედ კავკასოიდურ რასას მიეკუთვნებიან და მეტიც, თავად ჩამოაყალიბეს იგი.

კავკასოიდური რასის მოდგმის ხალხებმა შემდგომ პერიოდში ჩამოაყალიბეს დიდი ენობრივი ოჯახები:

1. აფრაზიური ენათა ოჯახი (ანუ ე.წ. "სემიტური" და "ქამიტური" ენები). ეს ხალხები ნაწილობრივ შეერივნენ ნეგროიდულ რასას.

2. თურქულ-ალთაური ენათა ოჯახი (ეს ხალხი შემდგომში ნაწილობრივ შეერია მონღოლოიდურ რასას).

3. ურალური ენათა ოჯახი (მაგ. ფინური, უნგრული, სამოდიური)

4. ინდო-ევროპული ენათა ოჯახი (გერმანელები, სლავები, კელტები, ბერძნები, არმენები და ა.შ.)

5. იბერო-კავკასიური


დიდი იბერო-კავკასიური ენათა ოჯახი შემდგომში დაიყო სხვადასხვა ენებად: ქართველური (მეგრული, ლაზური, სვანური, ქართული), შუმერული, ურარტული, ხურიტული, ნახურ-დაღესტნური ენები, აფხაზურ-ადიღეური ენები, ალბანური და ა.შ.


იბერო-კავკასიელები (ჩეჩნური დროშა)


იბერო-კავკასიელებმა პრეისტორიულ ხანაში უამრავი პროტოცივილიზაცია ჩამოაყალიბეს მთელი ევროპის, მცირე აზიის, ლევანტის და მესოპოტამიის მასშტაბით. მხოლოდ კავკასიის ტერიტორიაზე მათ ჩამოაყალიბეს 10 პროტოცივილიზაცია ანუ ნეოლითური კულტურა, ესენია: შულავერის კულტურა, ლეილა-თეფეს კულტურა, მტკვარ-არაქსის კულტურა, კოლხური კულტურა, მაიკოპის კულტურა, თრიალეთის კულტურა, განჯა-ყარაბაღის კულტურა, კაიაკენტის კულტურა, ხარაჩოის კულტურა და ყობანის კულტურა.


იბერო-კავკასიური ტომების არასრული ჩამონათვალია: მაკრონები (მახელონები, მაკროკეფალები, მაკრისელები, მაკრალები), მარები, ტიბარენები, მოსინიკები, ფაზიელები (ფასიანები, ფასიელები), სანები (ზანები, ჭანები), სანიგები (სანიხები, სანიკები), ჰენიოხები, ბიძერები, ბექირები, ზიდრიტები (ძიდრიტები), სედოხეზები, დრილები, კორაქსები, კოლები, ამარანტები, ეკექეირები (ეკხირიელები), აქაიები, აბაზგები, აფშილები, ფთიროფაგები, მაკროპოგენები, ქაშქები (გაშგები, კაშკები, კაშკაშები, კაშკაიები, გასაგები, კაშკუები), მანრალები, სკვითინები (შკვითინები, ჰეპტაკომიტები, ჰეპტაკომეტები), ხალიბები (ხალდები), ქუთები (კოიტები, კვიტები), სუანოკოლხები (სვანოკოლხები), ტაოხები (ტაოელები, დიაოხელები, დიაუხები, დაიანელები), დვალები, სასპერები, გუგარები (გოგარები), ლბინები, სუჯები, ჭილბები, წანარები, მუშქები (მეშეხები, მოსოხები, მოსხები, მესხები, მუშქაია, მუშქუ, მუშქი, მუსაკაი, მუსკაი), ტუსკები, მისიმიელები, თაბალები (თუბალები, თობელები), ხათები, კარდუხები, ქალდები (ჰალიძონები), ბერანები, სვანები, აფხაზები, მეგრელები, იმერლები, გურულები, რაჭველები, ჯავახები, კახები, კუხები, ჰერები (ინგილოები), ფშავლები, ხევსურები, მოხევეები, ჯიქები, ფერეიდნელები, ქართლელები, აჭარლები, ბაცბები (წოვათუშები), ინგუშები, ჩეჩნები, ხუბუშქიელები, ხურიტები, კერკეტები, აბეშლაელები, პელასგები და უამრავი სხვა.

ასევე ნაირის ხალხები: თუმელები, თუნუბელები, თუალები, ქინდარელები, უზულელები, უნზამუნელები, ანდიაბელები, ფილაქინელები, ათურგინელები, ქულიბარზინელები, შინიბირნელები, ხიმუელები, ფაითერელები, უირამელები, შურურიელები, აბაენელები, ადაენელები, ქირანელები, ალბაიელები, უგინელები, ნაზაბიელები, აბარსიუნელები... ამ ხალხებმა შემდგომში ჩამოაყალიბეს გაერთიანების შემდეგ ურარტუელები.




თავად ურარტუელები თავიანთ ქვეყანას ბაიანილის უწოდებდნენ, ხოლო თავიანთ თავს ხალდებს. (ი. მესჩანინოვი, 1927, გვ.3). ურარტუელთა ღმერთი იყო ხალდი. ასურულ წყაროებში ურარტუს სახელად დადასტურებულია ურუატრი. შდრ. ბერძნული ალარუდ და ბიბლიური არარატი. საინტერესოა, რომ მოვსეს ხორენაცი არ იმოწმებს ამ ტოპონიმს და ირჩევს აშკარად ძველ, არმენიელების მოსვლამდე არსებულ სახელწოდებას - მასის მთა. ურარტული ენა უახლოვდება ხურიტულს. მიიჩნევენ, რომ ურარტუელები არიან ჰეროდოტეს მიერ მატიენებისა და სასპერების გვერდით მოხსენიებული ალაროდიელები/ალაროდები (ჰეროდოტე, 1976, გვ.226), რომლებიც არმენიელების მოსვლამდე ცხოვრობდნენ სამხრეთ ამიერკავკასიაში - მასის მთის (არარატის) სანახებში. ივანე ჯავახიშვილის აზრით, ალაროდებ/ურარტუელებშიც უნდა ვიგულისხმოთ ქართველთა უშუალო წინაპრები (ივ. ჯავახიშვილი, 1960, გვ.437). მისივე აზრით, რამდენადაც ქსენოფონტე (ძვ.წ. 427-355) ამ რეგიონში ალაროდების ნაცვლად უკვე არმენიელებს ასახელებს. ხოლო ჰეკატეოს მილეტელი (ძვ.წ. 550-480) საერთოდ არ ახსენებს არმენებს, ასე რომ შესაძლებელია ამ და სხვა ისტორიული მოვლენების ანალიზით შეგვიძლია საკმაოდ ზუსტად ვიმსჯელოთ კავკასიაში არმენების მოსვლის თარიღის შესახებ.


ქსენოფონტესავე ცნობით, არმენებს დიდი ბრძოლები აქვთ ხალდებთან, რაც მეტყველებს იმაზეც, რომ ურარტუელთა მეზობლად მოსული არმენების დამხვდურია ურარტუელების მოძმე ტომი - ხალდები. ყოველ შემთხვევაში, შემთხვევითი არ უნდა იყოს ეთნონიმ ხალდისა და ურარტუელთა მთავარი ღმერთის სახელის - ხალდის ფონეტიკური დამთხვევა. რაც შეეხება ხალდებს - მკვლევართა ყველა თაობის მიერ ხალდები ქართველურ ტომადაა აღიარებული.

შენიშვნა: ურარტუელები დიაოხსაც, კოლხასაც, მაგრამ არცერთი მათგანის სახელი არ უქცევიათ ზოგადად მტრის სახელად. გ. მელიქიშვილის ცნობით მათ მტრის სინონიმად აქციეს მტერი ქვეყნის მოსახლეობის სახელი - ლულუ (გ. მელიქიშვილი, 1999, გვ.21). სავარაუდოა, რომ ეთნონიმი "ლულუ" მიემართებოდა მოსულ ინდო-ევროპულ ტომებს.


იბერო-კავკასიელები (ინგუშური ბორჯღალი)


ტერმინი ქართველური ტომები, ასევე ჩერქეზული, ვაინახური, დაღესტნური ტომები შეუძლებელია გამოვიყენოთ ძვ.წ. IV-III ათასწლეულების კავკასიის, მცირე აზიის, ლევანტის და მესოპოტამიის ეთნო-ლინგვისტური ჯგუფების აღსანიშნავად. ამ და არამარტო ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ტომების უდიდესი უმრავლესობა მიეკუთვნებოდა ერთ მოდგმას და მათ უნდა ეწოდოს იბერო-კავკასიური მოდგმა და არა კონკრეტულად ზემოთ ჩამოთვლილი სახელები, ვინაიდან ამ პოერიოდში არსებობდა წინარე ქართველურ-ვაინახურ-დაღესტნურ-ჩერქეზული მოსახლეობა რომლის დივერგენციით და სხვა ხალხებთან მეტ-ნაკლები კონვერგენციით ძვ.წ. III ათასწლეულის ბოლოს და II ათასწლეულის დასაწყისში ჩამოიძერწნენ ჩრდილოკავკასიური ტომებიც და მაშინდელ კავკასიაში დომინანტი უამრავი საერთოქართველური (იბერო-კოლხური) ტომიც, რომელთაც 30-ზე მეტი სახელმწიფო ჰქონდათ ისტორიის განმავლობაში, მინიმუმ 32-საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია და მე-19 საუკუნემდე ინარჩუნებდნენ კავკასიაში სრულ დომინაციას და დღემდე შეუძლია შემოიკრიბოს სხვა იბერო-კავკასიელები და აღადგინოს უძველესი სისხლისმიერ-კულტურულ-ისტორიული დიდი კავკასიური მოდგმის ერთობა.


კიდევ ერთი კითხვა: რამდენად მართებულია 5000-4000 წლის წინანდელი (ძვ.წ. XXX-XX საუკუნეების) და ამჟამინდელი საზოგადოებების (მათი ენების თუ ეთნონიმების) გაიგივება? მაგალითად, ზოგი მეცნიერი ხათებს აფხაზებთან აკავშირებს, ზოგი კი ქართველებთან. უძველესი კულტურების და სახელმწიფოების წერილობით ძეგლებშივე დადასტურებული ზოგი სხვა ეთნონიმიც სპეციალისტთა ერთი ნაწილის მიერ ქართველთა აღმნიშვნელად მიიჩნევა. მეორე ნაწილს ისინი დანარჩენი იბერო-კავკასიური ხალხების აღმნიშვნელად წარმოუდგენია და ა.შ.


უნდა ითქვას, რომ ძვ.წ. V-III ათასწლეულებში მცხოვრები შუმერების, სუბარელების (ხურიტების) და ხათების, ძვ.წ. II ათასწლეულში მცხოვრები აბეშლაელებისა თუ ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისის ხუბუშქიელების ენის (ხალხის) პირდაპირ სრულად გაიგივება თანამედროვე ქართველების ან სხვა იბერო-კავკასიელების ენობრივ ერთეულთან, რბილად რომ ვთქვათ, გაჭირდება. 7000-4000-წლიანი ინტერვალი ძალიან დიდია ამგვარი იდენტიფიკაციისთვის. საკითხზე მსჯელობისას უთუოდ გასათვალისწინებელია ენათა და ეთნოსთა ისტორიის ტიპოლოგიაც. კერძოდ: თანამედროვე მსოფლიოში არსებული ყველა ერის (ეთნოსის) ენამ, ფსიქიკურმა წყობამ, ხასიათმა თუ განსახლების ტერიტორიამ ბოლო 10 საუკუნეშიც კი სერიოზული ცვლილებები განიცადა. მით უმეტეს არსებითად შეიცვლებოდა 70-40 საუკუნის განმავლობაში. მაგალითად ძვ.წ. IV-III ათასწლეულებში მცხოვრები დიდი ტრადიციების, დამწერლობების მქონე ხალხებიც კი (შუმერები, ძველეგვიპტელები და ა.შ), გაქრნენ ისტორიის ასპარეზიდან და წარმოუდგენელია დამწერლობის არმქონე, უფრო მცირერიცხოვან ეთნიკურ ჯგუფებს დღემდე თვისობრივად უცვლელად შემოენახათ თავიანთი ენა თუ დიალექტი, კულტურა (თუმცა გამონაკლისია ქართული სამწიგნობრო ენა: ქართულის განსაკუთრებულობა კი განსაზღვრა სრულიად განსაკუთრებულმა გარემოებამ: სულ მცირე 15 საუკუნის მანძილზე ქართული უწყვეტად არის საეკლესიო, სახელმწიფო და სალიტერატურო ენა).




ძვ.წ. VI-II ათასწლეულებში ქართველურ-ჩრდილოკავკასიურ-წინააზიური (იბერო-კავკასიური) მოდგმის ასეულობით ტომი არსებობდა, რომელთა ნაწილი დაიკარგა და წარმოქმნა ახალი და დღეს არსებული იბერო-კავკასიური ტომი, ხოლო ნაწილმა ასიმილაცია განიცადა მეზობელ ინდო-ევროპულ თუ სხვა მოდგმის ტომებში. უძველესი დროიდან, ვიდრე "დიად კოლხურ კულტურამდე" არსებული ტომები, პირობითად შეგვიძლია მივიჩნიოთ საერთოკავკასიურ-ახლოაღმოსავლურ მოდგმად, ხოლო ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულიდან უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ საკუთრივ ქართველურ (ანუ სამხრეთკავკასიურ) და ჩრდილოკავკასიურ ტომებზე.


ხურიტები, მითანელები, მატიენები (მითანი/მითანის მოსახლეობა), ურარტუელები - ძვ.წ. III-II ათასწლეულებში ხურის ენაზე მოლაპარაკე ტომები მოსახლეობდნენ მდინარე ევფრატის შუაწელს ზემოთ, ჩრდილოეთით გადაჭიმულ ოლქებში (ჩრდილო მესოპოტამიაში). ამ ქვეყანას შუმერები - სუბირს, აქადელები და ასურელები კი სუბართუს ეძახდნენ (შდრ. სუბართუ - გეოგრაფიული ცნება). ძვ.წ. XVI საუკუნიდან მათ შექმნეს მითანის დიდი სახელმწიფო. სპეციალისტთა დასკვნით, ხურიტების/მითანის ენა აგლუტინაციური ტიპის და ერგატიული კონტრუქციისა იყო. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით (არნ. ჩიქობავა, ი.დიაკონოვი, ს.სტაროსტინი, ნ.ნოზაძე), იგი იბერო-კავკასიური ენაა. არნ. ჩიქობავას აზრით, იბერო-კავკასიური ენები (მათ შორის რა თქმა უნდა იბერო-კოლხური ანუ ქართველური ენები) ენათესავება ახლო აღმოსავლეთის ძველი კულტურების მკვდარ ენებს: ხეთურს, ჰარულს/ხურიტულს, მითანელებს, ურარტულს, ელამურს. ქართული ენა არის ხეთურ-იბერიული ენის წრის ცოცხალი ენა. არსებული განსხვავებები მეორეულია (არნ. ჩიქობავა, 1950, გვ.6). შდრ. გ.მელიქიშვილი, 1999, გვ.19.

(წყარო: ტ.ფუტკარაძე, "ქართველები", 2005)



"ჩემი ლურჯ მთების ტრფიალად

ვაი, რომ დარდით ვალალ მე,

ძალიან მამნატრებიხარ,

ცხრა მთას იქით რომ დავალ მე.

საქებარს გეტყვი, მაგრამ რა..

შემოგპარვია ჭაღარა.

ყველამ დაგტოვოს იცოდე,

მე დამიგულე წამლადა.

ტყე-ველი, წყარო-მდინარე

შენს გულზედ ჩამომდინარე,

შენ - ჩემო ტკბილო იორო

მოვკვდე, თუ გნახო მძინარე!"




კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია

10. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
420
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
420
  
2019, 7 აგვისტო, 12:09
Ara marto inglisuras. Rusuladac Chveni modzme kavkasielebistvis! Aucileblad unda miexedos Wikipedia, somsuri lobi cdilobs mteli istoria gaayalbos. Me tbilisis hi ar var, mand tqven da moazrovne qarvelebma jgupi shehqmenit
2019, 7 აგვისტო, 11:38
ზუსტად ეგ მინდა მეც. ჯერ ქართულად უნდა შედგეს ჩამოყალიბებულად ეს ყველაფერი და მერე ითარგმნოს პირველ რიგში ინგლისურად. ამ ნაშრომისთვის კარგი იქნება თუ სერიოზული ქართველი მკვლევარების ჯგუფი ჩამოყალიბდება და მოაბამს თავს.
2019, 7 აგვისტო, 9:39
Bno Tornike. Tqven rasac werts es unda gaxdes cnobadi msoflioshi!!! Chven daknineba danawevrebas bolo unda moughot! Somxebi mtel rusul Wikipedia's akalbeben, Wikipedia unda mivxedot! Kargi iqneba tu saqartvelos prezidenti gaero shi sityvit gamosvlisas tu gaaxmaurebs saerto ibero- kavkasiur ideas! Codna, simartle aris mdzlavri iaraghi, chven unda shevkrat ibero- kavkssielebi! Amitom sxva ufro globalur platformebzec iaqtiuret!
0 1 3