საბუნებისმეტყველო ნეგროიდული რასა 2018, 22 თებერვალი, 2:34 ნეგროიდი არის ერთ-ერთი კაცობრიობის სამი მთავარი რასიდან ერთ-ერთი (კავკასოიდი, მონღოლოიდი და ნეგროიდი). ნეგროიდებში შეიძლება გავაერთიანოთ როგორც კონგოიდები (რუკაზე ყვითლად), ასევე კაპოიდები (იასამნისფერად რუკაზე) და ასევე ავსტრალოიდები (წითლად რუკაზე). რუკაზე გამოსახულია ჰომო საპიენსის რასების ისტორიული განსახლების არეალები პლეისტოცენის შემდგომ, თავად რუკა კი შდგენილია კარლტონ კუნის მიერ. დიდი ნეგროიდული რასა იყოფა შემდეგ ქვერასებად: 1. აფრიკელი ნეგრო 2. ხოისანი (რომელშიც ერთიანდებიან ჰოტენტოტები და ბუშმენები) 3. მელანეზიელი (პაპუა-ახალ გვინეაში და ოკეანეთის კუნძულებზე მცხოვრებნი) 4. ნეგრიტოსი (ასევე ცნობილნი, როგორც აზიატური პიგმეები) 5. ავსტრალოიდი (კონტინენტურ ავსტრალიაში და ახალ-ზელანდიაში მცხოვრები აბორიგენები ანუ ადგილობრივები) ზოგიერთი მკვლევარი ჰყოფს ჰომო საპიენსს არა სამ, არამედ ხუთ რასად, ვინაიდან ჰომო ერექტუსისგან, რომელიც 2 მილიონი წლის წინ წამოიშვა, სხვადასხვა დროს ჩამოყალიბდნენ დღევანდელი ჰომო საპიენსების სხვადასხვა რასები. ეს მკვლევარები ჰყოფენ მესამე დიდ რასას - ნეგროიდულ რასას 3 დიდ რასად: საკუთრივ ნეგროიდულად, კაპოიდად და ავსტრალოიდად. 125, 000 წლის წინ და შემდეგ 60, 000 წლის წინ აფრიკიდან დაიძრა ჰომო საპიენსთა დიდი ტალღები ევრაზიისკენ, ზოგიერთი მათგანი მომდევნო ათასწლეულებში ისევ უკან დაბრუნდა და სწორედ მათს შთამომავლებად მიიჩნევენ მაგალითად ნეგრიტოსებს. ავსტრალოიდები კი 125, 000 წლის წინ აფრიკიდან გადმოსულმა ხალხის ნაკადმა ჩამოაყალიბა, რომლებმაც ევრაზიაში იცხოვრეს 55, 000 წლის განმავლობაში და შემდეგ 70, 000 წლის წინ გადალახეს ოკეანეთი და მიაღწიეს ავსტრალიის კონტინეტს, დაასახლეს ის და საფუძველი ჩაუყარეს ავსტრალოიდურ რასას (ავსტრალიის და ახალი ზელანდიის აბორიგენებს). კრანიოფაციალური ანუ ქალა-სახის კვლევით ანთროპოლოგები აცხადებენ, რომ 95%-ში ზუსტად შეუძლიათ თქმა ნეგროიდისაა კონკრეტული თავის ქალა თუ კავკასოიდის ან მონღოლოიდის. მათ აქვთ გამოხატული მაქსილარული პროგნატიზმი ანუ ზედა ყბის წინ წამოწეული მდებარეობა, თვალბუდის შესამჩნევად განსხვავებული მართხუთხა ფორმა, განსხვავებული ცხვირის ძვლები, მართკუთხა ფორმის სასა, დიდი დაშორება თვალებს შორის ანუ დიდი ინტერორბიტალური სივრცე, უფრო ტალღოვანი წარბზედა რკალი და მაკროდენტია ანუ მეგალოდენტია (რამდენიმე ან ერთი კბილის ზედმეტად დიდი ზომები). ამ განსხვავებებს აყალიბებს შემდეგი გენები, რომლებიც წარმოიქმნა ევოლუციის პროცესში სწორედ აფრიკაში დარჩენილ პოპულაციებში და განასხვავებს მათ დანარჩენი ორი დიდი რასის წარმომადგენელთაგან. ესენია: DCHS2, RUNX2, GLI3, ასევე PAX1 და PAX3, რომლებიც ცხვირის სპეციფიკურ მორფოლოგიას, EDAR გენი ყბის წინ შვერილობას განაპირობებს. ასევე აქვთ კავკასოიდებზე ნაკლებად თმიანი სხეული, მეტად გრძელი წამწამები და პირველი და მეორე მოლარების ჯვარისებრი კონფიგურაცია. აღმოჩენილია უკვე გადაშენებული ნეგროიდების ერთ-ერთი ჯგუფი, რომელსაც ბოსკოპოიდები უწოდეს. ეს ადამიანები მე-20 საუკუნეში აღმოაჩინეს აფრიკის ბევრ ადგილას: ბოსკოპი, სამხრეთ აფრიკა, სხული, ქაზეჰი, ბრნო, ტუინპლაასი, და სხვა.. ამ მოდგმის ადამიანები არსებობდნენ ძვ.წ. 30, 000 წლიდან ძვ.წ. 10, 000 წლამდე, შემდგომ მატი კვალი ქრება. ზოგიერთი მკვლევარის აზრით მათ სათავე დაუდეს დღევანდელ ხოისანებს. ბოსკოპოიდებს ჰქონდათ გასაოცრად დიდი ტვინის მოცულობა - 1800 კუბურ სანტიმეტრამდე, როდესაც თანამედროვე ადამიანის საშუალო თავის ქალას მოცულობა 1400 კუბური სანტიმეტრია. ასევე პირის პროექცია მათში ნაკლები იყო, ვიდრე სხვა ნეგროიდებში. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 879 3-ს მოსწონს 1-ს არა
|