x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ხათები - პროტოქართული ტომი
ხათები - პროტოქართული ტომი


კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მოვიდნენ პალესტინის და სირია-ლევანტის ტერიტორიებიდან 45 ათასი წლის წინ და დაასახლეს მთელი სამხრეთ კავკასია და 25 ათასი წლის წინ მოედნენ მთელ მცირე აზიას და ამგვარად "კავკასიელი მონადირე-შემგროვებლებისგან" ჩამოყალიბდნენ ე.წ. "მცირე აზიელი მონადირე-შემგროვებლები". ეს ორივე ჯგუფი ერთმანეთში ხშირად ირეოდა და კვლავ განაგრძობდა კონტაქტებს, რეალურად ისინი ერთი მოდგმის პოპულაცია იყო და განსხვავებული სახელები მხოლოდ იმიტომ ჰქვიათ, რომ დღეს კავკასია და მცირე აზია სხვადასხვა რეგიონებადაა მიჩნეული. სწორედ ამ მცირე აზიელი მონადირე-შემგროვებლებისგან ჩამოყალიბდნენ შემდგომში უამრავი მცირე აზიური ტომი და მათ შორის იყო ერთ-ერთი უძველესი, უმრავლესი და უძლიერესი ადგილობრივი ხალხი - ხათები (Hattians), რომლებიც პირველად წერილობით წყაროებში მოხსენიებულნი არიან ჯერ კიდეც ძვ.წ. XXIII საუკუნეში სარგონ აქადის (ძვ.წ. 2300) ქრონიკებში. ისინი განსახლებულნი იყვნენ კაბადოკიისა და პონტოს ტერიტორიებზე.


ხათების განსახლების ტერიტორია

ხათი



ხათები შემდგომში ასიმილირებულნი იქნენ ხეთების (Hittites) მიერ, რომლებიც ინდო-ევროპული წარმოშობისანი იყვნენ და ამ მიწებზე გამოჩნდნენ პირველად ძვ.წ. მე-20 საუკუნეში (ასევე აქ გამოჩნდნენ სხვა ინდოე-ევროპული ტომები ნესიტები, ლუვიელები და ფალაელები), დაიწყეს შერევა და ავტოქტონი ხათები უკვე სრულად შეირიეს, ასიმილაცია გაუკეთეს უკვე ძვ.წ. 1600 წლისთვის. სწორედ ამ დროს დასრულდა ხათის სახელმწიფოს (Hatti State) არსებობაც და მის ადგილზე წარმოიქმნა ხეთების იმპერია (Hittite empire), რომელმაც იარსება ძვ.წ. 1600 წლიდან ძვ.წ. 1178 წლამდე.


ხეთების იმპერია უდიდესი გაფართოების ჟამს - ძვ.წ. 1350-1300


შუმერულის და ხურიტულის მსგავსაც, ხათური ენა ერგატიული კონსტრუქციისა და აგლუტინაციური ტიპის ენაა. იგი ენათესავება თანამედროვე ქართველურ ენებს, როგორიცაა სვანური, მეგრული, ლაზური და ქართული, ასევე აფხაზურ და ადიღეურ ენებს (ქრ. გირბალი, ი. დუნაევსკაია, ვ. ივანოვი). ხათური, როგორც ოფიციალური ენა შეცვალა მოსული ინდო-ევროპული მოდგმის ეთნოსის ენამ - ხეთურმა, მაგრამ ხათური ენების ენა-კილოები დარჩა ყოველდღიურ გამოყენებაში და გარკვეული ტრანსფორმაციებით, სახეცვლილებებით შემოგვენახა ქართველურ და სხვა იბერო-კავკასიურ ენებში ე.წ. "სიღრმისეული დაფენების" სახით. (ტ. ფუტკარაძე. "ქართველები". 2005)





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
272
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0