x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
სუანოკოლხები - სვანურ-კოლხური ტომი

სუანოკოლხები - სვანურ-კოლხური ტომი


ეთნონიმი სუანოკოლხები დასტურდება მხოლოდ კლავდიოს პტოლემაიოსთან (100-178). ისინი ცხოვრობდნენ ჰენიოხებსა და მდინარე კორაქსს (ბზიფს) შორის. დაახლოებით ამ ადგილებში არიანე და სხვა ავტორები ასახელებენ ასევე ერთ-ერთ "პროტოქართულ" ტომს სანიგებს. (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 160-162). რამდენადაც პტოლემაიოსი სუანოკოლხებს ათავსებს კოლხეთს გარეთ, გაჭირდება იმ აზრის გაზიარება, რომ ისინი ის სვანები არიან, რომლებიც უშუალოდ კოლხეთის სამეფოში ცხოვრობენ. პტოლემაიოსის სახელმძღვანელო ძირითადად მიჰყვება ფსევდო-სკილაქსს, არიანესა და პლინიუსს (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 164). ბუნებრივია ის იცნობს სტრაბონსაც. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ იგი ეთნონიმ სანიგებს გააზრებულად ცვლის სუანოკოლხებით, რომლითაც ის აღნიშნავს ძველი კოლხების მემკვიდრე ერთ-ერთ ტომს. შესაძლოა, ამგვარი ხაზგასმა იმიტომ გახდა საჭირო, რომ პტოლემაიოსის მიხედვით, სუანოკოლხები ცხოვრობენ მისეული კოლხეთის გარეთ - სარმატიაში. ჰეკატეოს მილეტელი (ძვ.წ. 579-472) დღევანდელი მდინარე ბზიფის რაიონში ასახელებს კოლხურ ტომს - კორაქსებს. (შდრ. მისი აზრით კოლხები ბზიფის აუზსა და დიოსკურიას შორის არიან). სუანოკოლხებს სანიგებისგან ცალკე მდგომ, თუმცა მეზობელ ტომად განიხილავს ივანე ჯავახიშვილი და ამბობს, რომ ეს ტომი კოლხებისა და სვანების შერევით წარმოქმნილი ტომია. (1960. გვ. 429) პავლე ინგოროყვას აზრითაც ეს ცალკეული ტომია და არა სანიგები (რომელიც ასევე ქართველური ტომია) და სვანო-კოლხების უნდა იყოს აღმნიშვნელი ტერმინი ეგერ-სვანიც, რომელიც გვხვდება სომეხ ისტორიკოს ფავსტოს ბიზანტიელთან (პ. ინგოროყვა, 1954, გვ. 145).





კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. იბერო-კავკასიური კულტურები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
560
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0