x
მეტი
  • 03.12.2022
  • სტატია:124075
  • ვიდეო:355505
  • სურათი:496662
შულავერის კულტურა
შულავერის კულტურა - ძვ.წ. 6000 - 4000 წწ.


შულავერის კულტურა, იგივე შულავერი-შომუს კულტურა იყო წინარე ქართველების, იბერო-კავკასიელების, იგივე კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების პირდაპირი შთამომავლების და დღევანდელ ქართველთა პირდაპირი წინაპრების მიერ ჩამოყალიბებული, სამხრეთ კავკასიაში ჩვენთვის დღეისთვის ცნობილი ყველაზე ძველი კულტურა, რომელმაც დღევანდელი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით იარსება მინიმუმ ძვ.წ. 6000 წლიდან ძვ.წ. 4000 წლამდე. ამ კულტურის ჩამომყალიბებელი ხალხი ატარებდა მამაკაცის ხაზით შემდეგ ჰაპლოჯგუფებს: უმეტესი რაოდეობით J2, G, J1 და მცირე რაოდენობით R1b და T1a. ეს არის ზუსტად ის გენეტიკური შემადგენლობა, რაც დღევანდელ ქართველებში გვხვდება.


შულავერის კულტურა


სწორედ შულავერის კულტურამ მინიმუმ 8000 წლის წინ, ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-60 საუკუნიდან გააშენა ვენახები ალაზნის ველზე და გამოიგონა ბადაგისგან ღვინის დაყენების ტექნოლოგია, რამაც საქართველო ღვინის სამშობლოდ აქცია, რაც უკვე მსოფლიოში აღიარებული ფაქტია, ვინაიდან გამყარებულია არქეოლოგიური აღმოჩენებით შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაზე. მთელ სამხრეთ კავკასიაში გავრცელებული ეს კულტურა, რომელიც მოიცავდა როგორც მთელ საქართველოს, აფხაზეთის ნახევრამდე, ასევე დღევანდელ სომხეთს და აზერბაიჯანს. ამ კულტურაში მოშინაურებული ჰყავდათ ძაღლები, ღორები, თხები და მსხვილფეხა საქონელი. მეცნიერები აცხადებენ, რომ შულავერის კულტურა არის საინტერესო არამარტო იმიტომ, რომ ის იყო კულტურა, რომელშიც დაიბადა ღვინის წარმოება, არამედ მასში ჩვენ შეგვიძლია თვალი გავადევნოთ დედამიწაზე აგროკულტურის წარმოქმნის პირველ ნაბიჯებს და თუკი აქამდე მიწათმოქმედების სამშობლოდ მხოლოდ ე.წ. ნაყოფიერი ნახევარმთვარე მიაჩნდათ, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამხრეთ კავკასია და ქართველური ხალხები ამ დიდი რეგიონის ნაწილნი იყვნენ და მიწათმოქმედების წარმოქმნის სათავეებთან იდგნენ.



შულავერის კულტურა


შულავერის კულტურის პროტო-ქართველი მოსახლეობა ეწეოდა იმ დროისათვის მაღალგანვითარებულ სოფლის მეურნეობას, მევენახეობას, შინაური ცხოველების მოშენებას, მეთუნეობას, აშენებდა ტალახის გამომწვარი აგურისგან ოვალური ან ნახევრად-ოვალური არქიტექტურის სახლებს და სხვადასხვა დანიშნულების შენობას. შენობები იყო სხვადასხვა ზომის, იმის მიხედვით, თუ რა დანიშნულებისანი იყო ისინი.


შულავერის კულტურა - ძვ.წ. 6000 - 4000 წწ.


შედარებით დიდი შენობები, რომლებიც დიამეტრით მინიმუმ 2 მეტრიდან 5 მეტრამდე მერყეობდა, გამოიყენებოდა სამოსახლოდ ოჯახებისთვის. ამ ერთ-ერთი უძველესი კულტურის მიერ შექმნილი, ხელნაკეთი კერამიკული ნაწარმი ასევე გაფორმებულია სხვადასხვა ორნამენტით. ამ ტერიტორიებზე ნაპოვნი არტეფაქტების, ანთროპომორფული ფიგურების მიხედვით ირკვევა, რომ ამ კულტურაში გავრცელებული იყო ნაყოფიერების ღვთაებათა განმადიდებელი კულტი. შულავერის კულტურა შეცვალა მტკვარ-არაქსის კულტურამ, რომელიც დაიწყო ძვ.წ. 4000 წლიდან და ძვ.წ. 2200 წლამდე იარსება.





კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. რელიგია

4. ქართული მითოლოგია

5. ადოლფ ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
2073
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
2073
  
2021, 23 სექტემბერი, 7:55
პროტო-ქართველების უძველესი ტრადიცია იყო ვაზის ზვრებში ვარდების დარგვა, რაც დღემდე შემორჩენილია. ღვინის შემქმნელმა ცივილიზაციამ პირველმა შენიშნა ისიც, რომ ვენახის ისეთი დაავადებები, როგორიცაა მაგალითად ნაცარი და ჭრაქი უპირველესად სწორედ ვარდებზე გამოვლინდება, ამიტომ ვარდები ვენახთან საჭირო ინდიკატორია და გამოიყენება მანიშნებელად იმის, რომ ვენახს დაავადება ემუქრება და სანამ გავრცელდება მიწათმოქმედის დახმარებას საჭიროებს. შუმერები ამის შესახებ ამგვარ რამეს წერდნენ:
"იქ, სადაც ღმერთები წურავენ ღვინოს,
ვარდები ვენახის მცველებად დგანან!"
2021, 23 სექტემბერი, 7:53
აქამდე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ კოვზი გამოგონებული იქნა ეგვიპტეში ძვ.წ. 1000 წლისთვის, თუმცა ახალმა აღმოჩენამ ამ შეხედულების გადახედვა მოითხოვა. საქართველოში, კერძოდ მარნეულის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. 6000 წლისთვის დამზადებული ხის კოვზები, რომლების ტარებზეც გარკვეული ნიშნებია დატანილი. "მას ცვეთის კვალიც ამჩნევია და ცეცხლის კვალიც და საინტერესოა ის, რომ მასზე წარმოდგენილი ორნამენტის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმდროინდელი ადამიანი სტანდარტიზაციას და პროპორციებს უკვე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა." - ისტორიკოსი მაია ქართველიშვილი. ეს იყო პროტო-ქართველების დიდებული შულავერის კულტურა, რომელმაც ღვინო წარმოშვა. როგორც ჩანს ამავე კულტურამ გამოიგონა კოვზი.
2019, 24 ოქტომბერი, 13:00
შენიშვნა: უახლესი აღმოჩენების და კვლევების შედეგად, ირკვევა, რომ შულავერის კულტურა უფრო ძველია და დაახლოებით ძვ.წ. 7000 წლიდან იწყება. მომავალში ეს თარიღმა შესაძლოა კიდევ უფრო უკან გადაიწიოს.
0 1 3