საზოგადოებრივი ყობანის კულტურა 2019, 20 აპრილი, 17:50 კავკასიის ტერიტორიაზე, ჩვენთვის ცნობილი პირველი კულტურა იყო შულავერის კულტურა (ძვ.წ. 6300 - 4350 წწ.), ის შეცვალა ლეილა-თეფეს კულტურამ (ძვ.წ. 4350 - 4000 წწ.), ხოლო ლეილა-თეფეს კულტურა შეცვალა მტკვარ-არაქსის კულტურამ (ძვ.წ. 4000 - 2200 წწ.), შემდგომ ჩრდილოეთში ჩამოყალიბდა მაიკოპის კულტურა (3700 - 3000 წწ.), რომელიც სწორედ ლეილა-თეფეს ხალხმა ჩამოაყალიბა. მაიკოპის კულტურის შემდეგ ჩამოყალიბდა თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. 2200 - 1500 წწ.), და შემდეგ ჩამოყალიბდა განჯა-ყარაბაღის კულტურა (ძვ.წ. 1300 - 600 წწ.). ამ კულტურების შემდგომ, კავკასიაში ფორმირდა კიდევ ერთი შესანიშნავი პროტოცივილიზაცია - ყობანის კულტურა (ძვ.წ. 1100 - 400 წწ.). ეს იყო იბერო-კავკასიელთა დიდი კულტურა, რომელიც ძალიან ახლო კავშირში იყო კოლხეთის კულტურასთან. მისი გავრცელების ტერიტორია მოიცავდა სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, დღევანდელი ყაბარდო-ბალყარეთის და ყარაჩაის ტერიტორიას, სადაც მაშინ სვანები სახლობდნენ და განაგებდნენ. ასევე ჩერქეზეთს, ჩრდილოეთ ოსეთს (მაგალითად ტლის სამარხები, სადაც 500-ზე მეტი სამარხი იქნა აღმოჩენილი მდიდარი ნივთებით), შიდა ქართლს, ასევე დღევანდელი ინგუშეთის ტერიტორიას და ჩეჩნეთის დასავლეთ ნაწილს, მაგალიტად შეჟენ-იურტს და ბამუთს. ჩრდილოეთით ყობანის კულტურა ვრცელდებოდა მდინარე ტერეკამდე და მდ. ლაბამდე კრასნოდარის მხარეში. ყობანის კულტურის მოსახლეობა აგებდა კარგად მოწყობილ საცხოვრებელ სახლებს, ქვის ხიდებს, სალოცავ წარმართულ ნიშებს, მათ ნამარხებში უამრავია აღმოჩენილი რკინის და ქვის ნივთები, ძალიან კარგად იყო განვითარებული მეტალურგია და ეს სწორედ არტეფაქტებში ჩანს, მაგალითად ცულის პირებში, რომელიც ძალიან ჰგავს კოლხურ ცულებს. ისტორიკოსი ამჯად ჯაიმუხა ამბობს, რომ სწორედ დაახლოებით 3000 წლის წინ, ძვ.წ. 1100 წელს გამოეყო ნახური (ვაინახური) ენა ანუ ჩეჩნებისა და ინგუშების პირდაპირი წინაპრები გამოეყვნენ სხვა დაღესტნურ ენებს, დასახლდნენ დღევანდელი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე და ყობანის კულტურის ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდნენ. კრებულები:1. საქართველო 2. მეცნიერება 3. ქართული მითოლოგია 4. რელიგია 5. ჰიტლერი 6. ნაციონალ-სოციალიზმი ავტორი: თორნიკე ფხალაძე440 1-ს მოსწონს
|