x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მონღოლოიდური რასა - როგორ ახასიათებენ მას და როგორია მათი ჩამოყალიბების ისტორია

მონღოლოიდური რასა


მონღოლოიდური რასა - აზიურ-ამერიკული რასა კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი რასაა. ახასიათებს კანის მუქი, ხშირად მოყვითალო ფერი, სწორი, უხეში თმა, სუსტად განვითარებული წვერ-ულვაში, სუსტად გამოხატული, დაბალუნაგირიანი ცხვირი, ბრტყელი სახე, მკვეთრად გამოხატული ყვრიმალები, ზემო ქუთუთოზე მკვეთრად გამოხატული ეპიკანტუსი.

მონღოლოიდური რასა ისტორიულად გავრცელებულია ცენტრალურ აზიაში, ინდონეზიაში, ციმბირში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ოკეანეთში და ამერიკის ორივე კონტინენტზე.

ამ რუკაზე ლურჯად აღნიშნულია მონღოლოიდების ისტორიული მიწები:



image

ამ დიდი რასის ძირითადი პოპულაციებია: ჩრდილო აზიური, არქტიკული, შორეულ აღმოსავლური, სამხრეთ აზიური და ამერიკული პოპულაციები.



მონღოლოიდების აზიატური ტიპები


მონღოლოიდების აზიატური ტიპები


ჩრდილოეთ ამერიკის მონღოლოიდები (ჩრდილო ამერიკის ინდიელები)


ჩრდილოეთ ამერიკის მონღოლოიდები (ინდიელები)


სამხრეთ ამერიკის მონღოლოიდები (სამხ. ამერიკის ინდიელები)


სამხრეთ ამერიკის მონღოლოიდები (აბორიგენი ინდიელები)


დაიაკი მამაკაცი ბორნეოდან


დაიაკი მონღოლოიდი ბორნეოდან


ახალგაზრდა მონღოლოიდი მაორი ქალი ახალი ზელანდიიდან, სახის ტრადიციული ტატუთი


ახალგაზრდა მონღოლოიდი მაორი ქალი


საამი კაცი, მონღოლოიდი საპმის რეგიონიდან - ჩრდილოეთი ნორვეგიის ადგილობრივი მონღოლოიდები


საამი მონღოლოიდი კაცი


ყალმუხები რუსეთიდან


ყალმუხები


ესკიმოსები. ალასკა


ესკიმოსი მონღოლოიდები ალასკა


მალაიზიელი მონღოლოიდი (შერეული ავსტრალოიდებთან, როგორც მთელი ე.წ. "ვეფხვების მხარის" რეგიონის მოსახლეობა)


მალაიზიელი მონღოლოიდი


მონღოლური ხალი - ეს ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, რომ პიროვნება მიაკუთვნო მონღოლოიდურ რასას. მონღოლური ხალი ან ასევე ცნობილი, როგორც ლურჯი მონღოლური ხალი არის კონგენიტალური კანის მელანოციტოზი. ეს არის ცონგენიტალური დაბადების ნიშანი, რომელიც სხვადასხვა ფორმის კიდეებით და კანის ფართობის სხვადასხვა მოცულობითაა წაროდგენილი. ეს ნიშანი როგორც წესი ბავშვებს უჩნდებათ 3-დან 5 წლამდე და შემდეგ უკვალოდ ქრება. უხშირესად ეს ნიშანი მოლურჯო ფერისაა, ასევე გვხვდება მუქ-ლურჯი, მოშავო-მოლურჯო ან მთლიანად მუქი ფერის.

ეს ნიშანი გავრცელებულია აღმოსავლეთ, სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალური აზიის ხალხებში, ასევე ადგილობრივ ოკეანიის ხალხებში როგორიცაა პოლინეზიელები და მიკრონეზიელები, ადგილობრივ სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკელებში - ე.წ. ინდიელებში, საბ-საჰარულ აფრიკის ხალხებში, არაკავკასოიდ ლათონო-ამერიკელებში, კარიბიელებში, მონღოლოიდებთან შერეულ თურანულ ქვერასაში და თურქული მოდგმის ხალხებში.

მონღოლური ხალი აღენიშნება აზიელი ბავშვების 95-90%-ს, აბორიგენი ამერიკელების (ინდიელების) 85-80%-ს, პოლინეზიელთა და მიკრონეზიელთა 90%-ს, ასევე ლათინური ამერიკის მოსახლეობის ახალი თაობების 46% იბადება ამ ნიშნით, როდესაც ისინი არიან სრულად ინდიელები ან შერეული კავკასოიდურ რასასთან. თუმცა შესაძლოა, რომ ეს ნიშანი ჰქონდეთ სრულად კავკასოიდ ბავშვებსაც. მთელი მსოფლიოს კავკასოიდურ პოპულაციაში 5-10% ბავშვებისა ეს ნიშანი აღენიშნება. ევროპაში მონღოლური ხალის ყველაზე დიდი პროცენტულობა აღინიშნება ესპანეთის რეგიონში - კორია დელ რიო, ვინაიდან იქ ცხოვრობს ბევრი შთამომავალი ერთი კაცისა, რომელსაც ერქვა ჰასეკურა ცუნენაგა და წარმოადგენდა იაპონიის პირველ საგანგებო დესპანს ესპანეთში მე-17 საუკუნეში. უნდა აღნიშნოს, რომ ნეგროიდების ბავშვების 96%-ს აღენიშნება ე.წ. "მონღოლური ხალი".


6 თვის ტაივანელ გოგონას აღენიშნება მონღოლური ხალი სხეულზე.

გენეტიკური კვლევა იმის შესახებ, თუ როდის დაშორდა ერთმანეთს კაცობრიობს სამი უმთავრესი რასა, წარმოდგენილი იყო საკმაოდ ადრეულად, კერძოდ 1985 წელს მასატოში ნეის მიერ. მასატოშიმ აღმოაჩინა, რომ ამ სამი რასის გაყოფა დაიწყო დაახლოებით 110, 000 (ას ათი ათასი) წლის წინ. ჰომო საპიენსის პოპულაცია 110, 000 წლის წინ პირველად გაიყო ევრაზიულ და აფრიკულ პოპულაციად. ევრაზიული პოპულაცია გახდა კავკასოიდებისა და მონღოლოიდების წინაპარი. ხოლო აფრიკული ჰომო საპიენსების პოპულაცია ნეგროიდების. 40, 000 წლის წინ კი ევრაზიული პოპულაციაც იწყებს გაყოფას და აყალიბებს ორ სხვადასხვა რასას: კავკასოიდურს და მონღოლოიდურს. კავკასოიდური რასის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ 45, 000 - 40, 000 წლის წინ შეიმჩნევა. აი მონღოლოიდურმა რასამ კი თავისი საბოლოო სახე მიიღო 28, 000 წლის წინ.

2016 წელს ჩატარდა კვლევა აინუ ხალხის, რომლებიც ცხოვრობენ იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში. მათი გენეტიკა აჩვენებს, რომ ამ ხალხის წინაპრები იაპონიაში ციმბირიდან მოვიდნენ და დიდი კავშირები აქვთ ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირელ ხალხებთან. ეს კავშირები დროში შორს მიდის, პრე-ნეოლოთურ ხანაში ანუ უფრო ძველია, ვიდრე ძვ.წ. 10, 200 წელი (სწორედ ამ დროს დაიწყო ნეოლითის ხანა).

აღმოსავლეთ აზიელთა გენეტიკა გვიჩვენებს იმ ალალებს, რომელიც წარმოიქმნა მათში გენეტიკური ცვლილებების, მუტაციების შედეგად მას მერე რაც დაშორდნენ კავკასოიდურ რასას. ეს ალელებია: EDAR, ADH1B, ABCC1 და ALDH2. აქედან ADH1B უკავშირდება აზიელთა მიერ ბრინჯის მოყვანის დაწყებას, რომელიც მოხდა 11, 000 წლის წინ, ძვ.წ. 90-ე საუკუნიდან. EDAR გენის მუტაცია 35, 000 წლის წინ მოხდა მონღოლოიდებში.

2013 წელს ჩატარებულმა გენეტიკურმა კვლევამ მონღოლოიდებში აღმოაჩინა 18 ნეინდერტალელების გენი, რომელიც მიუთითებს 45 - 40 ათასი წლის წინ მათი წინაპრების შერევაზე ნეანდერტალელებთან. ეს გენები აღმოჩნდა როგორც აღმოსავლეთ აზიაელებში, ასევე ადგილობრივ ამერიკელებში (ინდიელებში). 2017 წელს ჩატარდა ჩინეთში აღმოჩენილი "ტიანიუანელი კაცის" დნმ კვლევა და დადგინდა, რომ ის ცხოვრობდა ჩინეთში 40, 000 წლის წინ და თითქმის ნახევრად ნეანდერტალელი იყო. ის იყო ძალიან ახლოს ახლანდელ აღმოსავლეთ აზიელებთან გენეტიკურად, თუმცა არ აღმოჩნდა აღმ. აზიელ მონღოლოიდთა პირდაპირი წინაპარი. მონღოლოიდური რასის წარმოშობის არეალი (სამშობლო) არის მონღოლეთი, ტრანსბაიკალია და ჩრდილოეთ ჩინეთის დიდი ნაწილი, სადაც დღემდე მთლიანად მონღოლები ცხოვრობენ. ასევე აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ჩინეთის ტერიტორიაზე უკვე ცხოვრობდნენ 68, 000 წლის წინ ევრაზიელი საპიენსები. ეს მას მერე გახდა ცნობილი, რაც სამხრეთ ჩინეთში, ლიუჯიანგის რაიოანში იპოვეს ჰომო საპიენსის ჩონჩხი, რომელიც სწორედ ამ პერიოდით დათარიღდა - ძვ.წ. 660-ე საუკუნით და ეწოდა "ლიუჯიანგის კაცი". თუმცა ამ პერიოდში ჯერ არ იყო გაყოფილი ჰომო საპიენსი მონღოლოიდ და კავკასოიდ რასებად ამ ლიუჯიანგის კაცს, მაინც აღენიშნება გარკვეული მონღოლოიდური ნაკვთები და ამ რასის დამახასიათებელი ანთროპოლოგიური ნიშნები, ამიტომ ის ითვლება პროტომონღოლოიდად.


ლიუჯიანგის კაცი

მოხდა მისი სახის აღდგენაც:


ლიუჯიანგის კაცი


ამიტომ გაჩნდა მეორე ჰიპოთეზაც, რომ მონღოლოიდური რასა წარმოიშვა არა ჩრდილო აზიაში ანუ მონღოლეთში და ჩრდილო ჩინეთში, არამედ აფრიკიდან მიგრაციის შემდეგ ხალხი დასახლდა სამხრეთ აზიაში ზედა პლეისტოცენში ანუ დაახლოებით 130, 000 წლის წინ და შემდეგ აქედან გავრცელდა როგორც ჩრდილოეთ აზიაში, ასევე გადავიდა ამერიკის კონტინენტებზე ჯერ კიდევ დაახლოებით 40, 000 წლის წინ პირველ ტალღად.

მონღოლოიდთა თვალის ვიწრო თვალის ჭრილს დიდწილად განაპირობებს ცხიმები, რომელიც გროვდება თვალის არეში იმისთვის, რომ ექსტრემალური სიცივისგან დაიცვას თვალის კაკალი. ტუნგუსური ანუ ჩრდილო მონღოლოიდური რასა სწორედ ამგვარ ცივ პირობებში ყალიბდებოდა და ეს ერთგვარი ადაპტაცია იყო, რომელიც ბუნებრივი გადარჩევის შედეგად ჩამოყალიბდა.

დიდი მონღოლოიდური რასა იყოფა ორ მთავარ ქვერასად: ჩრდილო მონღოლოიდური ანუ ტუნგუსური და სამხრეთ მონღოლოიდური. დიდი ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ანუ "ვეფხვების მხარის" პოპულაციისა არის მონღოლოიდური, მაგრამ დიდწილად შერეულია ავსტრალოიდურ რასასთან. ანთროპოლოგიის იაპონელი პროფესორი აკაზავა ტაკერუ კიოტოს უნივერსიტეტიდან აღნიშნავს, რომ მონღოლოიდური რასის დაყოფა შესაძლებელია ნეო-მონღოლოიდებად და პალეო-მონღოლიდებად. ეს ორი ერთმანეთისგან იმით განსხვავდებიან, რომ ნეო-მონღოლოიდებს აქვთ ძალიან აშკარად გამოხატული სიცივესთან შეგუებული ნიშან-თვისებანი (ნეო-მონღოლოიდები არიან მაგალითად ჩინელები, ბურიატები, ესკიმოსები, ჩუქჩები) მაშინ როცა პალეომონღოლოიდებს ეს სიცივესთან ადაპტირებული თვისებები ნაკლებად აქვთ გაოხატული გარეგნობაში (პალეომონღოლოიდები არიან მაგალითად ბირმელები, ფილიპინელები, პოლინეზიელები, ხომონის ხალხები და ამერიკელი ინდიელები). საბოლოო ფორმირება დღევანდელი სახით 7000 წლის წინ მოახდინეს პალეო-მონღოლოიდებმა, ეს შერევა ავსტრალოიდებისა, რომლებსაც დაკავებული ჰქონდათ ეს ტერიტორიები მონღოლოიდებთან დაიწყო ჯერ კიდევ პლეისტოცენის ეპოქაში, ჰოლოცენში გაგრძელდა ჩინელებთან შერევა, რამაც მეტად მონღოლოიდური გახადა რეგიონი და საბოლოოდ სამხრეთ მონღოლოიდებად ფორმირდა ვეფხვების მხარის მოსახლეობა ძვ.წ. 50-ე საუკუნისთვის.

რაც შეეხება პროტო-მონღოლოიდებს ანუ მონღოლოიდამდელ მოსახლეობებს, რომლებიც მოსახლეობდნენ აზიის ვრცელ ტერიტორიებზე 130, 000 წლის წინ გვიან პლეისტოცენში და რომელთაც სათავე დაუდეს შემდეგ მონღოლოიდებს - აოგაშიმას და ოკინავას, მინატოგავას, ხომონის პერიოდის და აინუს ხალხები წარმოიშვნენ პირდაპირ პროტომონღოლოიდებისგან და დღემდე მათ ჰგვანან ბევრად, ვიდრე დანარჩენი მონღოლოიდები.

იაიოის პერიოდში - ძვ.წ. 300 წლიდან ახ.წ. 300 წლამდე იაპონიაში ჩნდება ნეო-მონღოლოიდური ტიპის ხალხი. საერთოდ იაპონიის უძველესი ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მოიცავს 3 პერიოდს - პალეოლითური (ძვ.წ. 14, 000 წლამდე), ხომონის (ძვ.წ. 14, 000 წლიდან ძვ.წ. 300 წლამდე და იაიოის - ძვ.წ 300 წლიდან ახ.წ. 300 წლამდე). დღევანდელი იაპონელი ხალხი პროტო და ნეო-მონღოლოიდთა ნარევს წარმოადგენს.


ჩინური ქვეტიპი


სამხრეთ აზიური ქვეტიპი


იაპონური ქვეტიპი


იაპონური ქვეტიპი


სამხრეთ ამერიკული ქვეტიპი


ჩრდილო ამერიკული ქვეტიპი


ოკეანური ქვეტიპი






ავტორი: თორნიკე ფხალაძე

0
929
6-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
929
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0